ელდან რიაზანოვი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისიტეტის სტუდენტებს შეხვდა

- მე ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველები. მოხარული ვარ, რომ ჩემს წინაშე სხედან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც ყველაფერი წინ აქვთ და გამოგიტყდებით, მშურს კიდეც თქვენი - განუცხადა შეხვედრის დასაწყისში სტუდენტებს რეჟისორმა. (თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტის მარი მაისურაძის მიერ დასმული შეკითხვები და ცნობილი რეჟისორის ამომწურავი და საინტერესო პასუხები იხილეთ შესაბამის რუბრიკაში “პერსონა”).
გერმანიის ელჩი - პატრიცია ფლორი სოხუმის უნივერსიტეტს სტუმრობდა

თომას ჰენცშელმა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული ბროშურები და ბუკლეტები გადასცა.
საელჩოს დახმარებით სოხუმის უნივერსიტეტი მონაწილეობდა ჰუმბოლტიანელთა საერთაშორისო სიმპოზიუმში, ასევე შავი ზღვის არქეოლოგიის თემაზე მოწყობილ საერთაშორისო ღონისძიებაში. სოხუმის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ბერლინის არქეოლოგიის ინსტიტუტთან და იგეგმება სტუდენტთა და მეცნიერთა გაცვლითი პროგრამები.

ფლორმა იმედი გამოთქვა, რომ დევნილი უნივერსიტეტი სოხუმს მალე დაუბრუნდება. კომფლიქტის დარეგულირების საქმეში კი - მისი თქმით მნიშვნელოვანია ქართველი სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების პირდაპირი კავშირები აფხაზ კოლეგებთან. “ის ხალხი, რომელიც ომამდე ერთად ცხოვრობდა - ქართველები, აფხაზები, რუსები, ესტონელები და სხვები, მალე ამ უნივერსიტეტში შეძლებენ ცოდნის მიღებას. ჩვენ გაეროს ფარგლებში ხელს შევუწყობთ ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ადამიანების დაახლოებასა და მშვიდობის დამყარებას ხელს შეუწყობს”, - განაცხადა ელჩმა.
მე-14 15 აპრილი “მესიჯმა” გააჯაზა

ალბათ ყველაზე გრანდიოზული აქცია, ქალაქ ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტი იყო, რომელიც ხელისუფლებამ რამდენჯერმე გადადო

არანაკლებ გრანდიოზული და პომპეზური აღნიშვნა, თბილისში მუშტაიდის ბაღში მოეწყო, სადაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ჟუნრალ “ვარსკვლავების” და სტუდენტურ-ახალგაზრდული გაზეთ “მესიჯის” ინიციატივით დიდი გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც 15 000-მდე მაყურებელი ესწრებოდა. აღნიშნულ ღონისძიებაში იყო ჩართული თავად ამ დღის დაარსების იდეის ავტორი ბესო ჩუბინიძეც, რომელსაც კონცერტის დასრულებამდე არ დაუტოვებია მუშტაიდის ბაღი. ღონისძიებაში 35-მდე მომღერალი იღებდა მონაწილეობას. სიყვარულის დღეს, თითქმის ყველა ბარი, რესტორანი და კაფე გადაჭედილი იყო ხალხითსადაც საკუთარი რეპერტუარით გადანაწილებულნი იყვნენ ქართველი მომღერლები და მისავათებულ ქართველ შოუ-ბიზნესჩიკებს მსგავსი ტიპის ღონისძიებები სულზე უსწრებს ხოლმე. რადგან ეს დღე ყველასთვის შემოსავლიანია, მათგან დაწყებული ყვავილების უბრალო მოვაჭრეებით დამთვრებული.

გაზაფხულის ერთმა ლამაზმა ტრადიციამ კი, წელს მეთოთხმეტედ მიიხურა კარი და მალე საქართველო საიუბილეო 15 აპრილისთვის მოემზადება, მე-15 სიყვარულის დღისთვის 2009 წელს.
"ლამპარი" მიუსაფარი ბავშვების დახმარების აქციებს აგრძელებს
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “მცირე აკადემიის” სტუდენტი ელენე ხუხია მიუსაფარი ბავშვების დასახმარებლად პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ”ლამპარის” ეგიდით განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის შესახებ წინა ნომერში ჩვენ უკვე გაცნობეთ. ელენე და “ლამპარის” სხვა წევრები კვლავ აქტიურად ზრუნავენ მზრუნველობამოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ბიზნესმენებისა და საზოგადოების გამოჩენილი
წევრების დახმარებით “ლამპარი” მიუსაფარი ბავშვების ნიჭის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური შესაძლებ-ლობების გამოსავლენად განაგრძობს კონცერტების, გამოფენების, შეჯიბრების ორგანიზებას.
პირველმა ფოლკლორულმა კონცერტმა, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით ტარდებოდა ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ თეატრში, წარმატებულად ჩაირა.
როგორც პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა - ელენე ხუხიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ბავშვებს საზოგადოების მხარდაჭერა აკლიათ; - 17 წლის ასაკში განვიცადე მშობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი მიუსაფარი ბავშვებისთვის შემემსუბუქებინა მძიმე ცხოვრება. უფლის წყალობით, მე გვერდში მიდგანან ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან ამ მიზნების განხორციელებაში.
“ლამპარის” ინიციატივით შეიქმნა საიტი (www.lampari.ge), რომელზეც განთავსდება ყველანაირი ინფორმაცია საქართველოში არსებული ბავშვთა სახლების შესახებ. ამ საიტის და საიტზე განთავსებული ფორუმის საშუალებით აღსაზრდელები დაეკონტაქტებიან საზოგადოებიას და მესამე პირის ჩარევის გარეშე ისაუბრებენ დაინტერესებულ პირებთან.

პირველმა ფოლკლორულმა კონცერტმა, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით ტარდებოდა ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ თეატრში, წარმატებულად ჩაირა.
როგორც პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა - ელენე ხუხიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ბავშვებს საზოგადოების მხარდაჭერა აკლიათ; - 17 წლის ასაკში განვიცადე მშობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი მიუსაფარი ბავშვებისთვის შემემსუბუქებინა მძიმე ცხოვრება. უფლის წყალობით, მე გვერდში მიდგანან ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან ამ მიზნების განხორციელებაში.
“ლამპარის” ინიციატივით შეიქმნა საიტი (www.lampari.ge), რომელზეც განთავსდება ყველანაირი ინფორმაცია საქართველოში არსებული ბავშვთა სახლების შესახებ. ამ საიტის და საიტზე განთავსებული ფორუმის საშუალებით აღსაზრდელები დაეკონტაქტებიან საზოგადოებიას და მესამე პირის ჩარევის გარეშე ისაუბრებენ დაინტერესებულ პირებთან.
თეატრალური აქცია ბავშვებისათვის


“ამ ღონისძიების მიზანია ახალგაზრდები ბავშვობიდან ეზიარონ ხელოვნებას, მშვენიერებას, სილამაზეს” - აღნიშნა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ალექსანდრე აპლაკოვმა.
საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - თემურ მჟავია, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი...
სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენთა აქცია რუსეთის საელჩოსთან


აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ბლიაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დევნილი უნივერსიტეტის სტუდენტობა მკვეთრად დააფიქსირებს თავის პოზიციას კომფლიქტურ რეგიონთან მიმართებაში განხორციელებული პოლიტიკური მოქმედებების შესაბამისად: -

საელჩოს მხრიდან არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება აქციის საპასუხოდ, თუმცა მონაწილეები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში მოისმენენ შეფასებას ოფიციალური პირებისგან.
რედკოლეგია: ანა გრძელიძე, რობერტი თაკალანძე, კაკო სოფრომაძე