"მესიჯი"-ს პერიოდული ინტერნეტ-გამოცემა - საეკლესიო კუთხე
კვირა
04.12.2016
04:56
მთავარი
საეკლესიო კუთხე
მესიჯი მოგესალმებითსტუმარი | RSS რეგისტრაცია
შესვლა
რუბრიკები

გამოკითხვა
შეაფასე "მესიჯი"-ს პერიოდული ინტერნეტ-გამოცემა
სულ უპასუხა: 1043

სტატისტიკა

სულ სისტემაშია 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0

დაუსვით შეკითხვები მოძღვარს, მოგვწერეთ mesiji@mail.ru და გაზეთ "მესიჯის" საშუალებით ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს.
 
- მამაო, დაგვლოცეთ.
- უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ხელი მოგიმართოთ თქვენს მიერ წამოწყებული საქმის განხორციელებაში. მივესალმები სტუდენტურ-ახალგაზრდული გაზეთ “მესიჯი”-ს დაარსებას. დღევანდელ ახალგაზრდებს ძალიან აკლიათ ტყუილისა და გაზვიადების გარეშე ნათქვამი ჭეშმარიტება. ვიმედოვნებ, თქვენი გაზეთი ამ დანაკლისს სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც შეავსებს.
- მამაო, რას გვეტყვით ახალგაზრდობაზე? რამდენად ღვთისმოშიშნი და მორწმუნენი არიან ისინი?
- ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ყველა მათგანში არის ღვთის შიში და პატივისცემა, თუმცა განსხვავებული ოდენობით. ეკლესიაში ბევრი ახალგაზრდა დადის და ლოცულობს, მათი დიდი ნაწილი რელიგიურად ესწრება წირვებს, მარხულობს და აღსარებას აბარებს, რაც დიდად სასიხარულოა. საბჭოთა კავშირის პერიოდში რწმენა ლამის დავკარგეთ, ეს იყო ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების არსებობისა, ეს იყო უდიდესი გამოცდა ქართველი ერისა, ქართველი ადამიანის სულის რწმენის სიძლიერისა. საბედნიეროდ, ქართველებში ღვთის სიყვარული იმდენადნ ძლიერად იყო გამჯდარი, რომ ვერავინ მოახერხა ჩვენში მისი ჩაკვლა.
ძალიან სასიხარულოა, რომ ეკლესიაში ახალგაზრდები ჭარბობენ, ვინაიდან ეს ის თაობაა, რომელმაც კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს ქრისტიანული მრწამსი.
ყოველი ჩვენგანი, ყოველი ქრისტიანი მტკიცედ უნდა იდგეს ქრისტიანული მრწამსის სადარაჯოზე.
- რას გვეტყვით ბილწსიტყვაობის შესახებ?
- ბილწსიტყვაობა იმ ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებიც შორს არიან ღვთისაგან. მათთვის ბილწი სიტყვებით საუბარი ჩვევად არის ქცეული. ყველაზე დიდი ცოდვაა მშობელი დედის აუგად მოხსენიება, რას ასევე ძალიან ბევრს ქცევია ჩვევად. ჭეშმარიტი ქრისტიანი, ღვთისმორწმუნე ადამიანი საკუთარ დედას შეურაცყოფას არასოდეს მიაყენევ, ვინაიდან მან კარგად იცის, რომ დედა არის წმიდა, უბიწო არსება.
- შეიძლება თუ არა, რომ დავიჩივლოთ ღმერთის სამართლიანი სამსჯავროს გამო?
- “ნურასოდეს დაიჩივლებ ღმერთის სამართლიანი სამსჯავროს გამო, რადგან ჩვენ უცნობელნი ვართ იმისათვის, რომ საკუთარი აზრი გამოვთქვათ ღმერთის მიუწვდლომელი და გამოუთქმელი მსჯავრის გამო” - შეგვაგონებს წმ. ბასილ დიდი.
თუნდაც ამ შთაგონების ჭეშმარიტებიდან გამომდინარე გასაგებია რატომ არ უნდა მოგვივიდეს აზრადაც კი უფლისთვის “საჩივრის” გამოთქმა. ისინი, ვინც ღვთის სამართლიანი სამსჯავროს გამო ჩივიან - ცდილობენ თავიანთი შეცდომები უფალს გადააბრალონ, რაც თავისთავად დიდი ცოდვაა. ვინაიდან ამით თავს უფალზე მაღლა აყენებენ. ადამიანის გონებას წარმოდგენაც კი არ შეუძლია თუ რამდენად ყოვლისმცოდნე და წმიდაა უფალი. თუ მიიღებ მას და გულში დაუმკვიდრებ ადგილს, თუ ჭეშმარიტად იწამებ და ადიდებ უფალს, ის ყოველი დაბრკოლების დაძლევაში დაგეხმარება.
- სიყვარულზე რას გვეტყვით მამაო?
- იქ, სადაც არ არის სიყვარული, ადამიანებზე ეშმაკი იმარჯვებს და ბატონობს მათზე. სიყვარული მრავალი სახისაა, მაგრამ ყველაზე ძლიერი და წმიდა უფლის სიყვარულია - ადამიანი, რომელსაც ღმერთი არ უყვარს სამარადისოდ განწირულია ჯოჯოხეთისათვის. მისი სული დემონს ეკუთვნის და ყოველი მისის საქციელი შორს არის ეკლესიის სწავლებისაგან. მას ვისაც უფლის სიყვარული არ შეუძლია, არც მოყვასის სიყვარული ძალუძს და ვისაც მოყვასი არ უყვარს ვერც უფალს შეიყვარებს: “უკუეთუ იყუარებოდეთ ურთიერთსა, მე თქვენთანა ვარ...” - გვასწავლის უფალი.
- რამდენად სასარგებლოა საკუთარი უძლურების შეცნობა?
- ხშირად, ადამიანის უძლურება სულის, რწმენის სისუსტეშია. თუ ადამიანმა უწყის თავისი უძლურების შესახებ ეს მისთვის ერთგვარი სიძლიერეცაა... ვინაიდან ამ უძლურების დაძლევასა და სულიერი გაძლიერებისაკენ სწრაფვას შეეცდება, რაშიც მისი ყველაზე დიდი მშველელი თვით მაღალი ღმერთი იქნება. თუ ადამიანს გულით სწამს ღმერთი და ეკლესიურად ცხოვრობს, მისთვის არც ერთი უძლურება არ არსებობს.
- რა არის სიკვდილი და უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი?
- სიკვდილი ამ ქვეყნიდან, წუთისოფლიდან მარადიულ სამყაროში გადასვლაა. ეს წუთისოფელი გამოცდაა, რომლის ჩასაბარებლადაც ღვთის მრწამსის და სწავლების მიხედვით უნდა ვიცხოვროთ. თუ ადამიანი თავის ცხოვრებას უფლის სიყვარულსა და მისდამი ლოცვაში ატარებს და პატივს სცემს მას, მისთვის სიკვდილი შიშის საფუძველი ნამდვილად არ არის, ვინაიდან ამ სიყვარულისა და რწმენისათვის ასეთ ადამიანებს უფალი მარადიულ სასუფეველში თავის გვერდით, თავის სიახლოვეს, ანგელოზთა შორის უბოძებს ადგილს.

ქ.რუსთავის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი - მამა ილარიონი

ესაუბრა რობერტი თაკალანძე
 
 
* * *
 
  ახლა გაზაფხულზე, როცა ბუნება უმშვენიერესი სამოსით იმოსება, თუ კი ამის შესაფერისი სულიერი მდგომარეობაც გაქვს, გამოუთქმელი სიამოვნება გვეუფლება. ღმერთმა ყოველივე სიბრძნით შექმნა. სული ვერ ძღება ბუნების მშვენიერების ხილვით. თუკი აქ ექსორიაში (გადასახლება) ღმერთმა ასეთი სილამაზე შექმნა, რაღა იქნება იქ სადაც ღმერთი თავად მკვიდრობს?
  იქ  საუკუნო განსვენებაა! ჩვენს მამასთან – ღმერთთან ერთად სიხარული გველის.
  პავლე მოციქული სამოთხის შესახებ ჩინებულად გვითხრობს: “რა ლამაზია და მშვენიერია ღვთის სასუფეველი! მიწიერი მშვენიერება მას ვერ შეედრება!” სამოთხეში არის სილამაზე, რომლის მსგავსი ადამიანის თვალს არ უნახავს და კაცის ყურს არ სმენია ის უტკბესი გალობა, რომელსაც ანგელოზთა გუნდები სამოთხეში გალობენ.
  ნეტავ ვიცოდეთ რა არის სამოთხე! მისი მშვენიერების აღქმა ადამიანს არ შეუძლია. იქ ანგელოზთა და წმინდანთა გუნდები დაუსრულებლად გალობენ! იქ მარადიული, უსასრულო პასექია!
  იქ სულები ერთმანეთს მხიარულად ელაპარაკებიან, საუბრობენ იმაზე თუ როგორ დააღწიეს თავი ჯოჯოხეთს უფლის შეწევნით და განსასვენებლად ამ ნეტარ სამყოფელში მოხვდნენ.
  რა არის სამოთხე? ის უჭკნობი ყვავილებითა და ღვთაებრივი სურნელებით აღსავსე ადგილია.
 ღვთის სიყვარული, უფლის დაუდუმებელი დიდებისმეტყველება და რაც მთავარია საუკუნო ცხოვრება. ასე, რომ ღვთის საყვარელო შვილებო, დამიჯერეთ ამისთვის ბრძოლა ღირს, არადა რა უმნიშვნელოა ჩვენი ბრძოლა იმ ბედნიერებასთან და სიხარულთან შედარებით, რომელსაც სამოთხეში მოხვედრით მოგვანიჭებს უფალი!
  არადა ჩვენ ჩვენი ცხოვრებით სრულებითაც არ ვცდილობთ ბრძოლით მოვიპოვოთ ეს ულამაზესი და უტკბესი ადგილი. ყოვლის შემძლევო და შემოქმედო ღმერთო გაგვათავისუფლე ყველაზე უარესი ვნებისაგან - აპარტავნებისაგან (რომელ ცოდვასაც ყველაზე მეტად მე ვყავარ დამონებული), რომ სიმდაბლის მეგზურობით უტკბესი სამოთხე დავიმკვიდრო!
 ამინ!
 ჩვენთან არს ღმერთი!
 
  გოგა კირთაძე
 
 
ვარსკვლავები ვიკის გვერდი ხელოვანთა საიტი შოუ-ბიზნესის სიახლეები
შემოსვლის ფორმა

კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ძებნა


Copyright MyCorp © 2016