პარასკევი
29.03.2024
05:05
მთავარი
პერსონა
მესიჯი მოგესალმებითსტუმარი | RSS რეგისტრაცია
შესვლა
რუბრიკები

გამოკითხვა
შეაფასე "მესიჯი"-ს პერიოდული ინტერნეტ-გამოცემა
სულ უპასუხა: 1044

სტატისტიკა

სულ სისტემაშია 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0

კობა ხაბაზი: - რაც არ უნდა დიდი დრო დავყო სარკის წინ ალენ დელონი მაინც არ გამოვა ჩემგან.
- ჩვეულებრივ როგორ იწყება კობა ხაბაზის დილა?
- ყველა დილა იწყება ჩვეულებრივ ერთნაირად, ვიღვიძებ და ვდგები. ყოველთვის მიწევს გაღვიძება ერთ დროს, - დილის რვა საათზე. ვვარჯიშობ, ვთამაშობ ფეხბურთს ჩემს მეგობრებთან ერთად, ყოველ მეორე დღეს დავდივარ ნაუტილუსში, სადაც ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ, ვცდილობ ფორმა შევინარჩუნო. არის შემთხვევები, როდესაც დილის 11 საათამდე მძინავს. ეს მაშინ ხდება თუ დასაძინებლად დილის ხუთ-ექვს საათზე დავწექი. არის ხოლმე არჩევნების დღეები, როდესაც ეს ყველაფერი იცვლება და არის გამონაკლისი დღეები, როდესაც საერთოდ არ ვიძინებ, შესაბამისად არც ვიღვიძებ. :) პირველ რიგში აუცილებლად რასაც ვაკეთებ ეს არის, რომ ვსვამ ყავას, რათა მთელი დღის განმავლობაში ვიყო კარგ განწყობაზე.
- რამდენ დროს უთმობ საკუთარ თავს სარკის წინ?
- დაახლოებით 5-10 წამს როდესაც სახლიდან გამოვდივარ და ასევე 5-10 წამს როდესაც მანქანიდან გადმოვდივარ, დღის განმავლობაში სულ რაღაც ოც წამს, იმიტომ რომ დიი ეჭვი მაქვს, რაც არ უნდა დიდი დრო დავყო სარკის წინ ალენ დელონი მაინც არ გამოვა ჩემგან.
- ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებ უპირატესობას, რომელ სამოსში გრძნობ თავს კომფორტულად?
- ყველაზე უფრო კომფორტულად თავს ვგრძნობ ჯინსებში, მაგრამ სამსახურიდან გამომდინარე მიწევს ძირითადად კლასიკური სამოსით სიარული.
- როგორ ფიქრობ, კობა ხაბაზი იდეალური მამაკაცია?
- ახლა გონებაში ვეძებ იმ მანძილს, რომელიც მაშორებს იდეალამდე და დედამიწიდან მთვარეც კი მცირედ მომეჩვენა ამ მანძილის აღსაწერად. არ ვიცი, ალბათ იდეალების ძებნაში არავინ არ უნდა იყოს, არ ვარ იდეალური, მაქვს უამრავი ნაკლი და უამრავი უარყოფითი თვისება.
- შენს პირად ცხოვრებაზე რას მეტყვი?
- ჩემი პირადი ცხოვრება იმდენად არის გადაჯაჭვული საზოგადოებრივ ცხოვრებასთან მისი განცალკევება ძალიან მიჭირს. ვინაიდან ძირითად დროს ვუთმობ საზოგადოებრივ საქმიანობას, ეს არ არის მხოლოდ საპარლამენტო მუშაობა, ეს არის ორი ომი და ოთხი რევოლუცია, რომელიც მაქვს გამოვლილი. ვცხოვრობდი, ვცხოვრობ და ვიცხოვრებ ყოველთვის პოლიტიკით.
- რამდენად აზარტული ხარ?
- ძალიან აზარტული ვარ ნებისმიერ საქმეში. როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო, იგივე იყო წინასაარჩევნოდ და არჩევნების მიმდინარეობისას. მე თავიდან ბოლომდე ამ საქმეში ვიყავი გადართული, სხვა სამყარო ჩემთვის არ არსებობდა. სიყვარულშიც ისეთივე აზარტული ვარ, როგორც სხვა საქმეებში. აქვე მინდა ავღნიშნო რომ არასოდეს არ დავდივარ კაზინოში, ვთვლი რომ არათანაბარ პირობებში გვიწევს თამაში. ძალიან მიყვარს სისწრაფე. აზარტულობა არასოდეს არ მაკარგვინებს გონებას. ჩემი საყვარელი თამაშია კარტის ტრეფერანსი. ყოველთვის ვაკეთებ რისკის შეფასებას. თუ გავრისკე და ვიგებ ათმაგს და თუ არ გავრისკე და ვაგებ ერთმაგს - ასეთ შემთხვევაში გავრისკავ.
- როგორია ეჭვიანობის შენეული განსაზღვრება. რამდენად ეჭვიანი ხარ და ძირითადად ვის მიმართ?
- ყველა ადამიანი თავისებურად ეჭვიანია, ვერ ვიტყოდი, რომ ეჭვი სიყვარულის თანმხლებია. ადამიანი ეჭვისგან თავისუფალი მე ვერ წარმომიდგენია. უბრალოდ ეს არ უნდა გადაიზარდოს გარკვეულ ისტერიაში. ეჭვიანობა ჩაგადენინებს ადამიანს უამრავ სისულელეს. არასდროს არ ვარ უსაფუძვლოდ ეჭვიანი, როდესავ ვეჭვიანობ ის ყოველთვის მართლდება.
- ამ ბოლო დროს გამიტაცა ბილიარდმა, ძალიან ხშირად ღამის 12 საათზე მივდივარ საბილიარდოში და 3 საათის განმავლობაში ვთამაშობ ბილლიარდს. მაქვს ნაკლი, რომ არ მახასიათებს სიზუსტე, მაგრამ მაქვს პლიუსი ის, რომ საკმაოდ სერიოზულ გათვლებს ვაკეთებ და ამის ხარჯზე ვამარცხებ ხშირად მოწინააღმდეგეს.
- ვინ არიან ის ადამიანები ვისთანაც ატარებ დიდ დროს, თუნდაც ერთად დადიხართ სათამაშოდ საბილიარდოში?
- ჩემი მეგობრებიდან გამოვყოფდი ვისთანაც ხშირად მიწევს თამაში, ესენი არიან არსენ ონიანი, კოტიკო თოლორაია, გოჩა ღადუას, თუმცა ეს ბოლო სუსტი მოთამაშეა და თამაში არ იცის (გოჩა ღადუა ესწრებოდა ინტერვიუს და სასტიკად უარყო ეს ინფორმაცია). კარგად თამაშობს ნინო წიკლაური.
- რაში ხარჯავს ყველაზე მეტ ფულს კობა ხაბაზი?
- საწვავში, ტელეფონზე საუბრებში, საბილიარდოში.
- ბევრი გაქვს ცხოვრებაში გამოუსწორებელი შეცდომები ჩადენილი?
- გრიგოლ რობაქიძეს აქვს ასეთი სიტყვები: ადამიანი ისე უნდა ცხოვრობდე, როგორც გველი, რომელიც ერთხელაც არ მიხედავს თავის გადახდილ ტყავს სინანულით, მე მყვას მეგობარი გოჩა ღადუა, რომელიც არის ჩემი გამოუსწორებელი შეცდომა (იცინის).  
 - ოცნება რომელიც ჯერ არ აგსრულებია?
- ჩემი ოცნებაა მეცვას დახეული ჯინსები და შემოვიარო მთელი მსოფლიო, დაწყებული პირამიდებიდან, დამთავრებული ტიბეტით.
- რას ეტყოდი რჩევის სახით თინეიჯერებს?
- ვიტყოდი მხოლოდ იმას, რომ იყავით ისეთი საოცრები, როგორებიც ხართ, კარგები, მხიარულები, იმიტომ რომ მონის აშენებული მე არაფერი არ მინახავს, ყველაფერს ღირებულს აშენებს თავისუფალი ადამიანი, იყავით ისეთები როგორებიც ხართ!
მოამზადა რუსუდან ელისაშვილმა
 
ელდარ რიაზანოვი: ის, ვინც ჩემს ფილმებს გააკრიტიკებს, ჩემზე ოდნავ ჭკვიანი მაინც უნდა იყოს
 
  რეჟისორი ფილმებისა: “საკარნავალო ღამე”, “ბედის ირონია ანუ როგორც გენებოთ”, “უფრთხილდი ავტომობილს”, “სამსახურეობრივი რომანი” და ა.შ. ელდარ რიაზანოვი, 30 აპრილს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია მასტერკლასის ჩასატარებლად.
- მე ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველები. მოხარული ვარ, რომ ჩემს წინაშე სხედან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც ყველაფერი წინ აქვთ და გამოგიტყდებით, მშურს კიდეც თქვენი - განუცხადა შეხვედრის დასაწყისში სტუდენტებს რეჟისორმა.
- ბატონო ელდარ რამდენი ხანია რაც რეჟისორი ბრძანდებით?
- უკვე 60 წელია რაც ფილმებს ვიღებ და მხოლოდ 8 წლისნ წინ მივხვდი, რომ იმისათვის დავიბადე რათა რეჟისორი ვყოფილიყავი, რადგან უკვე ისეთ ასაკში ვარ პროფესიას ვეღარ შევიცვლი და ამით თავს ვიმშვიდებ. :))
- როგორ შეაფასებდით თანამედროვე რუსულ კინოინდუსტრიას?
- მინდა გითხრათ, რომ დღეს ყველაფერი გაცილებით მარტივია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხელოვნურია რადგან ყველაფერი კომპიუტიზირებული გახდა, მაგალითად, ფილმ “ტურეცკი გამბიტ”-ში ასეულობით ჯარისკაცის ჩამოსვლას რომ ვუყურებდი, მეგონა ადამიანები კი არა კლონები იყვნენ და ასეთი მაგალითი ბევრია. მაშინ როცა ვიღებდი ფილმს “იტალიელების არაჩვეულებრივი თავგადასავალი რუსეთში”, ყველაფერი უფრო რთული იყო და მინდა ავღნიშნო Aნდრეი მირონოვის წვლილი ამ ფილმში, რომელმაც ყველა ტრიუკი კასკადიორის გარეშე შეასრულა.
- თქვენს ფილმებში ყოველთვის ზუსტად შესაფერისი და ლამაზი მუსიკა ჟღერს, როგორ ახერხებთ ფილმისა და მელოდიის ასე შერწყმას?
- რათქმაუნდა ეს ჩემი ნიჭის დამსახურებაა, :)) უბრალოდ ყოველთვის გულს ვუსმენ და როგორც ის მკარნახობს ისე ვარჩევ მუსიკას ფილმებისთვის. ვირჩევ იმ კომპოზიტორებს, რომელსაც მე მოვუსმენდი დიდი სიამოვნებით სახლში თუ მანქანაში. აქვე მინდა გამოგიტყდეთ, რომ არანაირი მუსიკალური სმენა არ მაქვს და ვერც მელოდიებს ვიმახსოვრებ, თუმცა ყველა კომპოზიცია გაჰიტდა, რომელმაც ჩემს ფილმებში გაიჟღერა.
- რა დამოკიდებულება გაქვთ კრიტიკოსებთან, რომლებიც თქვენს ფილმეს აკრიტიკებენ?
- მე მათ საერთოდ არ ვუსმენ და ვთვლი, რომ ეს ის ხალხია, რვინც თვითონ ვერ ქმნის ვერაფერს ღირებულს და სხვებს აკრიტიკებს. მათ მიერ “დაწუნებული” ჩემი ფილმები დღესაც პოპულარულობით სარგებლობენ, თვითონ კი სად არიან? ის ვინც ჩემს ფილმს გააკრიტიკებს ჩემზე ოდნავ მაინც ჭკვიანი უნდა იყოს.
- რას ეტყოდით დამწყებ მსახიობებს?
- გირჩევთ, ყოველთვის ისეთი როლები ითამაშოთ, რომელიც თქვენი ხასიათისგან მაქსიმალურად განსხვავდება და ნუ დათანხმდებით როლს მხოლოდ იმიტომ რომ სადმე გამოჩნდეთ.

 
 
ექსკლუზიური ინტერვიუ სიყვარულის დღის დამაარსებელთან
 
აგერ უკვე მე-14  წელიწადია საქართველოში ყოველი წლის გაზაფხულის შუა თვის - აპრილის,  შუა რიცხვი - 15, სიყვარულის დღედ აღინიშნება. მაშინ, როცა ყველა ქართველი ერთმანეთს ამდენი წელიწადია სიყვარულის დღეს ულოცავლს, მათმა ნახევარმზე მეტმა არც კი იცის, რომ ეს დღესასწაული წლების წინ, ჩენმა თანამემამულემ, ქართველმა დაარსა 1993 წელს, როცა პირველად შესთავაზა საზოგადოებას სიყვარულის დღის დაარსების იდეა და ერთი წლის შემდეგ მარადიულ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. გთავაზობთ ინტერვიუს ბესიკ ჩუბინიძესთან, რომელიც 14 წლის განმავლობაში გაჩენილ უამრავ შეკითხვას კიდევ ერთხელ უპასუხებს.
- ბესო, აგერ უკვე მე-14 წელია საქართველო ყოველ 15 აპრილს სიყვარულის დღეს აღნიშნავს, რატომ გახდა საჭირო ასე კონკრეტულად ერთი დღის განცალკევება სკიყვარულისთვის,  როცა შეიძლება, რომ ყოველი დღე სიყვარულისა იყოს?
- გეთანხმებით, მართლაც ყოველი დღე უნდა იყოს სიყვარულისა და არა მარტო 15 აპრილი, ისე როგორც ყოველი დღე უნდა იყოს ქალთა, და არა მარტო 8 მარტი, ყოველი დღე დედათა და არა მარტო - 3 მარტი და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ ეს ბანალური ფრაზებია, რამეთუ სამწუხაროდ ყოველ დღე ვერ ვიცლით ვერც სიყვარულისთვის, ვერც დედებისთვის და ა.შ. ეს დადებითი სიმბოლური დატვირთვის მატარებელი დღესასწაულია, ვიღაცას ხომ უნდა მოეგონებინა ეს? ამ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ სიყვარულის დღის დაარსების იდეის ავტორი, ანუ ეს “ვიღაცა” მე აღმოვჩნდი.
- დამაჯერებელი ახსნაა, მაგრამ რატომ მაინცდამაინც 15 აპრილი და არა მაგალითად 3 თებერვალი? ხშირად გსაყვედურობენ ხოლმე, რომ საკუთარი დაბადების დღე დაუწესე ქართველებს სიყვარულის დღედ.
- უკვე 14-15 წელიწადია ამ შეკითხვას ვპასუხობ და გარწმუნებთ, არასოდეს დამეზარება ერთეულ ადამიანებს კიდევ მრავალი 14-15 წელი ერთიდაიგივე გავუმეორო: ჯერ ერთი - ჩემს გარდა უამრავი ადამიანია საქართველოში დაბადებული 15 აპრილს, მეორეც - მაშინ, როცა მე სიყვარულის დღის დაარსების იდეა შევთავაზე საქართველოს, იქვე შევთავაზე ამ დღისთვის ერთი კონკრეტული დღე შეგვერჩია (ამის დასადასტურებლად ბესო 1993 წლის მარტში მომზადებულ მაშIნდელ ერთადერთ ახალგაზრდულ, დამოუკიდებელ გაზეთ “კოქტეილის” მე-3 ნომერს გვაჩვენებს, სადაც პირველად დაფიქსირდა ეს იდეა). ათასობით ადამიანს შორის, რომლებიც რედაქციაში მოდიოდნენ, იყო ცნობილი პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი, 1-ლი არხის ჟურნალისტი ბატონი გიგა მახვილაძე (სამწუხაროდ ეს ადამიანი წლებია გარდაიცვალა), რომელმაც გააკეთა შეთავაზება, რომ 15 აპრილი ყოფილიყო სიყვარულის დღე და მას თავისებული ახნაც მოუძებნა, ამ ადამიანმა საერთოდ არ იცოდა, რომ იდეის ავტორი ამ დღეს იყო დაბადებული! არ ვიცი სხვა რას ფიქრობს, მაგრამ მე ამას - ლოგიკურ დამთხვევას ვუწოდებ და ყველაზე მთავარი - სიყვარულის დღე დავაარსე, სიძულვილის ხომ არა? მიკვირს რამდენიმე ადამიანს რატომ აღიზიანებს  ის ფაქტი, რომ ეს ლამაზ ტრადიციად დარჩება ისტორიას.
- როგორც ვიცი ეს დღე საკუთარ მეუღლეს მიუძღვენით. ალბათ ამაყია შენით, როცა ქმრის დაარსებულ დღეს უცხოები ულოცავენ?
- დიახ - ეს დღე ჩემს მეუღლეს ეძღვნება, მაშინ ჩემს შეყვარებულს, რომელსაც ერთი ჩვეულებრივი წაკინკლავების მერე  “დავემუქრე” რომ ისეთ რამეს ვაჩუქებდი, რასაც მთელი საქართველო გაიგებდა... და ეს გამომივიდა, 1994 წლის 15 აპრილს, სიყვარულის დღის დაარსების ე.წ პრეზენტაციაზე. ჯერ ერთი უცხოები არ ულოცავენ... :)) მეორეც, ერთი რამ ზუსტად ვიცი, 1994 წლისგან განსხვავებით 14-ჯერ უფრო ძლიერად მიყვარს იგი და მასაც ასევე...
- ვიცი, რომ წელსაც ტრადიციულად აპირებ სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარებას.
- ამ დღეს 14 წელია საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ტარდება მუსიკალური აქციები, სარეკლამო ღონისძიებები გიგანტიც კომპანიებისგან და უამრავი საინტერესო და სახალისო რამ ხდება, მაგრამ მე პირადად მუშტაეთში ვგეგმავ ქართული ესტრადის ყველა თაობის ვარსკვლავთა გალა კონცერტს სლოგანით - მიაეწერე რაც იქნება, მე რა ვიცი ვაა. ამ დღეს ყველაფერი ლამაზად იქნება...
- ბოლო დროს მკვეთრი განცხადებები გააკეთე ვალენტინობის შესახებ, კონკრეტულად რას შეეხება 14 თებერვლისადმი შენი ასეთი ნეგატიური განწყობა?
- ადამიანი ხომ იცით როგორი მექანიზმია? ოღონდ სახალისო მიზეზი მიეცი და არ იხალისებს? მითუმეტეს ქართველი - არ იქეიფებს? არ იზეიმებს? 14 თებერვალი ე.წ. კათოლიკეების შეყვარებულთა დღე, რომელიც ამერიკაში ძალიან დიდი ხნის წინათ შექმნილმა კომერციულმა სტრუქტურამ დააპიარა, რამდენიმე წლის წინ კი, სრულიად მოულოდნელად თავად რომის პაპის განცხადებამ გააშიშვლა ეს ყველაფერი - კათოლიკური ეკლესიის მთავარი წინამძღვარის ოფიციალური წერილით გაირკვა, რომ ასეთ წმინდანს კათოლიკური ეკლესია საერთოდ არ ცნობს, თუმცა არსებობდა განკვეთილი მსახური, ვინმე ვალენტინე, რომელმაც გაბედა და პირველმა დაწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტებს, კომერციულმა მანქანამ ეს კარგად დამალა, შეფუთა და შექმნა სივყარულისთვის ნაწამები მღვდლის ისტორია, ლეგენდა ჯალათის ბრმა ქალიშვილის შეყვარების შესახებ... საქართველო მართმადიდებლური ქვეყანაა, რომელსაც უწმინდესის და უნეტარესის, წმინდა ილია მეორეს მიერ დაწესებული მათმადიდებლური სიყვარულის დღე - გერგეტობის დღესასწაული აქვს, 3 ივლისი, ძალიან ბევრმა ეს არ იცის, უბრალოდ იმის გამო, რომ ამ ყველაფერს პიარი არ აქვს, ამერიკულმა საპროპაგანდო კომერციულმა მანქანამ 14 თებერვალი ისე დააპიარა, რომ მან დღეს ის სახე მიიღო რა სახეც აქვს! - ქართველ მართმადიდებლებს გვაქვს საკუთარი რელიგიური სიყვარულის დღე - გერგეტობის დღესასწაული!
- ამდენი მართლა არ ვიცოდი, მოკლედ რატომ არ ცდილობ ეს ყველაფერი გამოასწორო?
- არ ვიცი, ცხოვრება გვიჩვენებს, მე ჩემი სათქმელი და გასაკეთებელი გავაკეთე ამ მხრივ, მერე რა იქნება არ ვიცი.
- დიდი მადლობა საუბრისთვის, მგონი უამრავი მკითხველი დაიკმაყოფილებდა თავის ინტერესს სიყვარულის დღესთან დაკავშირებით წარმოშობილ კითხვებზე.
- (ეღიმება) არა მგონია, ადამიანებს კიდევ ექნებათ ეს კითხვები... ალბათ კიდევ ერთეული წლები, მერე კი ყველაფერი ლამაზი თანმიმდევრობით წარიმართება.
ასე, მომავლის იმედით დასრულდა ჩვენი საუბარი სიყვარულის დღის დამაარსებელთან, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესი სიყვარული  და საკუთარი ოჯახია. ადამიანი, რომელმაც 1994 წლიდან იმდენი შეძლო, რომ მთელი საქართველო ამ დღეს ერთი გრძნობის - სიყვარულის გარშემო გააერთიანა.
 
აფხაზეთის განათლების მინისტრი სეპარატიზმზე ინტელექტუალურ შეტევას გეგმავს
 
- დავიბადე 1971 წლის 24 აგვისტოს ქალაქ სოხუმში. 1988 წელს ვერცხლის მედალზე დავამთავრე სოხუმის მეხუთე საშუალო სკოლა. 1993 წელს წარჩინებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მუშაობა დავიწყე სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, მომენიჭა მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ვიმუშავე არაერთ თანამდებობაზე და ამჟამად ვარ აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრი.
მყავს მშობლები და ორი ძმა. ჯერ-ჯერობით დასაოჯახებელი ვარ. განსაკუთრებით მიყვარს პოეზია და თეატრი...

- ბატონო ალეკო, თქვენი ბავშვობის ხანა როგორ გახსენდებათ?
- მოსწავლეობის პერიოდი სოხუმის მეხუთე საშუალო სკოლაში გავატარე. ჩემს პედაგოგებს თუ გავიხსენებ, შემიძლია თამად ვთქვა, რომ გამიმართლა. მათი დიდი დამსახურებაა ის, რომ მე საზოგადოებაში ჩემი ადგილი ვიპოვე და რაღაცას მივაღწიე. გავიხსენებ ჩემს პირველ მასწავლებელს, - აწგარდაცვლილ ნელი ჩაჩიბაიას, რომელსაც არ ჰყავდა ოჯახი და თითოეულ მოსწავლეს ნამდვილად შვილივით ეპყრობოდა. ეს სკოლა საკმაოდ ცნობილი იყო და ბევრი კარგი მამულიშვილი გაზრდილა მის კედლებში. ვერ ვიტყვი სწავლას ვინმე მაძალებდა-თქო, პიროვნულად მქონდა პასუხისმგებლობის გრძნობა და ცოდნის მიღების შინაგანი მოთხოვნილება. კლასელებიც კარგი მყავდა, ერთსულოვნად ვიღებდით გადაწყვეტილებას, კარგადაც ვწავლობდით და “შატალოზეც” ყველანი ერთად მივდიოდით ხოლმე :) თუ მივდიოდით.
- თქვენი პროფესის შერჩევა როგორ მოხდა?
- გარკვეულწილად ოჯახური ტრადიციის გამოც, მიზეზი ალბათ, ჩემი ტექნიკური საგნებისადმი მიდრეკილებაც იყო. ბავშვობიდანვე მქონდა ფიზიკა-მათემატიკის ნიჭი და ასტრონომია განსაკუთრებით მიყვარდა.
- ალბათ ის რაც უკვე თქვით, - ადამიანების ფსიქოლოგიის გამოცნობა და ყველასთან საერთო ენის გამონახვა თქვენს ძლიერ მხარედ მიგაჩნიათ, პიროვნულ სისუსტედ რას მიიჩნევთ?
- არის მომენტები, როდესაც სწრაფად არის საჭირო გადაწყვეტილების მიღება, მე კი - ზოგჯერ ვყოყმანობ, ბევრს ვფიქრობ და საკითხის სწრაფი გადაჭრა მიძნელდება.
- ბატონო ალეკო, საიდუმლო თუ გაქვთ, რომელიც არავისთვის გაგინდვიათ?
- ალბათ არის რაღაც, რაზეც სხვებთან არ ვსაუბრობ, პატარ-პატარა საიდუმლოები ყველას აქვს (ეღიმება)
- რატომ არის აფხაზეთის განათლების მინისტრი დასაოჯახებელი, ომის და დევნილობის ფაქტორი ხომ არ არის ამის მიზეზი თუ მოუცლელობის ბრალია?
- ომიც რა თქმა უნდა, შემდეგ დევნილობა... 20-25 წლის ასაკში ომიანობის გამო ამაზე საფიქრელად არ გვეცალა, ოცდაათს რომ გადაცდები - მერე უკვე სხვა იდეალები გაქვს... ახლა დატვირთული გრაფიკით ვმუშაობ, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და დანარჩენისთვის ცოტა დრო მრჩება. :) მაგრამ მალე ვიფიქრებ მაგ საკთხზეც (ეღიმება)
- რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თქვენს ხასიათში?
- ზედმეტად დამთმობი და ზედმეტად ლოიალური ვარ, ცხოვრებამ მასწავლა, რომ ხშირ შემთხვევაში ლოიალურობა სულაც არ არის საჭირო. ალბათ მეტ სიმკაცრეს ვისურვებდი...
- საუკეთესო თანამშრომელს თუ დაასახელებთ?
- საუკეთესო თანამდშრომლად ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოში მამუკა ჟვანიას დავასახელებ.
- როგორ ფიქრობთ, ზურგს უკან როგორც ხელმძღვანელს ხომ არ გაკრიტიკებენ?
- ბუნებრივია იდეალური მე არ ვარ, ამიტომ იქნებ მაკრიტიკებენ კიდეც, მე ეს არ მაღიზიანებს, შემიძლია კრიტიკის მოსმენაც და საჭიროების შემთხვევაში ვითვალისწინებ კიდეც.
- სტუდენტები და სახელმწიფოს ცხოვრება, დემონსტრაციებში და საპროტესტო აქციებში სტუდენტების ჩარევის ხარისხი რამდენად ნორმალურია? როგორ ფიქრობთ, ზედმეტად პოლიტიზირებული ხომ არ არის ახალგაზრდობა?
- საერთოდ, სტუდენტობა ეს ის პერიოდია, როდესაც ახალგაზრდა საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობს საზოგადოებაში. სახელმწიფოს ცხოვრებაში სტუდენტობა აქტიურად უნდა იყოს ჩაბმული, ყველა დიდი მოვლენის ცენტრში ყოველთვის ახალგაზრდები იდგნენ, ამ ასაკში ადამიანი უფრო ადვილად რისკავს და უფრო თამამია მოქმედებაში. ყოველთვის შეიძლება სათანადოდ ვერ მოზომოს ნამოქმედარი, მაგრამ თუ გულის კარნახთან ერთად გონებასაც მოუსმენს, სახელმწიფოსთვის ნამდვილად კარგი იქნება. თანამედროვე ეტაპზე ახალგაზრდობამ აუცილებლად უნდა თქვას თავისი სიტყვა, მაგრამ პოლიტიკანობაზე ფიქრი არ არის სწორი მათი მხრიდან.
- და ბოლოს, აფხაზეთის განათლების მინისტრის, ბატონ ალექსანდრე აპლაკოვის რჩევები და მიზნები:
- მთელი ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მოწადინებული სეპარატიზმის ერთხელ და სამუდამოდ დასამარცხებლად. მშვიდობიანი თუ სხვა გზებით ეს უნდა მოხდეს, საქართველომ აუცილებლად უნდა აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ჩვენის მხრივ ინტელექტუალურ შეტევას მოვახდენთ სეპარატისტებზე და ამით უფრო ადვილად დავიბრუნებთ აფხაზეთს.
ჩვენი საბოლოო ნავსაყუდელი სოხუმშია და ყველანი წინ! სოხუმისკენ!...
ესაუბრა ნათია ბასილაია
 
გიორგი დათიაშვილი - ლატვიის საერთაშორისო აკადემიის  წარმატებული და ზარმაცი სტუდენტი
 
- 1989 წლის 14 აგვისტოს დავიბადე. დავამთავრე ლიცეუმი “ლამპარი”. მერვე კლასამდე ბეჯითად ვსწავლობდი. მერე რატომღაც სიმღერა მომინდა, ყველგან და ყოველთვის ვმღეროდი და სხვა გზა არ დავუტოვე მშობლებს, - აწგანსვენებული რობერტ ბარძიმაშვილის ვოკალურ სტუდიაში მიმიყვანეს. მაგ პერიოდიდან სამწუხაროდ ავუშვი სწავლას, მართალია ქუჩისგან ყოველთვის შორს ვიყავი და “ბირჟაობით” იშვიათად ვკავდებოდი, მაგრამ ყოველთვის ზარმაცი ვიყავი სწავლაში და მეცადინეობას სიმღერა მერჩივნა, სიმღერა რათქმაუნდა უფრო ადვილია ჩემთვის, რადგან ეს საქმე მიყვარს. რამდენჯერაც სკოლიდან გამოგდება დამიპირეს, იმდენჯერ წავუმღერე დირექტორს და დამტოვა (იცინის). მეათე, მეთერთმეტე კლასში არ მივლია, გამისერიოზულდა მუსიკალური განათლების მიღება და ამ დროიდან უკვე არანჟირებით დავინტერესდი. ბატონმა რობერტმა გიგა კვენეტაძის სტუდიაში მიმაბარა არანჟირებაზე. არანჟირებით გატაცებამ კი უკვე სულ სხვაგან წამიყვანა, წამიყვანა იქ, სადაც ვარ ახლა . . .
- გიორგი, რა პროფესიის არ იქნებოდი არასოდეს?
- ვერ ვიქნებოდი მაგალითად ქიმიკოსი, მაგრამ ელემენტარუული ყველა სფეროში უნდა იცოდე რარაც მაინც.
- შენი აზრით საქართველოში მუსიკალური გემოვნება როგორი აქვთ შენს თანატოლებს?
- მათი გემოვნება შეიძლება ორნაირად შევაფასო: რასაც ამბობენ რომ უსმენენ და რეალურად რასაც უსმენენ. რას გეუბნებიან იმით თუ იმსჯელებ კარგი გემოვნება აქვთ, რომ კითხო “QUEEN”-ის ფანია 70%, მაგრამ რეალურად უსმენენ “AS5”-ს და “TOKIO-HOTEL”-ს. განვითარებისთვის, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი მოსასმენი ჯაზია. ყველას ვურჩევდი, ერთი წელი მაინც, თუნდაც ძალით მოუსმინოს ჯაზს, ვისაც მუსიკის სფეროში უნდა განვითარება.
- გიო, როგორ ფიქრობ, რა არის ცხოვრებაში მთავარი?
- ჩემი აზრით, მთავარია ადამიანმა იცოდეს რა უნდა ცხოვრებაში. ჩემს ასაკში მითუმეტეს, უკვე უნდა იყოს ამაში გარკვეული. დღეს თითქოს მოდაშია გქონდეს იმდენი საშუალება, თუნდაც დროის და ფულის, რომ გაერთო და იყო “სნობი”, ეს კი ძალიან ცუდი რაღაცაა. ყველას სჭირს ეს, მეც მჭირს, მაგრამ რეალურად აუცილებლად უნდა მეტობდეს “ბომჟი”.
- შენს ძლიერ მხარეებად და სისუსტეებად რას მიიჩნევ?
- სისუსტედ მიმაჩნია ის, რომ ადვილად ფეთქებადი ვარ. მარტივად შემიძლია რაღაც გადავწყვიტო ან ხაზი გადავუსვა. ეს არის ჩემი დიდი სისუსტე. სიძლიერე კი - მიზანდასახულობა და ის, რომ წამოწყებულ საქმეს აუცილებლად მივიყვან ბოლომდე, მიუხედავად სიძნელეებისა.
- შენი “გამოძერწვა” თავიდან რომ შეიძლებოდეს, რას შეცვლიდი ხასიათში?
- ყოველთვის ვამბობ, რომ ტყუილად არაფერი არ ხდება. მომხდარა ბევრი კარგი და ცუდი და ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო. “მამენტ” ბევრ რაღაცასაც შევცვლიდი, მაგრამ რახან ასე მოხდა, ღმერთი იყურება ზევიდან და ე.ი ასეც უნდა მომხდარიყო.
- მორწმუნე და ეკლესიური თუ ხარ?
- მორწმუნე ვარ, მაგრამ სამწუხაროდ ეკლესიაში ხშირად ვერ დავდივარ. ეხლაც, დიდი ხანია ხატის წინ არ ამინთია სანთელი. ჩემი აზრით, მთავარია გწამდეს და მარტო სიტყვა არ იყოს ეს.
- ყველაზე დიდი სისულელე, რაც ცხოვრებაში ჩაგიდენია?
- მყავდა შეყვარებული. (იცინის) სისულელე იყო პრინციპში ბოლო... ის, რომ მყავდა და აღარ მყავს...
- გაქვს თუ არა საიდუმლო, რომელიც არავისთვის გაგინდვია?
- (ბევრი იფიქრა) ალბათ ეს საიდუმლო საკუთარი თავისთვისაც არ გამინდვია... ნუ, ასეთი არაფერი მახსენდება.
- ვის მიუძღვის წვლილი შენს პოპულარობაში, თუნდაც პროფესიონალური დახვეწის მხრივ?
- პირველ რიგში მშობლებს. მამაჩემმა რომ არ მიმიყვანა მაგალითად პოლიციის აკადემიაში და “პაგონები”, რომ არ მაქვს დღეს, ეს მამაჩემის დამსახურებაა. მან მიმიყვანა რობერტ ბარძიმაშვილთან და კარი გამიღო. ბ-ნი რობერტი კი იყო ის ადამიანი, ვინც ბევრი ეპოქა შექმნა და ის პირველი იყო მშობლების მერე ჩემი მუსიკალური განვითარების ხელშემწყობად. ასევე არაერთი მიხსნიდა და
მასწავლიდა გიგა კვენეტაძის სტუდიაში.
- კრიტიკას როგორ აღიქვამ?
- მშვენივრად. თუ გაკრიტიკებენ ე.ი ახსოვხართ, თუ გაკრიტიკებენ ე.ი აკეთებ რაღაცას. უარყოფითი შეფასება ჩემთვის ერთგვარი სტიმულია, რომ გავაკეთო უკეთესი. დიდი “მინუსი” ასაკიცაა. მაქვს ჩემი სტუდია და ჯერ ჩემი ასაკის კლიენტიც არ მყოლია. ეს ერთგვარი ბარიერია ჩემთვის, რის გამოც ხშირად სხვების შეფასებას უსიტყვოდ ვისმენ და ვერ ვაკეთებ კომენტარს უფროსთან იმიტომ, რომ ჯერ მხოლოდ 18-ის ვარ. ალბათ ჩემზე მეტი უნახავს-თქო ვფიქრობ და ვჩუმდები.
- ზოგადად ახალგაზრდობაზე, სტუდენტობაზე რას იტყვი?
- ყველაზე მეტად, რაც ქართველ სტუდენტებს აკლიათ - ეს განათლება და წიგნიერი ცონდაა. ბევრი, უბრალოდ ვერ ხვდება რა პოლიტიკას გვიტრიალებს მთავრობა. ვერ ხვდებიან, რომ რატომღაც დღეს ყველას მარკა აკრია. ლატვიაშიც რომ ჩავედი, იქაურმა პროფესორებმაც გვკითხეს, - აქ რა გინდათ, როცა თავად გყავთ არაერთი გამოჩენილი და დამსახურებული პროფესორიო, მათ ჩამომითვალეს ქართველი პროფესორების გვარები, რომლებიც სამწუხაროდ მეც არ ვიცოდი. ეს ისევ ჩვენი ბრალია . . .
ვარსკვლავები ვიკის გვერდი ხელოვანთა საიტი შოუ-ბიზნესის სიახლეები
შემოსვლის ფორმა

კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ძებნა


Copyright MyCorp © 2024