სალამი მკითხველო!
ზუსტად სამი თვის წინ ახალგაზრდული გაზეთ "მესიჯის” დაარსების შესახებ გამცნეთ. სამი თვის განმავლობაში მაქსიმალურად შევეცადეთ "მესიჯის” გარშემო თავი მოეყარა ახალგაზრდობას. თვითდაფინანსებისა და ენთუზიაზმზე მუშაობის პირობებში გაზეთის გამოცემის პრეიოდულობა არ დარღვეულა. მოზომილი და სუფთა ნაბიჯებით ვიარეთ წინ, უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
რეალობაა, რომ გაზეთის მესვეურების მიერ დახარჯულ ენერგიას და ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია. "მესიჯმა” არაერთხელ "გააჯაზა” თინეიჯერებთან ერთად. გაზეთის დაარსებისადმი მიძღვნილი ხმაურიანი გალა-კონცერტის შემდეგაც მრავალი საინტერესო და სახალისო ღონისძიება განხორციელდა. გაზეთმა ერთგულ და გემოვნებიან მკითხველებს მოუყარა თავი, ცოდნითა და პოტენციალით აღჭურვილი სარედაქციო კოლეგიაც შეადგინა და ოპტიმისტურად და აქტიურად დაიქოქა...
დღეიდან "მესიჯის” სახით ქართულ პრესას შეემატება ჟურნალი - ახალგაზრდული აზრითა და სიტყვით განმსჭვალული და როგორც ჩვენი "მოზგი” და მამა-მარჩენალი - ბესო ჩუბინიძე ამბობს: "ვისაც სიმართლის გაგება სურს, ჩვენ მოგვისმინოს! მომავალი მაინც დადგება! როგორი? ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.”
რთულია განახლების პროცესების დროს წარმატების მიღწევა, თუმცა მიღწეული წარმატების და წონასწორობის შენარჩუნება უფრო მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული. მაგრამ ცოდნით და ენთუზიაზმით ჩვენ ამასაც შევძლებთ. მოკლედ, ჩვენ დაუზარებლად ვუბამთ ფეხს ცხოვრების ფერხულს და მადლობა მკითხველს, რომელიც "მესიჯის” მომავალს პროგრესულად უყურებს, ვისაც სწამს ჩვენი წარმატებისა.

* * *
აქვე მოკლედ ვისაუბრებ ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური თემის - ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. სულ ახლახანს იქნა არჩეული ახალი საკანონმდებლო ორგანო, დამკვირვებლებმა ისაუბრეს არჩევნების ობიექტურობაზე და დასავლეთის მოწონებაც დავიმსახურეთ. პოზიციის მიერ ობიექტურად, ხოლო ოპოზიციის მიერ გაყალბებულად შეფასებული არჩევნების შემდეგ ზოგს ელხინება და ზოგს ეტირება. არჩეულების და არარჩეულების პრობლემები გვერდზე იყოს და ხალხს თუ ეშველა ან ეშველება ნეტა..? ახალგაზრდობაზე რა ზეგავლენას მოახდენს ეს ცვლილებები..?
მთავარია დაპირებების შემდეგ, არჩეული საკანონმდებლო ორგანო ჩადგეს ხალხის სამსახურში და არა პირიქით, - ხალხი აქციოს მთავრობის მონად...!
ქვეყანას საქმე სჭირდება და არა მხოლოდ სიტყვები. ნააზრევის ქმედება გაცილებით მეტს გამოხატავს ვიდრე მათი სიტყვებით გადმოცემა.
თანამედროვეობაში პრობლემებს მრავლად ვაწყდებით, თუმცა იმედია ახალი პარლამენტი ახალგაზრდობას კიდევ უფრო აქტიურად დაეხმარება, კიდევ უფრო მეტად გაუშლის სამოქმედო არეალს და კიდევ უფრო კარგ პირობებს შეუქმნის საკუთარ სამშობლოში ცოდნის რეალიზებისთვის.
ახალგაზრდობას გაკეთებული საქმე უნდა, მშვიდი და კეთილი საქართველო! ჩვენ დავით აღმაშენებლის საქართველო გვსურს და არა დაპირებებით დაპურებული ქართველობა!

როცა გვემხიარულება, მაშინ ვიმხიარულოთ და დროშაც ჩვენი უფლებით ვაფრიალოთ!!!
ცხოვრება რომ ძნელია - ეს ბრძენმაც იცის და სულელმაც. ადამიანები ხშირად იმეორებენ ამ უბრალო ჭეშმარიტებას.
ბოლო დროს, როცა ბევრი რამ ფასეული გაქრა და გაუფასურდა, ჩვენმა ხალხმა დაკარგა ძველი თვისებები. ეს კი მისასალმებელი ნამდვილად არ არის, მითუმეტეს რომ ქართული ტრადიციების ნაცვლად ფეხის მოკიდებას "ვითომევროპული” და "ვითმთანამედროვე” მრწამსი ცდილობს. მიმბაძველობა დამღუპველიც კია ჩვენთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიმბაძველობაც არ ხერხდება ხარისხიანად...
ისტორიას თავისი კანონები აქვს, ჩვენი ერი დროის სხვადასხვა მონაკვეთში განსხვავებულად ცხოვრობდა, თუმცა მისი ეროვნული და მართმადიდებლური ცხოვრების გზა უცვლელი იყო და ასე უნდა გაგრძელდეს მომავალშიც. ვერ შეინარჩუნებს წონასწორობას ცივილიზებულ სამყაროში ერი, რომელიც საკუთარ ტრადიციებს და ისტორიას დავიწყებას მისცემს.
ისტორიის სანაგვე ყუთში ბევრი ლოზუნგი თუ "ისტოიული პირის” პორტრეტია გადასაყრელი, მაგრამ არ შეიძლება იმის დავიწყება, რის საფუძველზე და ვისი ძალისხმევის შედეგად არსებობს ქართველობა. საბედნიეროდ იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს საიმისოდ, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო შემდგარიყო საკმაოდ დიდია. თუმცა დღეს საკითხავია - შემდგარია კი სახელმწიფო, რომელსაც საზღვრებიც კი არ აქვს, კომფლიქტური რეგიონები და ორი მხრიდან შემოუსაზღვრავი, ღია ტერიტორია ნამდვილად არ იძლევა ოპტიმიზმის მიზეზს.
ვინ ჩამოთვლის პრობლემებს, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ, რომელთა არსებობას თითქოს ვერც ვეგუებით და ამავე დროს შეგუებულნიც ვართ. წლების მანძილზე დაგროვილი ეს პრობლემები ახლა განსაკუთრებით მწვავდება საკმაოდ არაერთმნიშვნელოვნად მიმდინარე განახლების პროცესების დროს. შეფერხებებს ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში თუ განათლების სისტემაში გრძნობს თითოეული, მაგრამ არ შეიძლება არ დავინახოთ, არ ვიგრძნოთ ის პოზიტიური ცვლილებებიც, რომლებიც, მართალია, არც ისე სწრაფად, როგორც ეს გვინდა, მაგრამ მაინც ხდება ჩვენს ცხოვრებაში და გვინერგავენ ოპტიმიზმსა და უკეთესი მომავლის იმედს. მომავლის, რომელიც ჩვენ თავად უნდა შევქმნათ, ხოლო წარმატებული მომავლის შესაქმნელად თითოეულმა ნაკისრი ვალდებულებები და მოვალეობები უნდა გავითავისოთ, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ საქმეს, რომელიც გვავალია და უფროსებიც შესაძლებლობისამებრ უნდა დაეხმარონ (ფეხის წამოდებისა და ხელისკვრის ნაცვლად) ახალგაზრდებს, რამეთუ სწორედ ახალგაზრდებმა უნდა შექმნან წარმატებული აწმყო და კიდევ უფრო წარმატებული მომავალი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში პრიორიტეტი სწორედ ეს თაობაა.
შესაძლოა ეს პუბლიკაცია რწმენის დაკარგვაში ჩამითვალონ, თუმცა ასეთი შემფასებლების დასამშვიდებლად ვიტყვი, რომ კი არ დაკარგა ახალგაზრდობამ რწმენა, არამედ ახლა იბრუნებს მას, ვიბრუნებთ იმის უფლებას, რომ, როცა გვემხიარულება, მაშინ ვიმხიარულოთ და დროშაც ჩვენი უფლებით ვაფრიალოთ;
და მგონი იმის დროც დადგა, ყველა ჩვენთაგანმა მეტი მორიდებით შეაფასოს საკუთარი "ღვაწლი” და დამსახურება ხალხის წინაშე...

გვიყვარდეს ერთმანეთი და სიყვარულით შევქმნათ ლამაზი მოსაგონარი
სიყვარული - ღვთისგან ნაბოძები გრძნობაა, რომელიც ერთმანეთთან გვაახლოებს, სიცოცხლის სტიმულს გვმატებს და ცხოვრებას გვილამაზებს. სიყვარული უნდა შეიგრძნო და ამით ბედნიერი უნდა იყო. ამ გრძნობის მატარებლები ჩვენ დაბადებიდანვე ვართ, მაგრამ მისი გამოხატვა და გამოვლენა უნდა ვისწავლოთ თანდათანობით.
გიყვარდეს - ნიშნავს იყო სულგრძელი, ქველმოქმედი, უბოროტო, მართალი და ჭეშმარიტი. ეს ზეციური გრძობა გამორიცხავს ყველაფერს ცრუს და ბოროტს... ღმერთმა მიუხედავად ჩვენი ცოდვებისა და მანკიერებებისა შეგვიყვარა და მის შვილებსაც გული მხოლოდ წრფელი სიყვარულით უნდა გვქონდეს სავსე...
უფალმა, ხომ ამ ულამაზესი გრძნობით დააკავშირა ქვეყნიერების პირველი ადამიანები ერთმანეთს?!... სიყვარულით გაჩენილა კაცობრიობა და რა გასაკვირია, რომ ეს გრძნობა ყოვლის მომცველი და ყოვლის შემძლეა, შეყვარებული ადამიანი დაუწერელს დაწერს, დაუკანონებელსაც დააკანონებს და სამყაროს ამბოხსაც გამოუცხადებს სიყვარულის გამო.
გვიყვარდეს ერთმანეთი!... გავიხადოთ ეს გრძნობა სიცოცხლის სტიმულად და არსებობის თითოეული წამი უფრო სასიამოვნო და ლამაზი გახდება ჩვენთვის.
არა - სიცრუე! არა - ანგარება! არა - უნდობლობა! არა - ბოღმა! არა - შური და დაუნდობლობა... ბოროტება მხოლოდ აუფერულებს ცხოვრებას, სირთულეებით ავსებს სიცოცხლის ისედაც რთულად სავალ გზას...
ალბათ მკითხველი დამეთანხმება, რომ ახალგაზრდობას რატომღაც აკლია რწმენა წრფელი (!) სიყვარულისა, სამწუხაროდ ბევრს გადაავიწყდა, რომ სიყვარული წარმოადგენს უკეთილშობილეს გრძნობას, სიცოცხლის ელექსირს, სიყვარული ცხოვრებას ხდის სრულყოფილს, ნათელს, ჰარმონიულს და ბედნიერს... პრობლემები, რომლებიც თანამედროვეობაში ყველას მრავლად გვაქვს ვერ იქნება ამ გრძნობისთვის წინაღობა, ვერ ჩაახშობს და ვერ დათრგუნავს მას. დავუთმოთ სიყვარულს და საყვარელ ადამიანს მაქსიმალურად დიდი დრო. გამოვიყენოთ სიყვარულის დღე გრძნობების გამოსახატავად და სწორედ 15 აპრილს ვაქციოთ სიყვარულის ულამაზესი მირაჟი რეალობად...
ეს გრძობა ხომ ოცნებას გავს, ოცნებას, რომელიც უსასრულო მრავალწერტილად ქცეულა თითქოს... მის მარადიულობას ვერ დაარღვევს სიშორე და სიჩუმე.
სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდისო, - გაგვიგია ხშირად... იქ, სადაც ასე ფიქრობენ - მტკნარი წყალი დაჭაობებულია და სასწრაფოდ უნდა გაეცალო შმორის სუნს, რომ არ აყროლდე... სიყვარულს ლაგამი უნდა ამოსდო, ტორეადორივით მოკალათდე და მთელი ცხოვრება ლაგამი ისე უნდა მართო, რომ არ გადმოგაგდოს... გადმოგაგდებს? - "დაგერხევა”... და იტყვი - სიყვარული ერთხელ მოდისო... არადა, ის არ მოდის, რადგან არსად არ წასულა - ის, ყოველთვის ჩვენშია, ჩვენ მხოლოდ მისი მართვა გვევალება...
ვაჩუქოთ მზის სინათლე სიყვარულს, - გრძნობას, რომელიც არასოდეს განელდება!
სიყვარული არ კარგავს თავის პირვანდელ მდგომარეობას, არ წყდება და არ უფერულდება!...
ნუ დავხარჯავთ დედამიწაზე ჩვენთვის გამოყოფილ დროს მოგონებებზე, გვიყვარდეს ერთმანეთი და სიყვარულით შევქმნათ ლამაზი მოსაგონარი!...

დროს გაუფრთხილდით ადამიანებო!
აწმყო თუ არა გვწყალობს მომავალი ჩვენიაო... გასულ საუკუნეში თქვა დიდმა ილიამ და დღესაც იგივეს ვიმეორებთ. ნეტავ როგორ ეგონა ილიას, მისი აზრით ქართველების ეს ე.წ. "ბედნიერი მომავალი” როდის უნდა დამდგარიყო? საუკუნე გავიდა და ისევ იმ ადგილს ვტკეპნით - ამბობენ, წინ მივდივართო, რა ვიცი, რამდენჯერაც ეს თქვეს და გზას დავაკვირდი, არ მომჩვენებია აშკარად, ნაცნობი ადგილები დამხვდა, - ანუ, აქ უკვე გაგვივლია! ნეტავ ვცდებოდე...
ქართველის ფსიქოლოგია უცნაურია - სანამ განადგურებამდე არ მიუვა საქმე, მანამდე არ ფიქრობს იმაზე, რომ ხვალ შეიძლება უბრალოდ აღარ იყოს. ქართველებს ყოველთვის გვეზარება იმაზე ფიქრი, რომ მომავალი ჩვენი შესაქმნელია, გვეზარება რადგან უმეტესად მხოლოდ ფაქტის წინაშე დადგომის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ საკუთარი თავის გადარჩენა, წარმატებული მომავლის შექმნა თავადაც შეგვიძლია.
ადვილი არ არის ცხოვრების მიხვეულ-მოხვეული ბილიკებით სიარული, უამრავი ბარიერის გადალახვა, რთულია ნავთსაყუდელის ძიება, უსამართლობის ატანა, მარტოობისა და მოწყენილობისთვის თავის დაღწევა, სიკვდილის "დათრგუნვა”, სიცოცხლის განმტკიცება და გაგრძელება, მაგრამ მწუხარება წარმავალია და ტანჯვა ძალმომრეობით გამოწვეული ხანმოკლეა. უსამართლობა და ძალმომრეობა უძლეველი მტრები სულაც არ არიან!!!
რა იქნება საქართველოში უახლოეს მომავალში არავინ იცის. თუმცა რეალობაა, რომ ჩვენ, - ახალგაზრდებს გასაქანი გვჭირდება, აქ საკუთარ ქვეყანაში, რომ შევძლოთ წელგამართულებმა ცხოვრება, რომ არ ვცადოთ სამშობლოდან გაქცევა და საკუთარი ქვეყნის სახელის გამფუჭებელთა გრძელ სიაში იძულებით (!) რომ არ ჩავეწეროთ... დახმარებას საჭიროებს ახალგაზრდობა, მას მარტო იმედის ჩანერგვით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვეღარ მოატყუებ!!! მათ სულ სხვა მოთხოვნილებები, სულ სხვა მისწრაფებები აქვთ და თუ სამშობლოში ვერ მოახდენენ თვითრეალიზებას, - გული დაწყდებათ და დინებას გაჰყვებიან... დინებას, რომელიც უმეტესად მრუდე და საშინელია!
ამ დროში ქართველებს ყველაზე მეტად ერთმანეთისადმი ნდობა დაჰკარგვიათ., ერთმანეთის პატივისცემაც და გაჭირვების ჟამს მხარში ამოდგომის სურვილიც... ის რაც აქ ყველაზე მეტად გვაკლია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებში მოიპოვება - ერთმანეთის მონატრება და ერთმანეთის სიყვარული!
დრო კი - მიდის, ის ულმობელია, არ დაგვიცდის და არც არასოდეს დაბრუნდება უკან!
საინტერესოა საქართველოში რამდენ ადამიანს ანაღვლებს დროის ფაქტორი, რამდენი ჩამორჩა დროის დინებას, რამდენი მისდევს და რამდენმა კიდევ გაუსწრო მას...
დრო! დროს გაუფრთხილდით ადამიანებო! ერთმანეთის სიყვარულში გაატარეთ დედამიწაზე თქვენთვის გამოყოფილი დრო!

"მესიჯის" რედაქცია ტაბუდადებულად მხოლოდ სიყალბეს (!) სცნობს
სტუდენტთა დამოუკიდებელი გაზეთი არსებობას იწყებს (!), ჩვენი მიზანია "მესიჯი”-ს გარშემო თავი მოიყაროს ხვალინდელი დღის აზრმა და სიტყვამ – ახალგაზრდობამ.
ახალგაზრდობას ყოველთვის ჰქონდა თავისი მისია, მაგრამ თანამედროვეობაში ყველაზე მკვეთრად და საინტერესოდ გამოიკვეთა იგი. თუ საუკუნეების განმავლობაში მას უფრო მეტად ოცნება და ლოდინი ჩვეოდა, თანამედროვე ახალგაზრდობა მოდის და მკვიდრდება. მისი აზროვნება არ ექვემდებარება არანაირ ჩარჩოებს, ხშირად შეინიშნება ულოგიკო მსჯელობები, მაგრამ საბედნიეროდ ჯანსაღი აზრიც არაა იშვიათი.

ახალგაზრდებს საკუთარი თავის თვითრეალიზაცია სწყურიათ; პროფესსიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბება და შემდგომში, მიღებული ცოდნის და სწავლაში დახარჯული ძალისხმევის სათანადოდ შე(და)ფასება.
დადგა დრო, როცა ჯიბეგაფხეკილობა "გრეხად” აღარ ითვლება, "გრეხი” სულიერი სიცარიელეა.
და თქვენ, "თინეიჯერულ ლაბირინთში” მიმობნეულო ახალგაზრდებო, დევნილი უნივერსიტეტის სტუდენტებო და პროფესსორ-მასწავლებლებო, გვიგულეთ მართალი სიტყვის, კეთილი საქმის და სასარგებლო ინიციატივების ქომაგად. და ყველაზე მთავარი – ტაბუდადებულად რედაქცია მხოლოდ სიყალბეს (!) სცნობს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი გაბედული ნაბიჯები...
ეს დასაწყისია. ჩენ არ დავიზარებთ მომავლისთვის შრომას, რამეთუ მომავალი თვითონ ვართ, - ახალგაზრდები! ჩვენ მცირე, მოზომილი ნაბიჯებით ვიწყებთ და გვსურს, რომ ფეხი არავინ დაგვიდოს, გვსურს, თავიდანვე სუფთად სიარულს მივეჩვიოთ... ნელ-ნელა ჩვენც გავიზრდებით და უფრო ამაყად, უფრო მყარი ნაბიჯებით სიარულს შევეჩვევით...
გმადლობთ ყველას, ვისაც "მესიჯი”-ს დაბადება წარმატებად მიაჩნია, პროგრესულად უყურებს ჩვენს მომავალს და დადებითად აფასებს შედეგს და თქვენც გმადლობთ, ვისა ცარ მოგწონთ... უკეთესი თავად გაგეკეთებინოთ :). მართლა გაგვიხარდება...
ღვთის რწმენით და ერთობლივი ძალისხმევით ახალგაზრდობა ყველა ასპარეზზე გაიმარჯვებს...
მომავალი ჩვენია და ის აწმყოზე უკეთესი იქნება!!!
შენ კი, აწმყოში გამეფებულო ბოროტებავ, გეშინოდეს ახალგაზრდობის, რომელსაც სჯერა მომავლის ბედნიერების, რამეთუ ისინი მოდიან ბნელი წარსულის დასამარცხებლად. (!)