"მესიჯი"-ს პერიოდული ინტერნეტ-გამოცემა - ჩარჩოებს მიღმა
კვირა
04.12.2016
04:54
მთავარი
ჩარჩოებს მიღმა
მესიჯი მოგესალმებითსტუმარი | RSS რეგისტრაცია
შესვლა
რუბრიკები

გამოკითხვა
შეაფასე "მესიჯი"-ს პერიოდული ინტერნეტ-გამოცემა
სულ უპასუხა: 1043

სტატისტიკა

სულ სისტემაშია 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0

მოზარდთა ლტოლვის ფასი

ჩვენი დღევანდელი თემა სექსუალურ თავშეკავებას ეძღვნება. კერძოდ რა არის შეკავება? რა ვადა შეიძლება ჩაითვალოს სექსუალურ ურთიერთობებში შესვენებად და რა ვადა - შეკავებად? არსებობს თუ არა ამ მცნებებს შორის მკვეთრი საზღვარი? რა ელის შეკავებას, იგი მავნეა, თუ პირიქით, სასარგებლო? გთავაზობთ ამ და კიდევ სხვა საჩოთირო საკითხების პასუხებს.

საიდან იწყება?
- ხატოვნად, რომ ვისაუბროთ, ერთ მშვენიერ ღამეს მოზარდს ანგელოზი ეცხადება კარგი ამბიტ. იგი მას ეუბნება: “შენ თავს ყურადღებით შეხედე. უფრო ჭკვიანდები, ფიზიკურად უფრო ძლიერდები და როგორც მამაკაცი მწიფდები. შენ უფროსთა სამყაროში დგამ ნაბიჯს და ეს მშვენიერია!” შემდეგ ღამეს მოსალოდნელი ანგელოზის ნაცვლად ცხადდება... მისი უძველესი ოპონენტი - დემონი - და იქედნურად უწყებს ჩურჩულს: “რაო, ძვირფასო, მოხვედი ჩემამდე? - მოვიდა შენი ტანჯვა-წამების დრო! ხვალ უკვე ვეღარ შეძლებ მშვიდად უცქირო გოგონებს, დაგეწყება მათკენ სწრაფვა და ტანჯვა. ვაი და შენმა რჩეულმა უარგყოს, ეს კი სამარცხვინო და მტკივნეული იქნება..”
სექსუალური გამოღვიძების პირველ ნიშნებთან ერთად იზრდება შინაგანი დაძაბულობა - ახალი შეგრძნება, რომლის დაძლევა არც ისე იოლია. და აქ ორგანიზმის “დამცავი სარქველი” ამოქმედდება - იქყება პოლუციები, მას კი, როგორც წესი, მასტურბაციის პირველი გამოცდილებაც მოსდევს. მოზარდი იწყებს არამარტო თავისი ახალი მოთხოვნილებების შეგნებას, არამედ მათთან ბრძოლის აუცილებლობასაც. სწორედ ეს გახლავთ შეკავების დასაწყისი.
მაშ როგორ ვებრძოლოთ, როგორ ავიცილოთ გადამეტებული დაძაბულობა? ამ უძველეს საკითხს ყოველი ადამიანი ინდივიდუალურად წყვეტს. ნაწილობრივად მასტურბაციაში ვლინდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ღირს ამისი კულტივირება, თორემ მოზარდი თავის თავს ეროტიული ემოციების გამოუვალ წრეში მოაქცევს.
მას მათი დაუყოვნებელი რეალიზებისაგან თავშეკავება უხდება. ამ მომენტში კარგი დახმარება შეიძლება გაუწიოს ნებისმიერმა გატაცებამ - სპორტმა, კომპიუტერმა, მუსიკამ, ფერწერამ. არჩევანი უსასრულოა. ენერგიეს ნებისმიერი სახის შემოქმედებაზე გადართვა სიმძაფრეს მოხსნის და თავშეკავების პროცესს უფრო ნაკლებად პრობლემატურს გახდის.

სიყმაწვილის ექო
ფოთელი დავით ლ-ს წერილში მოყვანილია სიყმაწვილის პერიოდის ტიპიური ბიჭური განცდების სურათი.
“არ მახსოვს, ვინ შთამაგონა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ონანიზმი - საზიანო, ცუდი იყო და ამისგან ძალიან ვიტანჯებოდი. ახლა ეს ღიმილით მახსენდება, მაგრამ მაშინ ყველაფერი ძალიან სერიოზულად იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, თავის მოკვლასაც კი ვფიქრობდი”.
- მართლაც, ონანიზმის (იგივე მასტურბაციის) პერიოდს პრაქტიკულად ყველა გაივლის, მაგრამ მას თითოეული თავისებურად აღიქვამს. ხშირად მოზარდთა გონებაში (უფროსთა დახმარებით) ინერგება ონანიზმის მავნებობა და დაუშვებლობა. იწყება საკუთარ თავთან ბრძოლა, შინაგანი კონფლიქტი ფართოვდება, ამას კი მოზარდი დათრგუნულ მდგომარეობამდე მიყავს...
ამ დროს ძალზედ მნიშვნელოვანია მშობელთა მხარდაჭერა, მათთან ურთიერთგაგება. განსაკუთრებით როდესაც თანატოლებთან ურთიერთობებში ყველაფერი კარგად ეწყობა. მოზარდთა ჯგუფებისათვის ხშირად სისასტიკე, მოუთმენლობა და შეუნდობლობაა დამახასიათებელი, და თუ ბიჭი რაღაცით სხვებს არ წააგავს, იგი ვერ აიცილებს დაცინვებსა და გარიყვას. მაგალითად, ერთ-ერთ ბიჭს დაუგვიანდა მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება. 16 წლის ასაკში მას სრულად არ გააჩნდა შეთმიანება იმ ადგილებში, სადაც ეს მამაკაცებს უნდა ჰქონდეთ. “მეგობრები” მას აბუჩად იგდებდნენ, იქედნურად ინტერესდებოდნენ, რას განიცდიდა ქალთა დანახვისას. საწყენ მეტსახელებს არქმევდნენ. იგი აუზზე სიარულსაც მოეშვა, აბანოში და სანაპიროზე გახდასაც გაურბოდა, ერთი სიტყვით თავის თავში ჩაიკეტა.
ახლა იგი ოცი წლის არის, ფიზიოლოგიურად ყველაფერი წესრიგში მოვიდა, მაგრამ სიყმაწვილის განცდებმა მდგრადი კომპლექსების თაიგულით “დააჯილდოვა”. მას საშინლად აკლია თავდაჯერება, ქალებს გაურბის, ვერ იწყებს სქესობრივ ცხოვრებას (თუმცა კი მცდელობები იყო). მას ახლა საკმაო მუშაობა მართებს ფსიქოთერაპევტის დაკვირვების ქვეშ.

სიყვარული და ასაკი
სიყვარული ნებისმიერ ასაკში შეიძლება გეწვიოთ. მაგრამ, ამავე დროს ყველა ასაკს შეიძლება ჰქონდეს რაღაც განსაკუთრებული უპირატესობები.
ოც წლამდე: გოგონები გამოუცდელები არიან სიყვარულში, არ იციან მამაკაცთან როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ მოაწონონ თავი, რითი უპასუხონ მამაკაცის კომპლიმენტებს და ბოლოს და ბოლოს როგრო მოიქცნენ რესტორანში. ისინი ცდილობენ დაფარონ თავიანთი გამოუცდელობა, რის გამოც საკმაოდ არაბუნებრივად იქცევიან.
მამაკაცების უმეტესობას ქალის მიამიტობა და გამოუცდელობა უფრო მოსწონს და დიდი სიამოვნებით იკისრებს “აღმზრდელის” ფუნქციას.
ამ ასაკში გოგონებს უზარმაზარი პრეტენზიები აქვთ პარტნიორებთან. ისინი მათგან მოითხოვენ მფარველობას, გალანტურ მოპყრობას, მეგობრობას, გულღიობას - მოკლედ, საუკეთესო მეგობრისათვის დამახასიათებელ თვისებებს.
ოცდახუთ წლამდე: ამ ასაკში საკმაოდ ძნელია პარტნიორის შერჩევა. უფრო სწორედ, შერჩევა კი არა, არამედ მასთან დაახლოება უჭირთ, არ არიან დარწმუნებულნი საკუთარ თავში. ამასთან დიდი სურვილი აქვთ ოჯახის შექმნისა და ყველა საინტერეესო მამაკაცს მომავალ მეუღლედ წარმოიდგენენ.
ოცდაათ წლამდე: იწყებენ ოჯახური ცხოვრების უარყოფითი მხარეების ძებნას - ოჯახს ძალიან დიდი დრო, ენერგია და ნერვები მიაქვს. ის თავისუფლებას წაართმევს მათ, რადგან მთელი მისი სამყარო ერთი მამაკაცის გარშემო მოიყრის თავს. არა! ნამდვილად არ სურთ ასეთი ცხოვრება!
და კიდევ ერთი, ამ ასაკის მამაკაცები თითქმის ყველანი უკვე დაქორწინებულნი არიან.
ოცდათხუთმეტ წლამდე: მამაკაცის პრობლემა უკანა პლანზე ინაცვლებს, თუკი ახლობლები ადრე მფარველობას უწევდნენ ქალს, ახლა ისინი მასზე იქნებიან დამოკიდებულნი და იგი თავს ვალდებულად ჩათვლის დაეხმაროს მათ. ასე ვთქვათ, მსხვერპლად შეეწიროს!
არა, სჯობს ასე არ მოიქცეთ!
თქვენ უკვე შერჩეული გაქვთ თქვენი სტილი, არ შეიძლება მამაკაცებს არ მოსწონდეთ. იფიქრეთ თქვენს თავზე. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხართ და მთელი ცხოვრება წინა გაქვთ.
 
ბედნიერი სიყვარულის საიდუმლოებანი
ზოგიერთი სპეციალისტის აზრით სიყვარული აუხდენელი ოცნებაა, მაგრამ ქვეყნად მრავალი წყვილი არსებობს, რომლებიც თვლიან, რომ სამუდამო სიყვარული სრულიად რეალური და ადვილი მისაღწევია.
 
ისინი მუდამ კარგად არიან
არსებობს აზრი, რომ “მოწიფებული სიყვარული” თანდათან ვითარდება, მაგრამ გამოკითხულ წყვილთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ თავიდანვე სრული ჰარმონია იგრძნესერთმანეთის მიმართ. ზოგჯერ ამ ჰარმონიის, მიზეზი ძლიერი სექსუალური ლტოლვა იყო, ზოგჯერ - ემოციური, ხშირად კი ერთიც და მეორეც.
როგორც აღმოჩნდა, ბედნიერ წყვილთა უმრავლესობა თანაბრად იყოფს რეალობასაც და ოცნებებსაც. მათთვის გაცილებით უფრო იოლია პრობლემების ერთად გადაჭრა. ოცნებების ხორცშესხმისთვის ერთდროული მუშაობა კიდევ უფრო ამყარებს და აძლიერებს ოჯახს.
 
ისინი აფასებენ სექსს
ამბობენ, რომ კარგი ოჯახის ძირითადი საყრდენი მეგობრობაა, მაგრამ მეგობრობა არამც და არამც არ გამორიცხავს სექსს. ის ოჯახი კი, რომელიც თანაბრად ეყრდნობა გულითად მეგობრობასა და სექსუალურ ურთიერთლტოლვას, ყოველთვის ძლიერი და ბედნიერია.
გამოკითხულ წყვილთა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ მათ ოჯახში უპირველეს მოთხოვნილებად ერთგულება იყო წამოყენებული - ქორწინება, რომელსაც თან სდევს ღალატი, ქორწინება აღარ არის. მეუღლეები სულითაც და სხეულითაც ერთმანეთს უნდა ეკუთვნოდნენ.
 
სიყვარული აჯანსაღებს
ინგლისელი მეცნიერების აზრით, სიყვარულს ორგანიზმი ოპტიმალურ მდგომარეობაში მოჰყავს, რისი დაფიქსირებაც შესაძლებელი გახდა თანამედროვე სამედიცინო დანადგარების საშუალებით. აი, მაგალითად, როცა ჩვენ ბედნიერები ვართ, სხეულში დამცავი უჯრედების რაოდენობა მატულობს. კორტოზინის გაძლიერებული გამოყოფის შედეგად შეყვარებულ ადამიანებს გაცილებით სწრაფად უხორცდებათ ჭრილობები და უქრებათ ანთებითი პროცესები, მათ გაცილებით უფრო იშვიათად ემართებათ გრიპი და ასევე იშვიათად ცივდებიან.
ბრემენიდილმა ექიმმა, ვალტერ რიდინგერმა დაასკვნა: “სიყვარული საუკეთესო წამალია. ტვინი იძლევა ნიშანს: ყურადღება! ექსტრემალური მდგომარეობაა! სასწრაფოდ საჭიროა სტრესის საწინააღმდეგო ჰორმონები! ადრენალინი!” და აი, ხდება ჰორმონების გამოყოფა და ჩვენ ძალების საოცარ მოზღვავებას ვგრძნობთ, ამრიგად, თუკი თქვენ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, სასწრაფოდ შეიყვარეთ!
 
სიყვარული არ კმარა
სიყვარულის მთავარი საყრდენი მხოლოდ სასიყვარულო ვნება ვერ იქნება. ოჯახის საძირკველი მეგობრობაა. მეგობრობა ურთიერთპატივისცემას გულისხმობს, თავისებურებების, ოცნებების, ხასიათის, ღირსებების პატივისცემას. შეიძლება ძლიერად გიყვარდეთ მეუღლე, მაგრამ ვერ მოახერხოთ მისი საუკეთესო მეგობარი გახდეთ. გახსოვდეთ, მხოლოდ მეგობრობას ძალუძს გაამრავალფეროვნოს ოჯახური ცხოვრება. სიყვარულს სასიცოცხლოდ აუცილებელი პარტნიორობის ელფერი მისცეს. ეს ბედნიერს გახდის ოჯახს.

 
პირველი განცდის შესახებ

რამდენჯერ გაგიგონიათ იმის შესახებ, რომ პირველი კონტაქტი ძალზედ მნიშვნელოვანია. მართლაც, სწორედ ამ დროს ყალიბდება ის სტერეოტიპები, რომლებიც მთელი შემდგომი ინტიმური ცხოვრების სტილს განსაზღვრავენ.

* * *

ამაში გასაკვირი არაფერია, ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც ყოველი ჩვენგანის განვითარებას თან სდევს. მაგრამ ვინაიდან ყველაფერში რამოდენიმე გზა არსებობს, ზოგიერთებში ეს სტერეოტიპები ერთგვარ ელასტიურ ფორმებს ღებულობენ, რომლებიც ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობებს ეგუებიან. სხვებში კი ყველაფერი უფრო რთულად არის - ჩვენ ვაწყდებით ერთგვარ დამყაყებულ რწმენებს, რომლებიც “რეფორმიერებას” არ ექვე-მდებარებიან. მოდით გავერკვიოთ.
მნიშვნელოვანი საკითხები
ყოველი ჩვენგანი ამ მომენტში ალბათ თავის თავს კითხვას უსვამს: “მე? ჩემს ცხოვრებაში როგორღა ხდება? რაზეა ეს დამოკიდებული? ასეთი სტერეოტიპების მდგრადობის მეტ-ნაკლებობა თქვენი ნერვული სისტემის ტიპზე და აგრეთვე იმაზეა დამოკიდებული - რამდენად ემოციურად განიცადეთ ის სექსუალური თავგადასავალი და კიდევ მასთან (ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია) ვნების გარდა სხვა გრძონბებიც თუ გაკავშირებდათ.
ნაღვლიანი რომანი
საბედნიეროდ, ადამიანთა უმრავლესობის მიდრეკილებები, რომლებიც ამ ასპექტში პირველივე ნაბიჯებიდან წარმოიშობა (პეტინგი, ეროტიული ფანტაზიები, მასტურბაცია და ბოლოს და ბოლოს თავასდ სქესობრივი აქტი), რაიმე პრობლემად არ გადაიქცევა: სხვა ადამიანთან ურთიერთობები ნორმალურად ვითარდება და დაკმაკოფილებას იწვევს. მაგრამ, სამწუხაროდ, სხვანაირადაც ხდება ხოლმე - მაგალითად, 18 წლის ალეკო გვწერს: “ჩემი და მარის რომანი სწრაფად განვითარდა. ზაფხულშI მისი მშობლები ყოველ შაბათ- კვირას  აგარაკზე მიდიოდნენ და ჩვენც თავისუფალი ბინის ოკუპირებას ვახდენდით. ყველაფერი შესანიშნავად იყო: იგი მშვენიერ ვახშამს ამზადებდა, სანთლებს ანთებდა და ვაზაში ჩემს მიერ ნაჩუქარ ყვავილებს აწყობდა, - ეს ერთგვარი რიტუალი გახლდათ. მარის უყვარდა თქმა: “ყველაფერი დიდებივით გვაქვს”. მაგრამ ეს ჩვენი “დიდობანა” მალე დამთავრდა, და არც ისე ლამაზად, როგორც ეს ვითარდებოდა. იგი დაფეხმძიმდა (წინდახედულობა დაგვავიწყდა). მისმა მშობლებმა კი, იმის შიშით, რომ გოგონას მომავალი გაუფუჭდებოდა, მას აბორტის გაკეთება აიძულეს. ჩვენ დავშორდით, რადგან გადავწყვიტეთ, რომ ესე ორთავესათვის უკეთესი იქნებოდა, როცა მეორე გოგოსთან დავიწყე შეხვედრები (მას თაკო ჰქვია), ვიგრძენი, რომ მარის ბინაში გატარებული ლამაზი საღამოები მაკლდა და მენატრებოდა. იგივეს ჩემს ბინაში მოწყობის შესაძლებლობა ამჟამად არა მაქვს, არადა სხვა გარემოში არაფერი გამომდის. მაგრამ ყველაზე საწყენი ჩემთვისვე ისაა, რომ ვიხსენებ არა ჩემს მარის, არამედ იმას -ეს ყველაფერი როგორ ხდებოდა. აი ასე ვიტანჯები”.
გასაოცარი წუთები
ნუ აჩქარდებით ამ წერილის ავტორს უღიმღამო და ბაიყუში ტიპი უწოდოთ. სამაგიეროდ შეგვიძლია პასუხი გაგცეთ კითხვაზე - რატომ ამახსოვრდებათ პირველი სიყვარული მთელი ცხოვრება. ჰოდა, ეს არასოდეს არამარტო შემძრავი და ყოვლისმომცველი გრძნობების გამო არ ავიწყდებათ (რაშიც ალეკოს წერილიც გვარწმუნებს), არამედ იმიტომაც რომ ყველაფერი ის, რაც თქვენს ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, იმდენად დიდი ხნის ნანატრი და სასურველი იყო, რომ თქვენ ყველა წვრილმანი, გრძნობა და განცდა დაგამახსოვრდათ. შეეცადეთ დედას ან მამას მათი პირველი სიყვარულის შესახებ გამოჰკითხოთ და დარწმუნდებით, რომ ისინი არამარტო კონკრეტულ ადამიანს, არამედ იმ მშვენიერი ურთიერთობის ატმოსფეროსაც კარგად გაიხსენებენ.
დაფიქრდით დღეს წაკითხულზე იმ მომენტშI, როცა ნებით თუ უნებლიედ იმ ადამიანთან მიეცემით სიყვარულს, რომლის მიმართ არაფერს არ  განიცდით, თანაც ისეთ გარემოებაში, რომელიც უკეთესის სურვილს ჰბადებს.
 
 
SEX რევოლუცია

  საქართველოში არსებობს მყარად გავრცელებული აზრი გოგონების ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის მიუღებლობის შესახებ, ე.წ “ქალიშვილობის ინსტიტუტე”. ამგვარი დამოკიდებულება მისასალმებელია, როცა მისი საფუძველი არის სარწმუნოებრივი მორალი, თუმცა იგივე ქრისტიანული პრინციპების და სჯულის კანონის მიხედვით სიძვა – მრუშობის ცოდვა აბსოლიტურად იდენტურად შებილწავს მის ჩამდენს განურჩევლად სქესისა, არ არსებობს ოდნავი განსხვავებაც კი, რომლის მიხედვითაც კაცის მიერ ჩადენილი სიძვა ნაკლებად დასჯადი იყოს, რელიგიური თვალსაზრისით ვიდრე – ქალის სიძვა.
  რეალურად კი საზოგადოების ნაწილის შეხედულებით – რაც უფრო მეტი პარტნიორი ქალი ყავდა მამაკაცს, ის ითვლება “მაგარ ტიპად” და ეს თითქოს დასაფასებელია მასში, ხოლო თუ ქალს ყავდა ერთ პარტნიორზე მეტი, იწყება ზურგს უკან ყბედობა და ჭორაობა და ეს ხდება თითით საჩვენებელი. სწორედ ამიტომ ქალთა უმრავლესობა უბრალოდ მალავს თავის სექსუალურ ცხოვრებას. უსამართლობას აქვს ადგილი?! ვსაჭიროებთ რევოლუციას?!
  ხშირად მეორდება სცენარი: - თუ ქალი ადვილად დასაპყრობია, სექსის შემდეგ მამაკაცი კარგავს მის მიმართ ინტერესსს. თუ ქალი მიუწვდომელია, მამაკაცი იყენებს ყველანაირ ხერხს მის “დასაკერად”. ზოგჯერ ის ფიქრობს, რომ შეყვარებულია იმ ქალზე, მაგრამ... როგორც კი მიიღებს თავისას, ქრება ქალის ცხოვრებიდან; მარტივად, რომ ვთქვათ კაცმა თავისი “გაისწორა” და ამით ამოწურა ურთიერთობა.
  მამაკაცებისგან განსხვავებით, რომლებსაც აინტერესებთ ხშირად მარტო სექსი ქალთან, ქალები პირიქით, ფიქრობენ ქორწინებაზე. რა გამოდის? – რომ მამაკაცისთვის სექსი მიზანია, ქალისთვის კი საშუალება?! ქალები სიყვარულის მოსაპოვებლად იყენებენ სექსს, მამაკაცები კი პირიქით, იყენებენ სიყვარულს, რომ მოიპოვონ სექსი?!
  რა ხდება ქალის და მამაკაცის გონებაში მაშინ, როცა საქმე ეხება სექსს?
  თუ საჭმელის მიღების დროს “მეფობს” კუჭი, სექსის მოთხოვნილების იმპულსე ტვინიდან მოდის. ე.ი სექსში მთავარი სიახლოვეა და არა ფიზიოლოგია. ეს ისაა სწორედ, რითაც ადამიანი ცხოველისაგან განსხვავდება.
  თანამედროვე ქალში სულ უფრო და უფრო მჟღავნდება მამაკაცური საწყისი თვისებები. ის უფრო ხშირად არჩენს ოჯახს და სექსის მიმართაც არც ისე იშვიათად გულგრილი ხდება. მაგრამ თანამედროვე ქალი, ბევრად თავისუფალიცაა სექსში, ის აღარ თვლის, რომ ეს მხოლოდ მისი მოვალეობაა, თუნდაც მეუღლეებს შორის და ცდილობს მიიღოს სიამოვნება არჩეულ პარტნიორთან. სტრატეგია და საშუალებებიც იცვლება, ხშირად გამოიყენება კიდევ ერთი შემოწმებული ვარიანტი- “კაცის მოხსნა” რომელიმე კლუბში ან კაფეში. ამასთანავე “მოხსნილი” ობიექტი ძირითადად ფიქრობს, რომ თვითონ “შეაბა” ქალი და არა პირიქით.
  ქალისა და მამაკაცის ურთიერთობასთან ერთად ორიოდ სიტყვა უნდა ითქვას ჰომოსექსუალობაზეც: - 1973 წლიდან, როდესაც ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ “ჰომოსექსუალობა” ყველა ფსიქიკური და ემოციონალური დარღვევების სიიდან ამოიღო, იგი ავადმყოფობად და გადახრად აღარ ითვლება. ტერმინი “გეი” ვრცელდება მამაკაც ჰომოსექსუალისტებზე, “ლესბოსელი” – მხოლოდ ჰომოსექსუალ ქალთათვის გამოიყენება. ასევე ბისექსუალობა, პედოფილია (სექსუალური ლტოლვა ბავშვებისადმი), გერონტოფილია (სექსუალური ლტოლვა ასაკოვანი ადამიანებისადმი მიმართული) და ა.შ.
  ყოველივე ეს შედეგია “გათანამედროვეობისა”, “ვაიამერიკელობისა” და “ვაიევროპელობისა”, თუ ის მაინც ავადმყოფობაა?
  მიზეზი – ამ ადამიანებში სარწმუნოებრივი სიმტკიცის, არარსებობა უფროა...
  “სექსუალური რევოლუცია”, ღია და თავისუფალი სექსუალური ცხოვრებით, ძირს უთხრის “ქალიშვილობის ინსტიტუტს” და “აკანონებს” ორიენტაციის თავისუფლებასაც.
  საქართველოში “სექსუალური რევოლუციის” რევოლუციურ შემოჭრაზე მეტყველებს, რომ ხშირად გვესმის: “თუ სიყვარულია, ქალიშვილს კი არა ბოზს მოგაყვანინებს ცოლად”.
  საბედნიეროდ (!) კიდევ უფრო ხშირად ისმის: - “ქართველი კაცი არაქალიშვილს მოვიყვან ცოლად? სხვისი ნახმარი პალტო არ მაცვია, მანქანა არ ვიყიდე და ქალს მოვიყვან?”...
  P.S სექსი არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა ცხოვრებისთვის. არ შეიძლება იყოს ფასეულობა, მაგრამ არაა სამარცხვინო რამ...
  ...და მაინც, - სექსი უსიყვარულოდ უსახურავო შენობაა, სიყვარული უსექსოდ კი – სახურავზე ცხოვრება... (!)

 

ვარსკვლავები ვიკის გვერდი ხელოვანთა საიტი შოუ-ბიზნესის სიახლეები
შემოსვლის ფორმა

კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ძებნა


Copyright MyCorp © 2016