"მესიჯი"-ს პერიოდული ინტერნეტ-გამოცემა - Dj Vicky
ოთხშაბათი
07.12.2016
23:13
მთავარი
Dj Vicky
მესიჯი მოგესალმებითსტუმარი | RSS რეგისტრაცია
შესვლა
რუბრიკები

გამოკითხვა
შეაფასე "მესიჯი"-ს პერიოდული ინტერნეტ-გამოცემა
სულ უპასუხა: 1043

სტატისტიკა

სულ სისტემაშია 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0

Hi all...
  
 მიუხედავად მსგავსი რუბრიკების მრავლად არსებობისა “Vikcy”-ს განმასხვავებელი ნიშა არაერთია: რეალიზმი, გულწრფელობა, ზოგჯერ ირონიაც და სარკაზმიც. ჩემი გვერდი თქვენს წერილებზე, მესიჯებზეა აგებული. მწერთ სასურველ თემაზე, სასურველ ისტორიას და გპასუხობთ, გირჩევთ, გიკომენტარებთ ჩემებურად.
  Ladies and gentlemen!  მე თქვენთან ვარ და მზად ვარ გემსახუროთ გახარებული თუ დამწუხრებული სულების საუფლოში! :)
  რაც შემეხება მე, გეტყვით ერთს – ვარ უბრალოდ Dj Vicky...
P.S  თუ სიყვარულმა გაგაგიჟა, დაგაბრმავა და გადაგრია... მე გიშველი, მომწერე უეჭველი! 
 

  კარგი გამარჯობა ხალხნო. რთული დრო დაუდგა საქართველოს, ძალიან რთული... ყველას ცალ ფეხზე კიდია ყველაფერი, “ლიშბი” პური ჭამონ, რა! ასეა თუ ისე, ადამიანებს სიყვარული სწყურიათ და რას ვიზამთ. უცნაურია ეს ხალხი, ძალიან, უცნაური, ნამეტანი სიყვარულსაა მონატრებული, ან როცა კარგს ნახავენ, ჰგონიათ, რომ იმის იქით კარგი აღარავინაა და ძებნა ეზარებათ. უბრალოდ ეძებეთ ხანხნო, ეძებეთ! ნუ გეზარებათ.
ჩემო ლამაზო მკითხველებო მომწერეთ იმეილზე ან მომძებნეთ მესიჯის ფორუმზე. სულ თქვენთან და სულ თქვენთვის დიდი სიყვარულით თქვენი დი ჯეი ვიკი. მიყვარხართ ძალიან, იმიტომ, რომ გემოვნება გაქვთ და ეს თუნდაც იმიტომ რომ “მესიჯს” კითხულობთ.
  მომწერეთ e-mail:
DJVICKY@mail.ru
 
 
“უბრალოდ ვერ ხვდება, რომ ძალიან მიყვარს”
  როცა გოგონას მამაკაცი მოწონს და როცა ამას ყველგან და ყველაფერში გამოხატავ, როცა მამაკაცისგან იგნორირებას იღებ, არა იმიტომ, რომ შეიძლება არ მოსწონხარ, ან სერიოზულად არ გიყურებს, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ის ვერ ხვდება, რომ ძალიან მიყვარს, რა უნდა გავაკეთო? მართლა და მართლა სანამ პირდაპირ არ ვეტყვი ადამიანს, რომ მომწონხარ, მიყვარხარ-თქო, მანმადე ვერ უნდა მიხვდეს?! და კიდევ, ეს ადამინი მგალობელთა გუნის წევრია, სასულიერო აკადემიის სტუდენტი, რელიგიური ცხოვრების მიმდევარი, ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ ხოლმე, რომ იქნებ თავისი მრწამსის გულისთვის არ მაქცევს ისე ყურადღებას, როგორც კაცი ქალს-თქო?! რას მირჩევთ? პატარა გოგო აღარ ვარ და მესმის ბევრი რამის, მაგრამ ამ ადამინის იქით ვერ მივდივარ! 
თაკო. 20 წლის.
Dj Vicky: რაშია იცი საქმე ჩემო კარგო? იმაში ნაღდად ცდები, რომ რახან რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობს, ეგ ან სიყვარულს უკრძალავს კაცს, ან რამე ეგეთ სუფთას და წმინდას! რა, ჯერ არ გაგიგია, რომ მღვდლებს იმდენი შვილები ყავთ, რომ მთელი კერძო საბავშვო ბაღი გაკეთდებოდა? :) უბრალოდ რაღაცნაირად მიდგომა უნდა შეცვალო ალბათ და მე, რომ კითხო პირდაპირაც არ უნდა გიგიტყდეს მოქმედებაზე გადასვლა, ანუ რას ვგულისხმობ - შენ ალბათ მხოლოდ ეკლესიაში ხვდები ხო მაგას? ადექი შე დალოცვილო და პირდაპირ შენ შესთავაზე - წირვის შემდეგ სადმე ყავა დავლიოთ-თქო, ან სადმე გამოფენაზე დაპატიჟე, ან სადმე სპექტაკლზე, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ურთიერთობის საშუალებები გააფართოვე, ბოლო-ბოლო კაცია და მიხვდება შენს რეალურ ინტერესს - სიყვარულს! და კიდევ ვიმეორებ რა - რელიგიური და მორწმუნე ადამიანები, რომ ოჯახებს ქმნიან, ეგეთი ბევრმა ინატროს, რა! შენ უბრალოდ შენს თავს იკომპლექსებ, არადა 15 წლის ხომ აღარ ხარ, არაა? 20 წლის ქალი ხარ... დროა უკვე ერთი ტკბილი და კარგი ოჯახის შექმნაზე შენც იფიქრო!  :)  იმოქმედე!
 

თბილი ზამთარი ცივ გაზაფხულად მექცა
 სულ მინდოდა ვინმესთვის ჩემი საწუხარი მომეყოლა, უბრალოდ მომეყოლა და მეტი არაფერი. მე და ნიკუშამ გასული წლის დეკემბერში გავიცანით ერთმანეთი და მთელი ზამთარი ერთმანეთს არ დავცილებივართ, უკვე ორივემ ვიცოდით, რომ უერთმანეთოდ ვეღარ გავძლებდით ვერასოდეს, მაგრამ ის, რაც მარტის დასაწყისში მოხდა... უკვე სიმწარე იყო, უცებ გამომიცხადა, რომ სხვა უყვარდა და მას მხოლოდ მეგობრობა უნდოდა ჩემთან და სხვა არაფერი, ახლა მე წარმომიდგინეთ რა დამემართებოდა!!! 
ნანკა 21 წლის
Dj Vicky: ზუსტად ვიცი რაც დაგემართებოდა, ალბათ სულ დაგენგრა ოცნების კოშკები ხო? ამისთვის შენი შეცდომა სხვა გოგოებმაც უნდა გაითვალისწინონ და იცი რა უნდა ქნან? თავიდანვე უნდა შეეგუონ იმას, რომ ადამიანის სიყვარულისთვის ბრძოლაა საჭირო და არაფერი ადვილად არ მოდის. შენ ჩემო ნანკა ჩათვალე, რომ ერთი ზამთარი საკმარისი იყო შენთვის, მაგრამ ნახე, რომ ნიკა სულ სხვას ფიქრობდა, შენ სულ სხვად და დარჩი გულდაწყვეტილი!!! გამოსავალი ერთია - მოვლენებს არასოდეს არ გაუსწროთ წინ დამ ის დინებას წყნარად მიჰყევით ხოლმე.
 

 

“სიყვარული დავკარგე...”
  ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს, საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ხშირად ვკამათობდით, მაგრამ პატივს მცემდა და ვენდობოდი.
  როცა ჩემი გრძნობები გავუმხილე (კარგა ხანს ვებრძოდი საკუთარ თავს, თუმცა სიყვარულთან ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა) დამცინავი სახით შემომხედა, ირონიულად მიპასუხა: ოცნებაც არ გაბედო ჩემს სიყვარულზეო და გამოუსადეგარი ნივთივით მომიშორა. ყოველი შეხვედრისას აბუჩად მიგდებდა და თავისი ცინიკური კომენტარებით მაგიჟებდა. თუმცა...
  ორი თვის შემდეგ მოვიდა, არაკაცული საქციელისთვის პატიება მთხოვა და სიყვარულში გამომიტყდა. არ ვაპატიე, ვერ ვაპატიე, ამ უაზრო სიამაყემ უფლება არ მომცა მისი დამცირება დამევიწყებინა... დამემშვიდობა და სვეტიცხოველისკენ წავიდა, ჩვენი საყვარელი ადგილისკენ.
  ღამით ვერ მოვისვენე; ვგრძნობდი, რომ ისევ გრძნობების წინააღმდეგ ვიბრძოდი... და გადავწყვიტე მეპატიებინა.
  კარგ ხასიათზე გამეღვიძა, ენერგიული და ბედნიერი ვიყავი, თუმცა მალე ამინდი გაფუჭდა. წვიმამ ამაფორიაქა და ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა.
  ნახევარ საათში მისი დაღუპვის შესახებ გავიგე, მანქანით თურმე ხეს შეეჯახა.
  საშინლად ვარ, არ ვიცი სინდისს რა მოვუხერხო, თავს როგორ ვაპატიო... მე სიყვარული დავკარგე...                                         
 მაკო. 19 წლის
  Dj Vicky: ერთის მხრივ რეალობაა, რომ მეტი მიმტევებლობა უფრო სასურველი და სასიკეთო იქნებოდა, მითუმეტეს რომ სიყვარულთან გაბრძოლება უშედეგოა, მეორეს მხრივ თავის დადანაშაულებაც უაზრობაა მაკუშ. გოგო, შენი ყოფილი “love”-ს ქმედებები მთლად ლოგიკურად ვერ ლაგდება. აბუჩად აგდება, ირონია და დაცინვა სიყვარულის წინაპირობად ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ არაფერია გამორიცხული...
  თავისი საქციელიდან გამომდინარე, პირველ თხოვნაზევე რომ არ აპატიებდი ამას ალბათ მოელოდა კიდეც. მან შენი წყრომა დაიმსახურა. ასე რომ, დასანანია ის ახალგაზრდა სიკვდილისთვის, მაგრამ იმ საბედისწერო შემთხვევის მიზეზი ნამდვილად არ ხარ.
  სიყვარული კი მხოლოდ ერთხელ არ მოდის ჩემო კარგო! თავს ძალა უნდა დაატანო, დროც ხელს შეგიწყობს და დანაშაულის განცდაც გაგინელდება, უბრალოდ შენს ნაჭუჭში ნუ ჩაიკეტები, ყველაფრს მიუხედავად – ცხოვრება მაინც გრძელდება! :)
                                                          Forget it...
  
 

“რატომ არ დავრჩი იმ ღამეს შენთან?..”
  სიყვარულის მარადიულობის მწამდა. მჯეროდა, რომ ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებდა. გამუდმებით შენზე ვფიქრობდი და ყველგან შენ მეგულებოდი.
  - არ ვიცი უშენოდ რა მეშველება! – გითხარი ერთხელ.
  - მე ხომ არაფერს გპირდები?! – მიპასუხე და რატომღაც მაშინ შენს სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე. თურმე უშენობას მაჩვევდი ნელ-ნელა.
  შენ ჩემთვის ყოველთვის კეთილი, თბილი, ყურადღებიანი და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ადამიანი იქნები! მჯერა, რომ შენ ბოროტების ჩადენა არ შეგიძლია, შენ ვერავის ატკენ გულს და მდგომარეობით არასოდეს ისარგებლებ.
  შენ ჩემი ერთ დროს ახდენილი და ახლა უკვე მირაჟად ქცეული ოცნება ხარ.
  უიმედო ლოდინს არაჯანსაღი ცხოვრების წესითა და გამუდმებული დეპრესიით ვკვებავ.
  იმ დეკემბრის საღამომ გადაწყვიტა ჩვენი ურთიერთობის მომავალი. რატომ არ დავრჩი იმ ღამეს შენთან?! რა მატირებდა? რატომ მეშინოდა? შენ ხომ ჩემს გვერდით იყავი. მაგრამ ყველა შვილს ეშინია მშობლის...
  შენ კი ვერ გამიგე და წახვედი ჩემგან...
  მიუხედავად წარსულისა, ტკივილისა, შენ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზ ლაბირინთანდ დარჩები, რომელშიც მე დავკარგულვარ, მაგრამ კვლავ რაღაცის იმედი მაქვს, ნუთუ შეიძლება დაბრუნდე?.. იქნებ ეს უსაფუძვლო ოპტიმიზმია მხოლოდ...                                                          
    მეოცნებე. 18 წლის
Dj Vicky: მეოცნებევ, რა დეპრესია და არაჯანსაღი ცხოვრება გოგო? აზრზე მოდი, შენ რა გგონია შენს “პრინცს” უყვარდი და შენმა არდარჩენამ მოუკლა გრძნობა?! ეგრე არ ხდება ჩემო კარგო. უყვარდი დ ავერ გაგიგო? რეებს მიედ-მოედები, სიყვარული ურთიერთგაგების გარეშე სად გინახავს?! კიდევ კარგი მშობლებს არ გადააბიჯე მაგ შენი “ოცნების” გამო.
  ნუ აიდიალებ და ნუ მისტირი მოგონებებს, ამაზე დროის დახარჯვა არ ღირს.
  სიყვარულის მარადიულობას რას ეძახი შენ? დეპრესიაში რამ ჩაგაგდო? არ მითხრა ახლა, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის. იქ სადაც ჰგონიათ, რომ სიყვარული ერთხელ მოდის – მტკნარი წყალი დაჭაობებულია და სასწრაფოდ უნდა გაეცალო შმორის სუნს, რომ არ აყროლდე...
  გაითვალისწინე,  - მირაჟს ვერ შეეხები დ ავერ შეიგრძნობ...
Smile it off!
 
  
ჩემი დაბადების დღის საჩუქარი
  დაბადების დღეზე ჩემმა მეგობარმა (ლადომ) ამოიყვანა თავის ძმაკაცი (სანდრო), რომელიც ერთი შეხედვით მომეწონა, ამას თავადაც მიხვდა და “გამეპრანჭა”.
  მას მერე ვმეგობრობთ ისე, თითქოს ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს, არაერთხელ გვიკოცნია კიდეც ერთმანეთისთვის, მაგრამ ამ ისტორიის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ ის ძMაკაცი, რომელმაც სანდრო ამოიყვანა, დღემდე ჩემს შეყვარებულად ითვლება...                                                         
  ანკა. 20 წლის.
Dj Vicky: აუუფ! მაგარი ისტორიაა დაიკო! და, ეგ ლადო ვერაფერს ხვდება ხო? მაგარი ტუგადუმი ყოფილა. იცი, რა არის, აზრი არ აქვს, მალვას, ერთხელაც იქნება ვინმე დაგინახავთ შენ და სანდროს და ეტყვის შენს “ლოვე”-ს, ისიც მოვა და დაგაცემენტებთ ადგილზე ორივეს და ღირსებიც იქნებით, რადგან არ “აიასნებთ” სიტუაციას მაგ კაცთან, რომელიც შენ შეყვარებულად ოფიციალურად ითვლება – ანუ ლადოსთან!
  მოკლედ რა! ჯობია შეაპარო მაგ ლადოს სანდრო რომ გიყვარს. ერთი სერიოზული ჩხუბი, რომ მოხდება შენც ადგილზე უნდა იყო, რადგან მანდ შენი სიტყვა იქნება გადამწყვეტი - მე მიყვარს სანდრო! მაგრამ ფრთხილად, დაფიქრდი, ისეე გააკეთე, რომ არ ინანო ბოლოს!
Best wishes, Vicky

 
 
P.S ეჰ, რა არის ხალხნო ცხოვრება?! ერთ დღეს, რომ ძალიან ბედნიერი ხარ, მეორე დღეს უბედურების მწვერვალზე იღვიძებ. ერთ საათში, რომ სიცოცხლით სავსე ხარ, მეორე საათში სიკვდილს ნატრულობ!
  მაგრამ... ცხოვრება ყველა ვარიანტში გრძელდება! რა დროს წუწუნი და მოგონებებზე ფიქრია, ღირს კი საამისოდ დროის ფლანგვა? არ გაგიმართლა? - Not at all, შენი დროც მოვა!

  გინდა მე დაგეხმარო? მომწერე იმეილზე: DJVICKY@mail.ru
  ყველაფერს გეფიცები, ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი! :)
                                                        Bye-bye deas friends!
                                                        Ever yours Dj Vicky!

  

ვარსკვლავები ვიკის გვერდი ხელოვანთა საიტი შოუ-ბიზნესის სიახლეები
შემოსვლის ფორმა

კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ძებნა


Copyright MyCorp © 2016