პარასკევი
03.05.2024
03:59
Главная
Каталог файлов
მესიჯი Приветствую Вас სტუმარი | RSS Регистрация
Вход
Меню сайта

Категории каталога
Мои файлы [1]

Наш опрос
შეაფასე "მესიჯი"-ს პერიოდული ინტერნეტ-გამოცემა
სულ უპასუხა: 1044

Главная » Файлы » Мои файлы

ინტერვიუ გიორგი დათიაშვილთან
[ ] 24.02.2008, 17:29

პერსონა
გიორგი დათიაშვილი - ლატვიის საერთაშორისო აკადემიის  წარმატებული და ზარმაცი სტუდენტი

- 1989 წლის 14 აგვისტოს დავიბადე. დავამთავრე ლიცეუმი “ლამპარი”. მერვე კლასამდე ბეჯითად ვსწავლობდი. მერე რატომღაც სიმღერა მომინდა, ყველგან და ყოველთვის ვმღეროდი და სხვა გზა არ დავუტოვე მშობლებს, - აწგანსვენებული რობერტ ბარძიმაშვილის ვოკალურ სტუდიაში მიმიყვანეს. მაგ პერიოდიდან სამწუხაროდ ავუშვი სწავლას, მართალია ქუჩისგან ყოველთვის შორს ვიყავი და “ბირჟაობით” იშვიათად ვკავდებოდი, მაგრამ ყოველთვის ზარმაცი ვიყავი სწავლაში და მეცადინეობას სიმღერა მერჩივნა, სიმღერა რათქმაუნდა უფრო ადვილია ჩემთვის, რადგან ეს საქმე მიყვარს. რამდენჯერაც სკოლიდან გამოგდება დამიპირეს, იმდენჯერ წავუმღერე დირექტორს და დამტოვა (იცინის). მეათე, მეთერთმეტე კლასში არ მივლია, გამისერიოზულდა მუსიკალური
"განათლების დაბალი დონე თავად ჩვენი, ახალგაზრდების ბრალია"
განათლების მიღება და ამ დროიდან უკვე არანჟირებით დავინტერესდი. ბატონმა რობერტმა გიგა კვენეტაძის სტუდიაში მიმაბარა არანჟირებაზე. არანჟირებით გატაცებამ კი უკვე სულ სხვაგან წამიყვანა, წამიყვანა იქ, სადაც ვარ ახლა . . .
- გიორგი, როგორ შეარჩიე პროფესია, რომელსაც ეუფლები და რომელი უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ?
- რადგან თეატრალური იყო ჩემს სტუდიასთან ახლოს, და რადგან ეს საქმე მიყვარდა თეატრალურში ჩაბარება მინდოდა. მაგრამ, სკოლის დამთავრების შემდეგ, ზაფხულში ბათუმში ვისვენებდი, როცა უკვე არდადაგები მიწურულს იყო და თბილისში დაბრუნებას ვაპირებდი დამირეკა მამაჩემმა და მითხრა რომ, საქართველოში გაიხსნა ლატვიის საერთაშორისო აკადემიის ფილიალი, სადაც მე უნდა ჩავაბარო. ნუ, რატო უნდა ჩავაბარო და კარგია, რახან მამამ მითხრა ე.ი კარგია. ფაკულტეტის შერჩევაც ასევე მოხდა, ყველაზე ვრცელი და ჩემთვის სასურველი საერთაშორისო მენეჯმენტი აღმოჩნდა. ტესტირებული გამოცდები გავიარე და ჩავირიცხე. საქართველოდან ამ აკადემიამ პირველად მიიღო სტუდენტები და ამიტომ მარტივი ტესტები იყო. დღეს კი -უკვე მეორე კურსის სტუდენტი ვარ. იქაური სიტუაციაც ძალიან მომეწონა. ჩემი ასაკისთვის იქ ბევრი საინტერესო რამ არის, ლამაზი ქალაქები, იურმალა, უამრავი კლუბები და საქართველოსგან განხსვავებით ყველა კლუბში ერთიდაიგივე ხალხი ყოველდღე არ დადის და მოსაბეზრებელიც არაა. წამოსვლის წინ, ექსკურსიებს გვიწყობენ და ვათვალიერებთ საინტერესო ადგილებს. წელიწადში სულ ორჯერ ჩავდივარ და სწავლა ოთხწლიანია.
- გიორგი, რა პროფესიის არ იქნებოდი არასოდეს?
- ვერ ვიქნებოდი მაგალითად ქიმიკოსი, მაგრამ ელემენტარუული ყველა სფეროში უნდა იცოდე რარაც მაინც.
- შენი აზრით საქართველოში მუსიკალური გემოვნება როგორი აქვთ შენს თანატოლებს?
- მათი გემოვნება შეიძლება ორნაირად შევაფასო: რასაც ამბობენ რომ უსმენენ და რეალურად რასაც უსმენენ. რას გეუბნებიან იმით თუ იმსჯელებ კარგი გემოვნება აქვთ, რომ კითხო “QUEEN”-ის ფანია 70%, მაგრამ რეალურად უსმენენ “AS5”-ს და “TOKIO-HOTEL”-ს. განვითარებისთვის, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი მოსასმენი ჯაზია. ყველას ვურჩევდი, ერთი წელი მაინც, თუნდაც ძალით მოუსმინოს ჯაზს, ვისაც მუსიკის სფეროში უნდა განვითარება.
- გიო, როგორ ფიქრობ, რა არის ცხოვრებაში მთავარი?
- ჩემი აზრით, მთავარია ადამიანმა იცოდეს რა უნდა ცხოვრებაში. ჩემს ასაკში მითუმეტეს, უკვე უნდა იყოს ამაში გარკვეული. დღეს თითქოს მოდაშია გქონდეს იმდენი საშუალება, თუნდაც დროის და ფულის, რომ გაერთო და იყო “სნობი”, ეს კი ძალიან ცუდი რაღაცაა. ყველას სჭირს ეს, მეც მჭირს, მაგრამ რეალურად აუცილებლად უნდა მეტობდეს “ბომჟი”.
- შენს ძლიერ მხარეებად და სისუსტეებად რას მიიჩნევ?
- სისუსტედ მიმაჩნია ის, რომ ადვილად ფეთქებადი ვარ. მარტივად შემიძლია რაღაც გადავწყვიტო ან ხაზი გადავუსვა. ეს არის ჩემი დიდი სისუსტე. სიძლიერე კი - მიზანდასახულობა და ის, რომ წამოწყებულ საქმეს აუცილებლად მივიყვან ბოლომდე, მიუხედავად სიძნელეებისა.
- შენი “გამოძერწვა” თავიდან რომ შეიძლებოდეს, რას შეცვლიდი ხასიათში?
- ყოველთვის ვამბობ, რომ ტყუილად არაფერი არ ხდება. მომხდარა ბევრი კარგი და ცუდი და ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო. “მამენტ” ბევრ რაღაცასაც შევცვლიდი, მაგრამ რახან ასე მოხდა, ღმერთი იყურება ზევიდან და ე.ი ასეც უნდა მომხდარიყო.
- მორწმუნე და ეკლესიური თუ ხარ?
- მორწმუნე ვარ, მაგრამ სამწუხაროდ ეკლესიაში ხშირად ვერ დავდივარ. ეხლაც, დიდი ხანია ხატის წინ არ ამინთია სანთელი. ჩემი აზრით, მთავარია გწამდეს და მარტო სიტყვა არ იყოს ეს.
- ყველაზე დიდი სისულელე, რაც ცხოვრებაში ჩაგიდენია?
- მყავდა შეყვარებული. (იცინის) სისულელე იყო პრინციპში ბოლო... ის, რომ მყავდა და აღარ მყავს...
- გაქვს თუ არა საიდუმლო, რომელიც არავისთვის გაგინდვია?
- (ბევრი იფიქრა) ალბათ ეს საიდუმლო საკუთარი თავისთვისაც არ გამინდვია... ნუ, ასეთი არაფერი მახსენდება.
- გიო, შენ ხარ მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტი და ამავდროულად საზოგადოებისთვის წარმატებული და ცნობადი სახე მუსიკალურ სფეროში. პოპულარობა თუ იყო შენი თვითმიზანი?
- პოპულარობა ყველაფერამა ამან მოიტანა. მიზანი იყო ის, რომ მუსიკა მესწავლა. რისი სწავლებაც სიცოცხლეში მოასწრო ბატონმა რობერტმა ის გამყვა და ვითარდება ჩემში დღესაც. მან მიმიყვანა იმ ხალხთან ვისგანაც ბევრი ვისწავლე და მათ განავრცეს ეს სფერო ჩემში. თბილისი პატარაა, არის იგივე “ჩიკაგო” (იცინის) და თუ რაღაცას აკეთებ, თუნდაც ერთ ადამიანზე უკეთესად ხდები პოპულარული.
- ვის მიუძღვის წვლილი შენს პოპულარობაში, თუნდაც პროფესიონალური დახვეწის მხრივ?
- პირველ რიგში მშობლებს. მამაჩემმა რომ არ მიმიყვანა მაგალითად პოლიციის აკადემიაში და “პაგონები”, რომ არ მაქვს დღეს, ეს მამაჩემის დამსახურებაა. მან მიმიყვანა რობერტ ბარძიმაშვილთან და კარი გამიღო. ბ-ნი რობერტი კი იყო ის ადამიანი, ვინც ბევრი ეპოქა შექმნა და ის პირველი იყო მშობლების მერე ჩემი მუსიკალური განვითარების ხელშემწყობად. ასევე არაერთი მიხსნიდა და
მასწავლიდა გიგა კვენეტაძის სტუდიაში.
- კრიტიკას როგორ აღიქვამ?
- მშვენივრად. თუ გაკრიტიკებენ ე.ი ახსოვხართ, თუ გაკრიტიკებენ ე.ი აკეთებ რაღაცას. უარყოფითი შეფასება ჩემთვის ერთგვარი სტიმულია, რომ გავაკეთო უკეთესი. დიდი “მინუსი” ასაკიცაა. მაქვს ჩემი სტუდია და ჯერ ჩემი ასაკის კლიენტიც არ მყოლია. ეს ერთგვარი ბარიერია ჩემთვის, რის გამოც ხშირად სხვების შეფასებას უსიტყვოდ ვისმენ და ვერ ვაკეთებ კომენტარს უფროსთან იმიტომ, რომ ჯერ მხოლოდ 18-ის ვარ. ალბათ ჩემზე მეტი უნახავს-თქო ვფიქრობ და ვჩუმდები. - ზოგადად ახალგაზრდობაზე, სტუდენტობაზე რას იტყვი?
- ძალიან კარგია რომ ეს ინტერვიუ სტუდენტობას და ზოგადად განათლებას შეეხება. ყველაზე მეტად, რაც ქართველ სტუდენტებს აკლიათ - ეს განათლება და წიგნიერი ცონდაა. ბევრი, უბრალოდ ვერ ხვდება რა პოლიტიკას გვიტრიალებს მთავრობა. ვერ ხვდებიან, რომ რატომღაც დღეს ყველას მარკა აკრია. ლატვიაშიც რომ ჩავედი, იქაურმა პროფესორებმაც გვკითხეს, - აქ რა გინდათ, როცა თავად გყავთ არაერთი გამოჩენილი და დამსახურებული პროფესორიო. მათ ჩამომითვალეს ქართველი პროფესორების გვარები, რომლებიც სამწუხაროდ მეც არ ვიცოდი. ეს ისევ ჩვენი ბრალია . . .
- და განათლების დონის ასამაღლებლად გატარებული
რეფორმების შესახებ რას იტყვი, რა აზრის ხარ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე?
- განათლების დაბალი დონე თავად ჩვენი, ახალგაზრდების ბრალია. თუ გინდა, ყველგან და ყოველთვის მოახერხებ ცოდნის მიღებას. არცერთი ბიბლიოთეკა არ ეტყვის სტუდენტს უარს წიგნის გაცემაზე. მთავარი ჩენი სურვილია და ოჯახიდან უნდა მოდიოდეს აუცილებლად მითითება ცოდნის მიღებისკენ.
- გიო, რას ურჩევდი ჩვენ მკითხველს, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს?
- უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ახალი სტუდენტური გაზეთის დაბადებას და წარმატებებს გულით გისურვებთ, მერე კიდე - მე ქადაგებას ნამდვილად არ დავიწყებ, არც ისეთი ბებერი ვარ. (იცინის). ნუ, დღეს უნდა წახვიდეთ “NIGHT-OFFICE”-ში, იქ კიდევ “პრემიერი” გაიხსნა ახალი სტრიპტიზ-ბარი. ეს ხუმრობით... :))
ვურჩევდი, რომ დაუჯერონ უფროსებს და დაუჯერონ საკუთარ მშობლებს, რადგან მე ჯერ არ მინახავს საკუთარი შვილისთვის არაკეთილმოსურნე მშობელი. მეც არაერთხელ “გავუტისკივართ” ჩემს მშობლებს, მაგრამ როცა სტუდიაში მოვდივარ, მარტო ვრჩები და ვფიქრობ, ყოველთვის ვრწმუნდები, რომ ისინი მართლები არიან. მშობელი ყოველთვის რეალურად გიყურებს და ყოველთვის მხოლოდ საჭიროს მოგთხოვს.
                                                                  ესაუბრა ნათია ბასილაია

 

Категория: Мои файлы | Добавил: vika | Автор: ნათია ბასილაია
Просмотров: 716 | Загрузок: 0 | Комментарии: 1 | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
Добавлять комментарии могут только зарегистрированные пользователи.
[ Регистрация | Вход ]
Форма входа

Поиск

Друзья сайта

Статистика

სულ სისტემაშია 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0


Copyright MyCorp © 2024