კვირა
13.10.2024
22:20
მთავარი მესიჯი მოგესალმებითსტუმარი | RSS რეგისტრაცია
შესვლა
რუბრიკები

გამოკითხვა
შეაფასე "მესიჯი"-ს პერიოდული ინტერნეტ-გამოცემა
სულ უპასუხა: 1044

სტატისტიკა

სულ სისტემაშია 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0

ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად იკრძალება ფოტოს გადაწერა და გამოყენება!!! მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე mesiji@mail.ru
  

უამრავი საიტნერესო თემა და განყოფილება! ვმსჯელობთ, ვერთობით და ვეცნობით ერთმანეთს ფორუმის საშუალებით. დააფიქსირე შენი აზრი, გამოეხმაურე ფორუმელებს და შექმენი ახალი თემები!
 
დარეგისტრირდი და შემოგვიერთდი "მესიჯის" ფორუმზე!
 
 
 
 
 
  ჩვენი მიზანია “მესიჯი”-ს გარშემო თავი მოიყაროს ხვალინდელი დღის აზრმა და სიტყვამ – ახალგაზრდობამ.
  ახალგაზრდობას ყოველთვის ჰქონდა თავისი მისია, მაგრამ თანამედროვეობაში ყველაზე მკვეთრად და საინტერესოდ გამოიკვეთა იგი. თუ საუკუნეების განმავლობაში მას უფრო მეტად ოცნება და ლოდინი ჩვეოდა, თანამედროვე ახალგაზრდობა მოდის და მკვიდრდება. მისი აზროვნება არ ექვემდებარება არანაირ ჩარჩოებს, ხშირად შეინიშნება ულოგიკო მსჯელობები, მაგრამ საბედნიეროდ ჯანსაღი აზრიც არაა იშვიათი.
ახალგაზრდებს საკუთარი თავის თვითრეალიზაცია სწყურიათ; პროფესსიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბება და შემდგომში, მიღებული ცოდნის და სწავლაში დახარჯული ძალისხმევის სათანადოდ შე(და)ფასება.
  დადგა დრო, როცა ჯიბეგაფხეკილობა “გრეხად” აღარ ითვლება, “გრეხი” სულიერი სიცარიელეა.
და თქვენ, “თინეიჯერულ ლაბირინთში” მიმობნეულო ახალგაზრდებო გვიგულეთ მართალი სიტყვის, კეთილი საქმის და სასარგებლო ინიციატივების ქომაგად. და ყველაზე მთავარი – ტაბუდადებულად ადმინისტრაცია მხოლოდ სიყალბეს (!) სცნობს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი გაბედული ნაბიჯები...
  ეს დასაწყისია. ჩენ არ დავიზარებთ მომავლისთვის შრომას, რამეთუ მომავალი თვითონ ვართ, - ახალგაზრდები! ჩვენ მცირე, მოზომილი ნაბიჯებით ვიწყებთ და გვსურს, რომ ფეხი არავინ დაგვიდოს, გვსურს, თავიდანვე სუფთად სიარულს მივეჩვიოთ... ნელ-ნელა ჩვენც გავიზრდებით და უფრო ამაყად, უფრო მყარი ნაბიჯებით სიარულს შევეჩვევით...
  გმადლობთ ყველას, ვისაც “მესიჯი”-ს დაბადება წარმატებად მიაჩნია, პროგრესულად უყურებს ჩვენს მომავალს და დადებითად აფასებს შედეგს და თქვენც გმადლობთ, ვისაც არ მოგწონთ... უკეთესი თავად გაგეკეთებინოთ :). მართლა გაგვიხარდება... რთულია განახლების პროცესების დროს წარმატების მიღწევა, თუმცა მიღწეული წარმატების და წონასწორობის შენარჩუნება უფრო მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული. მაგრამ ცოდნით და ენთუზიაზმით ჩვენ ამასაც შევძლებთ. მოკლედ, ჩვენ დაუზარებლად ვუბამთ ფეხს ცხოვრების ფერხულს და მადლობა მკითხველს, რომელიც “მესიჯის” მომავალს პროგრესულად უყურებს, ვისაც სწამს ჩვენი წარმატებისა.
  ღვთის რწმენით და ერთობლივი ძალისხმევით ახალგაზრდობა ყველა ასპარეზზე გაიმარჯვებს...
  მომავალი ჩვენია და ის აწმყოზე უკეთესი იქნება!!! ნუ დავხარჯავთ დედამიწაზე ჩვენთვის გამოყოფილ დროს მოგონებებზე, გვიყვარდეს ერთმანეთი და სიყვარულით შევქმნათ ლამაზი მოსაგონარი!...
  შენ კი, აწმყოში გამეფებულო ბოროტებავ, გეშინოდეს ახალგაზრდობის, რომელსაც სჯერა მომავლის ბედნიერების, რამეთუ ისინი მოდიან ბნელი წარსულის დასამარცხებლად. (!)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ვარსკვლავები ვიკის გვერდი ხელოვანთა საიტი შოუ-ბიზნესის სიახლეები
შემოსვლის ფორმა

კალენდარი
«  ოქტომბერი 2024  »
ორსამოთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ძებნა


Copyright MyCorp © 2024