
მინისტრმა რექტორისაგან მოსმინა ინფორმაცია განხორციელებული პროექტების, უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებისა და მიზნების შესახებ. ადმინისტრაციამ და სტუდენტობამ ისაუბრა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში დევნილი უნივერსიტეტის როლზე და იმ არაერთ პრობლემაზეც გამახვილდა ყურადღება, რაც სტუდენტობას და ზოგადად უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას აწუხებს.



აზერბაიჯანული ახალი წლის და გაზაფხულის დადგომა მარნეულელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემაც მიულოცა, რომელიც ჩვენდა გასაკვირად შორიდანაც კი, არ მიესალმა ქართული ესტრადის მომღერლებს, ბაირამობის დაწყება მიულოცა

ახალგაზრდა მაყურებელი კი, კონცერტის დაწყებამდე ჩვენი გაზეთის პირველი ნომრის კითხვით ირთობდა თავს და ცდილობდნენ მაქსიმალურად სწრაფად ამოეხსნათ ბოლო გვერდზე გამოქვეყნებული სკანვორდი, რადგან “მესიჯის” სკანვორდის პირველ ამომხსნელს ზურა დოიჯაშვილი პერსონალურ ავტოგრაფს დაპირდა, გამარჯვებული 16 წლის ესმა წერეთელი აღმოჩნდა, რომელმაც ყველაზე მალე, ტროტუარზე ჩამომჯდარმა შეასრულა დავალება და დაპირებული პრიზიც მიიღო.


მარნეულელმა თინეიჯერებმა კი “მესიჯის” მესვეურებს დააბარეს – იცოდეთ, ძალიან გვეწყინება ახალი ნომრები თუ არ ჩამოვა ჩვენამდეო, თუმცა დაპირების მერე, რომ – გაზეთი “მესიჯი” მათთან აუცილებლად ჩავიდოდა, გზა მშვიდობისა გვისურვეს და უკან დაბრუნების იმედით დროებით დაგვემშვიდობნენ.
როგორ იყოფა დედმამიშვილების გზები ბავშვთა სახლიდან გამოსვლის შემდეგ ან რა ბედი ეწევათ მათ, ვისაც დედმამიშვილი გაუშვილეს....?
მრავალ ქვეყანაში ბავშვები განსაკუთრებულ რთულ პირობებში ცხოვრობენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენს ქვეყანაში უამრავი მიუსაფარი ბავშვია.
მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ “ლამპიონის” აღსაზრდელებს, -ტატუნაშვილების ოთხ დედმამიშვილს აღარც სურს დედის გახსენება, არც იმის თუ როგორ გაატარეს მთელი ბავშვობა მაღალსართულიანი შენობის სხვენზე... მაგრამ მათ ახსოვთ და-ძმა, რომელიც სხვა მშობლებმა იშვილეს და რომლებსაც სავარაუდოდ ვეღარასდროს ნახავენ...
თუმცა ბავშვები მადლიერნი არიან იმ ყურადღებისთვის და სითბოსთვის, რომელსაც უკვე შვიდი წელია ვარკეთილის ბავშვთა სახლში იღებენ.
და-ძმებიდან ყველაზე უფროსი, - ნათია რამდენიმე თვეში სრულწლოვანი ხდება და შესაბამისად მზრუნველობაც მოეხსნება, მაგრამ სად უნდა წავიდეს, როცა არც ხელობა იცის და არც ის, თავი როგორ უნდა ირჩინოს. ერთადერთი, - შეუძლია თავი პროექტ “ლამპარის” მეშვეობით გამოიჩინოს.
ნათიას თავის დასთან და რამდენიმე აღსაზრდელთან ერთად პირველი კონცერტი სხვადასხვა ფოლკლორულ ანსაბლებთან ერთად ქონდა. კონცერტი ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ თეატრში უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა კურთხევით გაიმართა.
პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ელენე ხუხია აცხადებს, რომ “ლამპარის” სახელით კონცერტები და გამოფენები ხშირად გაიმართება და დამფუძნებლები შეეცდებიან სხვადასხვა ბავშვთა სახლების აღსაზრდელთა ნიჭის მაქსიმალური რეალიზება მოახდინონ.
მრავალ ქვეყანაში ბავშვები განსაკუთრებულ რთულ პირობებში ცხოვრობენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენს ქვეყანაში უამრავი მიუსაფარი ბავშვია.

თუმცა ბავშვები მადლიერნი არიან იმ ყურადღებისთვის და სითბოსთვის, რომელსაც უკვე შვიდი წელია ვარკეთილის ბავშვთა სახლში იღებენ.
და-ძმებიდან ყველაზე უფროსი, - ნათია რამდენიმე თვეში სრულწლოვანი ხდება და შესაბამისად მზრუნველობაც მოეხსნება, მაგრამ სად უნდა წავიდეს, როცა არც ხელობა იცის და არც ის, თავი როგორ უნდა ირჩინოს. ერთადერთი, - შეუძლია თავი პროექტ “ლამპარის” მეშვეობით გამოიჩინოს.
ნათიას თავის დასთან და რამდენიმე აღსაზრდელთან ერთად პირველი კონცერტი სხვადასხვა ფოლკლორულ ანსაბლებთან ერთად ქონდა. კონცერტი ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ თეატრში უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა კურთხევით გაიმართა.
პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ელენე ხუხია აცხადებს, რომ “ლამპარის” სახელით კონცერტები და გამოფენები ხშირად გაიმართება და დამფუძნებლები შეეცდებიან სხვადასხვა ბავშვთა სახლების აღსაზრდელთა ნიჭის მაქსიმალური რეალიზება მოახდინონ.

როგორც “ტაძრის” ერთ-ერთმა წევრმა - გიორგი გაგიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის საქმეში.
ქართველ სტუდენტებთან ერთად ამ პროექტში მონაწილეობა მიიღეს ინდოელმა და პაკისტანელმა სტუდენტებმა.

ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ამ პროქტში მოწესრიგებულობით და დიდი აქტიურობით თავი გამოიჩინეს სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, გიორგი გაგიშვილმა მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით შეაქო მაია მიქაია (“ტაძრის” კოორდინატორი ჩვენს უნივერსიტეტში).
ჩვენის მხრივ წარმატებას ვუსურვებთ პროექტის ავტორებს და ვისურვებთ “ტაძრის” შემდეგი ბანაკი აფხაზეთის ტერიტორიაზეც მალე გაიხსნას.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები უნივერსიტეტს სტუმრობდნენ



ამ პროექტის ორგანიზატორმა - აბესალომ მიქელაძემ ისაუბრა სოხუმის უნივერსიტეტის დაღუპული თანამშრომლებისა და დაღუპული სტუდენტების გმირობაზე.

შემდგომ სტუმრებმა და მასპინძლებმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, გვირგვინებით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ბოლოს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი ამაღლების ეკლესიაში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწნენ.
მისასალმებელია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მსგავსი ინიციატივები და სასურველია ამ ღონისძიებამ პერიოდული სახე მიიღოს...
რეპორტაჟი "მესიჯის" პრეზენტაციიდან



"მესიჯის" დაბადება მუსიკალური ნომრებით მიულოცეს ახალგაზრდებს ქართველებისთვის (და არა მხოლოდ ქართველებისთვის) კარგად ცნობილმა და უდაოდ დიდმა ვარსკვლავებმა: ზურა ჩინჩალაძემ, ნუგზარ ერგემლიძემ და გურამ ჯაშმა. მილოცვას შეუერთდნენ ახალგაზრდა შემსრულებლებიც: გიორგი დათიაშვილი, პაატა თედიაშვილი, მაკა ქაჯაია, სოსო ჯინჯიხაშვილი, მანჩო და ბედინა. გულთბილი მილოცვა არ დაიშურა და "მესიჯის" პირველი მკითხველების სიაში ჩაეწერა 12 წლის პატარა ბაჩოც.
უდაოდ ენერგიულმა წამყვანმა დარბაზიც მარტივად "აახმაურა", ბედინასაც "გაეკაიფა", მანჩოს სექსუალობასაც ხაზი გაუსვა, სარძლოს შერჩევაც "სცადა", მაყურებლებშიც "შეიჭრა" და დარბაზის ყველაზე აქტიური სტუდენტი კინოთეატრ რუსთაველის

მსმენელებმა განსაკუთრებული ოვაციით და ხმაურიანი ტაშით მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - გურამ ჯაში დააჯილდოვეს. გოგონების ჩუმი, მაგრამ მაინც დაუფარავი მოწონება კი პაატა თედიაშვილს ერგო. არც მთლად ჩუმი, თუმცა კორექტული შეფასება მოყვა გაზეთში მოხვედრილ "sex რევოლუციას". :))

კონცერტი უნივერსიტეტში!

თქვენს წინაშე წარსდგებიან ქართული ესტრადის ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავები: ნუგზარ ერგემლიძე, ბესიკ კალანდაძე, გურამ ჯაში, ბაჩო, გიორგი დათიაშვილი, პაატა თედიაშვილი, ზურა ჩინჩალაძე, მაკა ქაჯაია, მანჩო, ბედინა, ბოკა კვეკვესკირი... საღამოს წარუძღვება საერთაშორისო ინტერნეტ-ჟურნალ "ვარსკვლავების" მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი და პრომოუტერი ბესო ჩუბინიძე.
მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან და სტუდენტებს დამოუკიდებელი გაზეთის დაარსებას მიულოცავენ აფხაზეთის მთავრობიდან, პარლამენტიდან, თბილისის საკრებულოდან, განათლების სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტიდან და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორატიდან.
ორგანიზატორები საინტერესო სიახლეებით დატვირთულ, მხიარულ და მუსიკალურ კონცერტს გპირდებიან ახალგაზრდული, დამოუკიდებელი და თავისუფალი გაზეთის პრეზენტაციაზე.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხი კონკურსანტების სია ცნობილია

შეგახსენებთ რომ, სამაგისტრო პროგრამები დამტკიცდა ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თოთხმეტ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამ, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ორ და იურიდიული ფაკულტეტის ერთ სპეციალობაზე.
მაგისტრატურაში სწავლების ღირებულება იურიდიულ ფაკულტეტზე, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე, ინგლისური ენისა და თარგმანის სპეციალობაზე განისაზღვრა 2000 ლარით, დანარჩენ სპეციალობებზე კი 1700 ლარით. უცხოელი მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის კი - სწავლის ტარიფი წლის განმავლობაში შესაბამისად შეადგენს 3000 და 2500 ლარს.
უნივერსიტეტის წარსული და დღევანდელობა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სტატუსი 1989 წლის 14 მაისს მიიღო და 1993 წლის ბოლოდან ქალაქ თბილისში დაფუძნდა.
მიუხედავად დატრიალებული ტრაგედიისა, მიუხედავად ომისა და დევნილობისა, უნივერსიტეტმა შეძლო ხელახლა აღორძინება და გაფართოვება. პერიოდულად ხდებოდა ფაკულტეტებისა და სპეციალობების ჩამოყალიბება და განვითარება.
2007 წლის 31 ივლისიდან კი – სოხუმის უნივერსიტეტი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
უნივერსიტეტის მიზანია პროფესიონალი სპეციალისტების აღზედა და სამეცნიერო საქმიანობის წარმოება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
გრძელდება ასევე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გაფართოვებაც, რომელიც 1997 წლის სექტემბერში დაარსდა და ამ დროისთვის აქ დაცულია 23 350 წიგნი, 20 500 ელექტრონული წიგნი, 3 190 სხვადასხვა დასახელების ჟურნალი და 20 დასახელების გაზეთი.
ვითარდება 1995 წელს დაარსებული გამომცემლობაც, რომელიც პრეიოდულად გამოსცემს გაზეთს “სოხუმის უნივერსიტეტი” (“სოხუმის სადროში”).
შგადაშიგ ხორციელდება პროექტები სტუდენტთა ორგანიზებით და რექტორატის პატრონაჟით.
ახლო წარსულიდან ყველაზე მაშტაბური და ხმაურიანი გასვლითი საქველმოქმედო აქცია იყო დიღმის ბავშვთა სახლში. სტუდენტ მაგისტრანტთა ასოციაციის (სმა) ინიციატივით სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისაგან აგროვდა საჩუქრები და ფულადი შემოწირულობები. თავად ახალგაზრდებმა მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს მზრუნველობამოკლებულ და უნარშეზღუდულ ბავშვებს.
ორგანიზატორთა თქმით აქცია არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ვიმედოვნებთ მსგავსი ინიციატივები მრავლად იქნება სტუდენტთა მხრიდან.
პროფესიულ წინსვლას ვუსურვებთ აკადემიურ პერსონალს, აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას ახალგაზრდებს და აფხაზეთში დაბრუნებას და დამკვიდრებას სოხუმის უნივერსიტეტს.
პირველი კურსი ისევ გვეყოლება!!!

2008 წლის 8 იანვარს აკრედიტაციაც მივიღეთ, რაც უნივერსიტეტს 2008-2009 სასწავლო წლისათვის პირველკურსელთა მიღების შესაძლებლობას ანიჭებს.
მისაღებ სტუდენტთა კონტიგენტი ბაკალავრიატზე 220 სტუდენტით, ხოლო მაგისტრატურაში 80 სტუდენტით განისაზღვრება.

ომგამოვლილი, დევნილი უნივერსიტეტი, რომელმაც მოახერხა ხელმეორედ ფეხზე წამოდგომა, ისევ ვითარდება და ფართოვდება. ის პატარ-პატარა, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მიიწევს წინ, - წარმატებული მომავლისკენ.