პარასკევი
19.04.2024
07:05
მთავარი
ვარსკვლავი
მესიჯი მოგესალმებითსტუმარი | RSS რეგისტრაცია
შესვლა
რუბრიკები

გამოკითხვა
შეაფასე "მესიჯი"-ს პერიოდული ინტერნეტ-გამოცემა
სულ უპასუხა: 1044

სტატისტიკა

სულ სისტემაშია 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0

გიგა კვენეტაძე: - მე მოსკოვში დავრჩები და აქ გავაგრძელებ მუშაობას
 
თითქმის ნახევარი წელია ქართული შოუ-ბიზნესის კიდევ ერთი სახე გახდა “მოძმე” რუსეთის დედაქალაქის სტუმარი – ამჯერად მოსკოვში გიგა კვენეტაძე წავიდა, თუმცა ეს არც მისი მსმენელისთვის ყოფილა მოულოდნელი და მითუმეტეს არც მისთვის, რადგან მომღერალი საზოგადოებას ამის შესახებ გაცილებით ადრე ეუბნებოდა და მიზეზებსაც ასახელებდა საქართველოდან გადახვეწისა. დღეს ყველაფრის შესახებ გიგა კვენეტაძე “ვარსკვლავების” მკითხველს ექსკლუზიურად მოსკოვიდან ესაუბრება
 - გიგა, რას შვრები, როგორ ხარ, მოსკოვში როგორ მოეწყე?
- უკვე ხუთი თვეა მოსკოვში გადმოვედი მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად და პარალელურად ვარ დათო ხუჯაძის მუსიკალურ სტუდიაში, აქ ვმუშაობ.
- შემთხვევით დარჩენაზეც ხო მარ ფიქრობ?
- სიმართლე გითხრა, არ გამოვრიცხავ, რადგან მოსკოვი სერიოზული ტრამპლინია თუნდაც ევროპაში მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად და ვფიქრობ, რომ მე მოსკოვში დავრჩები და აქ გავაგრძელებ მუშაობას, მერე კი ვნახოთ, როგორ გამოვიყენებ ამ ტრამპლინს, ეს მთლიანად ჩემზეა დამოიკიდებული.
- დიდი ქალაქის ცხოვრების რიტმს, როგორ შეეგუე?
- შევეგუე. . . დროს მართლა ძალიან კარგად ვატარებ, ახალი მეგობრები გავიჩინე, მე და დათო ხუჯაძე თითქმის ყოველდღე ერთად ვართ და ხან რომელი მომღერლის სიმღერის პრეზენტაციაზე მივდივართ და ხან რომელი ჯგუფის კლიპის პრემიერაზე, მოსკოვში დროის გატარება მართლა არაა პრობლემა.
- ვერ დავიჯერებ, რომ რომანტიკოს გიგა კვენეტაძეს ნოსტალგია არ აწუხებს?
- (ეღიმება) შეწუხებით ჯერ არ შევუწუხებივარ, მაგრამ ამ ბოლო დროს მართლა მენატრება ჩემი საქართველო, მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს, მინდა რომ მშვიდობა იყოს, ეს ნოსტალგია ვცდილობ, რომ ქართული სატელევიზო არხების ინტენსიური ცქერით გავანეიტრალო.
- სუფთა შემოქმედებითი მხარე წესრიგში გაქვს? რა ხდება ახალი ამ მხრივ მანდ შენს თავს?
- (იცინის) მშვიდობაა, მოზომილი ნაბიჯებით ვცდილობ წინ სიარულს, 11 აპრილს ძველ არბატზე, “მსახიობთა სახლში” სოლო-კონცერტი მქონდა, 29 აპრილს კი “რასიაში” გამოვედი სოლო-სიმღერით, სტუდიაში კი ახალი სიმღერების ჩაწერით ვარ დაკავებული, ვნახოთ – ჯერ ხუთი თვეა რაც აქ ვარ და ყველაფერი წინაა.
- ჰო, მართლა პირად ცხოვრებაში რა ამბებია? რაო რუსმა ქალებმა? მორიგი “გრუზინი” დააგემოვნეს უკვე?
- რუსის ქალბატონებს კაცების ნაკლებობა აქვთ და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ქართველო კაცებო (იცინის)
- თავისუფალ დროს ერთობი ასე გამოდის?
- კი, ასეა. . . ასეთ დროს კლუბებში მეგობრებთან ერთად სიარულიც შესანიშნავი გართობაა მოსკოვში.
 - ე.წ. რუსული აგრესია ქართველების მიმართ ხომ არ შეგხებია?
- არა საბედნიეროდ, თუ საბუთები წესრიგში გაქვს აქ ცდილობენ, რომ პრობლემები არ შეგიქმნან, თუმცა რათქმაუნდა თვალშისაცემია ის კატეგორიაც, რომლებსაც ჩვენებურად რომ ვთქვა, უბრალოდ არ ევასებათ ქართველები და ამას არც მალავენ. მაგრამ გლობალურად, მაინც რუსი ხალხი არაა ქართველების მიმართ ცუდად განწყობილი, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ გადაღმა მეზობელს, მაინც კარის მეზობელი უნდა გვერჩივნოს ყოველთვის.
- კარგი გიგა, ახლა ქართველ მსმენელს გადაეცი შენი სათქმელი. . .
- უპირველეს ყოვლისა ისევ და ისევ, დაუზარებლად გავიმეორებ, რომ – გიგას ძალიან უყვარხართ! გპირდებით, რომ მალე ახალ-ახალი სიმღერებით გაგანებივრებთ და არასოდეს არ დაგივიწყებთ ჩემო ქართველებო!

მულატკა: “ცხოვრებაში არასდროს მომიხდია ბოდიში და არც მოვიხდი!”
 
დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია “ჯეო-ბარი 4” სკანდალური მონაწილე მულატკა კირიაკი, რომელსაც პირდაპირ ეთერში სექსი ჰქონდა. საქართველოში განხორციელებულ არც ერთ პროქტში მსგავსი “ინცინდენტი” არ ყოფილა. ამ მხრივ მულატკას კონკურენტი და პირველობაში მოცილე ნამდვილად არავინ ყავს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ასეთი გზით მოპოვებული პოპულარობით ოჯახის წევრების უმრავლესობა გაანაწყენა. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინტერვიუდან შეიტყობთ თუ რამ აატირა გულწრფელად მულატკა და პირველმა ვინ დაურეკა შესარიგებლად...
 - როგორც ამბობენ, ჟურნალისტებმა თავი მოგაბეზრეს. ძირითადად რითი გაბეზრებენ თავს?
- ჟურნალისტები ნამდვილად მოსაბეზრებელი ადამიანები არიან, რადგან ყოველი ინტერვიუს დროს ერთი და იგივეს მეკითხებიან ოჯახთან დაკავშირებით და რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში “ჯეო – ბარის” შემდეგ. ეს არის ორი შეკითხვა, რომელზეც აღარ ვპასუხობ.
- დღესდღეობით, როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობ?
- ჩემი გადმოსახედიდან, 18 წლის გოგო დაახლოებით 23 წლამდე უნდა“გულაობდეს”, რადგან ვთვლი, რომ მეორედ მოსასვლელი ნიახური არ ვარ, ამიტომ ვცხოვრობ და “ვგულაობ” ისე, როგორც მე მინდა.
- შენთვის რა არის გართობა?
- ყველა ინდივიდი თავისებურად ერთობა. პირადად მე, ვერთობი ყველანაირად და შესაბამისად, ცხოვრებით ვტკბები.
- მულატკა, გაიხსენე შენი პირველი წარმატება?
- პირველი წარმატება 7 წლის ასაკში მეწვია. ეს იყო დღევანდელი “მის საქართველოს” ანალოგიური კონკურსი, რომელიც ბავშვებში ჩატარდა, სადაც “მის ფერია” გავხდი. იმ პერიოდში, უფრო კეკლუცი გოგო ვყავი, ვიდრე ახლა. (იცინის).
- წარმატებასთან ერთად შენი პირველი, სერიოზული მარცხიც გაიხსენე...
- პირველი მარცხი “ჯეო – ბარიდან” წამოსვლისას შევიგრძენი. ასეთ დამარცხებას პირველი ადგილი მერჩივნა 40.000 ლარის გარეშე. ჩემთვის მთავარი სახელი იყო. გამომდინარე აქედან, ფულის გულისთვის ნამდვილად არ შევსულვარ ამ პროექტში. ანკეტაში გარკვევით მეწერა, რომ “ჯეო – ბარში” შევდიოდი გასართობად და პოპულარობის მოსახვეჭად. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ მიზანს მივაღწიე.
- გამომდინარე შენი ბუნებიდან, ბოდიშს თუ იხდი ცხოვრებაში?
- ცხოვრებაში არასდროს მომიხდია ბოდიში და არც მოვიხდი! მამაჩემმა შემომითვალა, რომ მხოლოდ ბოდიშის მოხდის შემდეგ მიმიღებდა, მაგრამ იმდენად ამაყი ადამიანი ვარ, რომ უარი ვთქვი ბოდიშის გზით მამასთან შერიგებაზე. სიმართლე, რომ გითხრათ, ბოდიშის მოხდა ადამიანის დიდ მინუსად მიმაჩნია.
- მულატკა, იყავი გულწრფელი და გაიხსენე შენი პირველი სექსი?
- ჩემი პირველი სექსი ნამდვილად არ ყოფილა კარგი და სასიამოვნო, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი იყო... პატარძალივით არც მე ვიცოდი როგორი იყო სექსი, თუმცა, რომ არ ამცდებოდა ამაში დარწმუნებული ვიყავი. მინდა გითხრათ, დღესაც შეიძლება გქონდეს სექსი სამოვნების გარეშე. მამაკაცებისგან ხშირად მესმის თვით შექების ფრაზები და სურვილი მიჩნდება ლოგინში მხოლოდ იმიტომ ჩავუწვე, რომ შევამოწმო.
- როგორი მამაკაცები იპყრობენ შენს ყურადღებას?
- პირველ რიგში, მამაკაცი ყურადღებიანი უნდა იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამუდმებით მაკონტროლებდეს. გარდა ამისა, პატივს ვცემ კაცურ, სიმპატიურ და სექსუალურ მამაკაცებს.
 - მულატკა, ნამდვილი სიყვარული თუ გწვევია?
- ცხოვრებაში არც ერთი მამაკაცი არ მყვარებია. სიყვარული შეიძლება 21 წლამდე არ მეწვიოს, ამიტომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქამდე ქალიშვილი დავრჩენილიყავი. ჩემი პირადი საქმეა ვის ჩავუწვები ლოგინში.
- შენი ბუნება და, ამასთანავე, ცხოვრების წესიც რომ გავითვალისწინოთ, რამდენად ერთგული მეუღლე იქნები?
- მიუხედავად ჩემი თავისუფალი ცხოვრებისა, გათხოვების მერე ღალატს ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა ქმრის ღალატსა და საყვარლებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე, როგორც ცოლს ჩემი ადგილი მექნება.
- ყველაფერთან ერთად, პირველი ცრემლიც გაიხსენე 
 - მულატკა, “ჯეო-ბარში” შექმნილ, ყველაფერზე წამსვლელ ქალის იმჯს ამართლებ?
- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ნამდვილად ყველაფერზე წამსვლელი ქალი ვარ. პროექტში ხშირად ვჩანდი, როგორც ეჭვიანი ქალი, რაც ყალბი იყო, რადგან საერთოდ არ ვარ ეჭვიანი ადამიანი.
- მულატკა, როგორც ყველა ქალი, შენც პოტენციური დედა ხარ. როგორი დედა იქნები შენი შვილისთვის?
- ჩემი შვილი არ იქნება ისეთი, როგორიც მე ვარ დღეს, თუმცა ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ცუდი ადამიანი ვარ. უბრალოდ სხვანაირად აღვზრდი... ზუსტად ვიცი, რომ არ ვიქნები მკაცრი დედა და ჩემი შვილის ნებისმიერ საქციელს გაგებით მოვეკიდები.
- ცხოვრებაში ყველაზე ძალიან რას გაუკვირვებიხარ?
- “ჯეო-ბარში” ყოფნისას, ერთ-ერთი ჟურნალი შემომიტანეს, სადაც ჩემი ფეხმძიმობის შესახებ წერდნენ. ეს იყო პირველი ჩემამდე მოღწეული ინფორმაცია, რომელმაც გულწრფელად გამაკვირვა.
- საინტერესოა, 18 წლის მულატკას როგორი მდგომარეობა აქვს სწავლაში?
- დღესდღეობით, ტურიზმისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი უნდა ვიყო, მაგრამ “ჯეო – ბარისა” და ჟურნალ “ფლეიბოიში” გადაღებული ფოტოსესიის შემდეგ მამაჩემმა მიიჩნია, რომ სწავლა ზედმეტი იქნებოდა ჩემთვის და საბუთები გამიფუჭა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, სექტემბრიდან დიპლომატიის ისტორიის ფაკულტეტზე გავაგრძელებენ სწავლას.
- მულატკა, რას გააკეთებ საყვარელი მამაკაცისთვის?
- არ მიფიქრია საყვარელი მამაკაცისთვის რას გავაკეთებდი, მაგრამ ჩვეულებრივი მამაკაცისთვის ფრჩხილსაც კი არ მოვიჭრი. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ დღესდღეისობით, ჩემს ცხოვრებაში არის მამაკაცი, რომელიც მომწონს და ვხვდები.
 - რამდენად გრძელვადიანი რომანები გქონია შენს ცხოვრებისეულ გამოცდილებაში?
- საერთოდ, ძალიან მალე მბეზრდება მამაკაცებთან ურთიერთობა. მქონდა პერიოდი, როცა მამაკაცის მესამედ დანახვაზე ვწყვეტდი ურთიერთობას. გამომდინარე აქედან, სექსი ძალიან ცოტა მამაკაცთან მქონია.
- მულატკა, გამომდინარე შენი სკანდალური პერსონიდან, როგორი დამოკიდებულება გაქვს ოჯახის წევრებთან?
- “ჯეო-ბარის” მერე მთელი სანათესაო მომდურებული მყავდა, თუმცა რაღაცა პერიოდის შემდეგ, პირველი ჩემი ძმა დამიკავშირდა და შემირიგდა. დღეს, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ზუსტად, ორი დღის წინ დეიდა და დეიდაშვილები შემირიგდნენ. შერიგებაზე დედის ხათრით წავედი, რომელიც ბუნებით ძალიან წყნარი ადამიანია.
- ახლო მომავალში, რა სიურპრიზს გვიმზადებ?
- ეროტიულ ფილმში გადასაღებად სამი შემოთავაზება მაქვს. ერთ-ერთი მოწვევა საზღვარგარეთიდანაა, ამიტომ სულ მალე პორნო ვარსკვლავი გავხდები.
მოამზადა ირინა კვანჭახაძემ

 
პაატა თედიაშვილი: არ მინდა მოვკვდე, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი
  
პაატა თედიაშვილი დაიბადა 1979 წლის 18 თებერვალს, ქალაქ ხაშურში. უმაღლეს სამედიცინო განათლებასთან ერთად მოასწრო ქორეოგრაფიული განათლების მიღებაც. ამჟამად აქვს საკუთარი ქორეოგრაფიული სტუდია ქალაქ ხაშურში და პარალელურად აქტიურად მუშაობს ქართულ ესტრადაზე. მუსიკალურ განათლებას იღებს ამჟამად მეორე მუსიკალურ სასწავლებელში, ნუცუბიძეზე. მისი ვოკალის პედაგოგი კი უკვე 3-4 წელიწადია ოთარ ტატიშვილი გახლავთ. ახალგაზრდა შემსრულებელი ფოლკლორს, ძველ ქართულ სიმღერებს გარემიქსებულად, თავისებური ინტერპრეტაციით სთავაზობს მსმენელს. იმ შრომატევად საქმეს, რასაც ქორეოგრაფიში და ესტრადაზე ერთობლივად მუშაობა ჰქვია პაატა თავს წარმატებულად ართმევს, ამის დასტურია თუნდაც ის, რომ არაერთი სიმღერა მისი შესრულებით უკვე ჰიტადაა ქცეული.
- პაატა, დაახლოებით 5-6 წელიწადია, რაც შენ თანამედროვე ქართულ ესტრადაზე მასიურად გამოჩნდი, იგივე თბილისური და რაიონული კონცერტები, ტურნეები, როგორ ფიქრობ ძალიან რთულია საკუთარი ადგილის დამკვიდრება და წარმატების მოპოვება ამ სფეროში?
- რათქმაუნდა რთულია. მითუმეტეს, როდესაც პროვინციიდან ჩამოდიხარ დიდ ქალაქში, ფაქტობრივად არც იცი როგორ უნდა დაიწყო და გააკეთო ის საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს. უამრავი წინააღმდეგობა შემხვდა მე პირადად, თუნდაც რეპერტუარიდან დაწყებული, მე იმ პერიოდში დავიწყე, როდესაც პოპ-მუსიკა იყო ზენიტში, ფოლკლორს კი საკლუბო სიტუაციებს ვერ არგებდნენ, იგივე “16 რაუნდი”, “პიკნიკი”, ანუ კონცერტის ორგანიზატორები რეპერტუარში ჩემი სიმღერების ჩასმის წინააგმდეგნი იყვნენ, რადგან ეს არ არის კლუბური მუსიკა და ეს არ არის პოპ-მუსიკა. კრიტიკა მოყვა იმასაც, რომ სცენაზე ვცეკვავდი, - რატომ ცეკვავს და ვთქვათ, რატომ არ დგას სცენაზე “დასტოდ”... მაგრამ რეალობაა ის, რომ ინდივიდუალიზმი აუცილებელია. ერთფერობნებაში ქრება ყველა, არ უნდა იქმნებოდეს მიმსგავსებული სიმღერები, არც ერთიდაიგივე კომპოზიტორის, არც ერთიდაიგივე ტექსტის ავტორის, ერთიდაიგივე სტუდიაში არ უნდა ხდებოდეს ჩაწერა. ჩემი აზრით, მიუღებელია არაბუნებრივი - კომპიუტერზე დაყენებული ხმის ტემბრი.
- ბოლოს სად გქონდა კონცერტი?
- ბოლოს მარნეულში ვიყავი, სხვათაშორის თქვენთან ერთად. :) ნუ თბილისში თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფილარმონია რემონტდება, რკინიგზის კულტურის სახლი შეისყიდეს, რიყე გაიყიდა, სპორტის სასახლეში არენდა ძალიან ძვირია, ამიტომ იქაც აღარ ტარდება კონცერტები, პროფკავშირებიც რემონტშია უკვე და დარჩა მხოლოდ სომხური თეატრი :). ასე რომ, კონცერტები ქართულ ესტრადას ნამდვილად შესამჩნევად მოაკლდა...
- შენი აზრით, რა ეშველება ქართულ შოუ-ბიზნესს? შენ რას შეცვლიდი ამ მხრივ?
- მე მიმაჩნია, რომ აუცილებელია თითოეული მომღერალი იყოს ინდივიდუალური და არ უნდა იყოს მიმბაძველობა. “სვეცკობა” ჩემი აზრით ყველაზე გოიმური ტონია, გოიმობაა ადამიანი ამაზე რომ უტრირებს, თუნდაც მომღერალი. აუცილებელია პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაიწიოს და სოციალური მდოგმარეობაც ცოტატი უფრო უნდა მოწესრიგდეს.
- ქართულ ესტრადაზე, შენი შეხედულებით, ვინ ინარჩუნებს ამ ინდივიდუალურობას?
- ეკა კვალიაშვილი, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი... ალბათ უფრო ძველი თაობა...
- ანუ ახალგაზრდა შემსრულებელთაგან შენი აზრით ინდივიდაუალურობის შენარჩუნებას ბოლომდე ვერცერთი ვერ ახერხებს?
- ჩემი აზრით არა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია...
- პაატა, რა პროფესიის ხარ და სად მუშაობ ამჟამად?
- სამედიცინო მაქვს დამთავრებული და სასწრაფო სამედიცინო დახმარებში ვმუშაობ.
- რამდენადაც ვიცი, შენ შვიდ ნოემბერსაც, აქციების პერიოდში, მოვლენების ეპიცენტრში ასრულებდი სამსახურეობრივ მოვალეობას?
- რათქმაუნდა, რადგან მე მაქვს სამედიცინო ჰიპოკრატეს ფიცი დადებული, რომელიც ითვალისწინებს ვალდებულებას დაეხმარო თუნდაც მტერს. 7 ნოემბერსაც იქ ვიყავი, მართალია ბევრი რამე არ მომწონდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში.
- ახალგაზრდობის პოლიტიზირების დონეზე რას იტყვი?
- სოციალური პრობლემები, რომლებიც თანამედროვეობაში მრავლადაა ხშირად ახლგაზრდასაც უბიძგებს გამოვიდეს ქუჩაში და გამოხატოს პროტესტი. თუმცა სანამ თითოეული ქუჩაში გამოვა, აუცილებლად უნდა გაიაზროს რატომ და რისთვის აკეთებს ამას. ერთი დღე რომ მიხვალ და მეორე დღეს დაგეზარება ან მატერიალურად თუ დაგაინტერესებენ მხოლოდ მაშინ მიხვალ ეს უკვე არასწორი და დასაძრახია.
- პაატა, შენ თუ აპირებ ოჯახის შექმნას უახლოეს მომავალში?
- ჯერ არა, არის ჩემს ცხოვრებაში რაღაც-რაღაცეები დასალაგებელი და შემდეგ ვნახოთ...
- ალბომის გაკეთებას თუ გეგმავს?
- ჯერ-ჯერობით არა, ჯერ ცნობადობის და პოპულარობის მომენტი მინდა გავზარდო უფრო მეტად, შემდეგ კი აუცილებლად.
- საზღვარგარეთ ტურნეებზე რას იტყვი?
- პირველად ოთარ ტატიშვილთან ერთად ვიყავი საბერძნეთში, შემდეგ ეთერ კაკულიასთან ერთად. ვიყავი ასევე ანსამბლ “მომავალის” მოცეკვავეებთან ერთად. მომავალშიც დაიგეგმება ალბათ რამე.
- რა არის შენი ცხოვრებისეული მიზანი? რისკენ მიდის პაატა თედიაშვილი?
- არ მინდა მოვკვდე, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი. ვწერ ასევე ლექსებს, რომელიც მალე დაიბეჭდება და საზოგადოებაც გაეცნობა ალბათ მომდევნო კლიპის პრეზენტაციაზე.
 
 
ნინო ჩხეიძე
"ხალხის დადებითი მუხტი რომ არა აქამდე ვერც მოვიდოდი"

ინტერვიუს ჩასაწერად მისულებს ნინო ჩხეიძე საკმაოდ დაღლილი დაგხვხვდა. ამაში გასაოცარი არც არაფერია თუ გავითვალისწინებთ მის ზედმეტად დატვირთულ გრაფიკს, - ვარჯიში, სოლო კონცერტისთვის მზადება, ახალ ალბომზე მუშაობა და კლიპის გადაღების პროცესი, ყოველივე ეს ნამდვილად შრომატევადია და დიდ ენერგიას მოითხოვს მომღერლისგან. მიუხედავად დაღლილობისა ნინომ ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
- დატვირთული გრაფიკით მუშაობ და დასვენებას როდისღა ასწრებ?
- ვისვენებ მაშინ, როდესაც საღამოობით საკუთარ კლიპს ეკრანზე ვუყურებ, ან ქუჩაში როდესაც მხვდება ჩემი შემოქმედებით კმაყოფილი ადამიანი. სწორედ მაშინ ვრწმუნდები, რომ ამდენი შრომა ნამდვილად ღირს. ფიზიკურად კი კვირას ვისვენებ ხოლმე, ჩემი მეუღლეც სახლშია და ფაქტიურად სახლის დღე გვაქვს.
- როგორია შენი სახლის დღე? რითი ერთობი და როგორ ისვენებ ამ დროს?
- შვილი მიგვყავს კინოში ან ზოოპარკში, მერე მივდივართ საჭმელად მაგდონალდში და ვსეირნობთ...
- ნინო, უკვე ორი წელია შენი სახელი ქართული ჟურნალების გარეკანს არ მოშორებია, შიდა გვერდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, როგორ ფიქრობ, რატომ აინტერესებს ხალხს ნინო ჩხეიძე?
- ჩემი აზრით იმიტომ, რომ მე სულ ვმუშაობ, მესამე ალბომის გამოშვებას ვაპირებ და უკვე მეოთხეც მაქვს თითქმის შევსებული.. უწყვეტი მუშაობა და დაუღალავი ძალისხმევა არის ალბათ ამის მიზეზი.
- თბილისში უკვე ცხრა წელიწადია არსებობს მეგას მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი და შარშან შენ თავადაც არ მოელოდი, რომ ოთხი ნომინაციის გამარჯვებული გახდებოდი, შენ ხომ მუშაობ, ხარ პოპულარული და რატომ იყო შენთვის ეს მოულოდნელი?
- კი, მაგრამ, იქ ძალიან ბევრი მომღერალი იყო და რაღაცნაირად უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეოთხეჯერაც რომ დამასახელეს ნომინანტად.
- ნინო, ხშირად გვესმის უკვე ქართული შოუ-ბიზნესი მოკვდაო, შენ როგორ შეაფასებ, მართლა ასეა?
- ამბობენ კონცერტები აღარ ტარდება, აღარ იხდიან, მოკვდა ყველაფერიო,  მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. არ მინდა ვინმეს ჭკუა ვასწავლო, მაგრამ თუ ყველა ყურადღებით და მონდომებით მოვეკიდებით ჩვენს საქმეს ყველაფერი კარგად იქნება და პრობლემებიც მოგვარდება აუცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ არაფერი არ ხდებაო, მაინც ყველაფერი ხდება, ყველა სტუდია მუშაობს. მეც ბოლო სამ თვეში მარტო ქუთაისში ორი სოლო კონცერტი მქონდა.
- ხალხის რაოდენობა როგორი იყო?
- პერეანშლაგი იყო.. გარეთ ბილეთები აღარც კი იშოვებოდა...
- შენი კასეტები იყიდება.. ანუ ესეც გარკვეული ბიზნესია. შენი შეფასებით შეიძლება თუ არა საქართველოში ცხოვრება მუსიკით?
- კი, შეიძლება, მაგრამ თავიდან აუცილებლად უნდა ჩაიდოს რაღაც შოუ-ბიზნესში, რომ შემდეგ ამოიღო, გარკვეული თანხა, თუნდაც რეკლამის გასაკეთებლად.
- მოკლევადიან ბიზნესად მიგაჩნია ეს თუ გრძელვადიანად?
- ეს უკვე შენზეა დამოკიდებული, გააჩნია რამდენ ხანში ამოწურავ თავს.
- შენს შემთხვევაში, ამოწურვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ შენი ინვესტიცია ნაადრევად უხვმოსავლიანი აღმოჩნდა. ფაქტია ხომ? :)
- ნუ, ამის მიზეზს მე ხომ არ გავამხელ... :)) ყველამ თვითონ უნდა მოიფიქროს წარმატებისთვის რა სჭირდება.
- რას შეცვლიდი ქართულ შოუ-ბიზნესში?
- ცალკეულად ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს, თუ პიროვნებები არ ისწავლიან შრომას და ინდივიდუალურები არ იქნებიან, ეს კი ქართული შოუ-ბიზნესისთვის ნამდვილად მთავარია. არ არის სწორი მიმბაძველობა. ყველა თავისებურად უნდა იყოს გამორჩეული. ზოგი როკში იქნება, ზოგიც - რეპში, ზოგი - ქალაქურში... მთავარია ხარისხიანად, ნიჭით და გემოვნებით კეთდებოდეს ყველაფერი.
- რეპი ახსენე და შენი და ლექს-სენის დუეტი გამახსენდა, თავად როგორ შეაფასებ ამ სიმღერას ან ხალხის შეაფასება თუ იცი როგორია?
- მე მომწონს და ვფიქრობ რომ სინთეზურად არის ყველაფერი, არც მე მაქვს ჩემი სახე დაკარგული და არც იმას თავისი. საზოგადოების შეხედულებასაც თუ კონცერტებზე ტაშის ხარისხით განვსაზღვრავთ, შემიძლია ვთქვა რომ ხალხს ეს დუეტი ნამდვილად მოეწონა.
- კრიტიკას როგორ აღიქვამ?
- ჯანსაღი კრიტიკის მიმართ კარგი დამოკიდებულება მაქვს, განსაკუთრებით მნიშნველოვანი ჩემთვის მსმენელის აზრია.
- შენ პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაშიც იყავი ჩართული, მის მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობდი. საერთოდ რამდენად ერკვევი პოლიტიკაში?
- სიახლეებს ყოველთვის ვეცნობი და საინფორმაციო გამოშვებებსაც თვალს ვადევნებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, თუნდაც მშვიდად მუშაობისთვის. მიტინგები, არეულობა და ქალაქის პარალიზება რომ ხდება ჩემთვის მიუღებელია. თან 9 აპრილის გამოც ალბათ, ბავშვობიდანვე მეშინია ამ კარვების და საპროტესტო აქციების. ცუდი დამოკიდებულება მაქვს მიტინგებისადმი.
- რომ შემოგთავაზონ სოხუმში წავიდეთ და კონცერტი ჩავატაროთო, წახვიდოდი?
- დიდი სიამოვნებით, სხვათაშორის მე თამარაშენშიც ვიყავი, სოლო კონცერტი მქონდა და იქ გამაფრთხილეს მაინც იმოძრავე სცენაზე, ერთ ადგილზე არ გაჩერდე სნაიპერმა რომ არ ამოგიღოს მიზანშიო. :))
- ესე იგი არ შეგეშინდება და გარისკავ?
- კი, აუცილებლად. სოხუმში თუ სხვაგან, სადაც საჭირო იქნება და სადაც ჩემს ხალხს დაჭირდება ჩემი სიმღერა, ყველგან წავალ დიდი სიამოვნებით.
- შენ თვითონ თუ დაგიწერია მუსიკა?
- ახლა მესამე კლიპს ჩემს დაწერილ მუსიკაზე გადავიღებ და აქვე გავამხელ, რომ სამომავლოდ ჩემი სიმღერების ალბომის გამოშვებას ვგეგმავ. ანუ მეხუთე ალბომში მთლიანად ჩემი დაწერილი იქნება ყველა სიმღერა და ტექტიც.

 

ანრი ჯოხაძე საზოგადოების დაშოკვას გეგმავს

ანრი ჯოხაძეს სტუდია “უნივერსალში” (გიგა კვენეტაძის ყოფილი სტუდია “ორფეი”) ვეწვიეთ, სადაც ის ალბომისთვის ახალ სიმღერებზე აქტიურად მუშაობდა. ამ ალბომში მისივე თქმით 14-15 სიმღერა შევა. მათ შორის, საკუთარ სიმღერებთან ერთად იქნება ანრის დედის და ლილიკო ნემსაძის სიმღერა.
- ახალ სიმღერებზე კლიპის გადაღებებს და შესაბამისად ჩვეულ სკანდალებს ხომ არ გეგმავ?
- გაშიშვლებას აღარ ვაპირებ, (იცინის) სკანდალებს რაც შეეხება რათქმაუნდა. უსკანდალოდ ანრი ჯოხაძე წარმოუდგენელია, მაგრამ ახლა უფრო სხვანაირად გავაკვირვებ საზოგადოებას, შოკშიც ჩავარდება ალბათ ბევრი. სკანდალი ხმამაღალი ნათქვამია, სკანდალი არ იქნება, უბრალოდ ძალიან გაუკვირდება საზოგადოებას, ეს არ იქნება ეროტიკული, არც სასიყვარულო დრამა და შესაძლოა ყველაზე სერიოზული ნამუშევარი იყოს ქართულ შოუ-ბიზნესში. ბევრი კი არ გაოცდება საზოგადოებაში, - უბრალოდ დაიშოკება. ყველას მოეწონება და ბევრი იტირებს ზუსტად ვიცი.
- ანუ სიმღერა ყველა ასაკის მსმენელისთვის არის გათვლილი?
- კი, შეგნებული ადამიანი შეიძლება 4-5 წლისაც იყოს და ესმოდეს რაღაც, იქიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველას მოეწონება.
- კლიპს ისევ ანი მაღლაკელიძე გადაიღებს?
- არ გამოვრიცხავ.
- როდისთვის იქნება კლიპი მზად?
- გაზაფხულისთვის. ვცდილობ, რომ ეს პროცედურა დავაჩქარო.
- შენი ობიექტური შეხედულება როგორია, ვინ უნდა წარადგინოს საქართველო ევროვიზიაზე?
- თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროვიზიაზე წარმატებას მივაღწიოთ ჩვენგან უნდა წავიდეს დიანა ღურწკაია. ინტუიცია არასოდეს არ მღალატობს, იმიტომ რომ გამოცდილება მაქვს ძალიან დიდი. სოფო ხალვაშიც რომ მიდიოდა, მაშინაც ვთვლიდი ათეულში გასვლაც დიდი წარმატება იქნებოდა, არა, იმიტომ, რომ სოფო ცუდი მომღერალია, არამედ პროდუქცია არ იყო სწორად მიწოდებული. წელს კარგები არიან სალომე გასვიანი, თიკა ფაცაცია, “სამი გოგოს” პროექტი, მაგრამ დიანა ღურწკაიას აქვს საუკეთესო სიმღერა და პოპულარული ქალია მთელს რუსეთში.
- ანრი რატომ შემორჩი საქართველოში აქამდე და რატომ არ ხარ უკვე საზღვარგარეთ?
- პირველ რიგში შემოვრჩი იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩავათავეთ. უკრაინაში წავალ, ოღონდ 1-2 თვეში, უფრო საფუძვლიანად მოვემზადები, თორემ ჩახვიდე, კონცერტი ჩაატარო, ჰონორარი აიღო და დაბრუნდე, არაფრის მომცემია. ალბათ არავინ შემეკამათება, რომ მსმენელთა პატარა კონტიგენტი გვყავს საქართველოში და აქედან გამომდინარე დიდ ფულს ვერ იშოვი. როცა მომეცემა შანსი სადმე ფეხი უფრო რეალურად მოვიკიდო, არც დავფიქრდები. ვხედავთ რომ, თუნდაც მეზობელ ქვეყანაში ქართველი შემოქმედები ძალიან კარგად არიან.
- თუ გიცდია თუნდაც მოსკოვში ფეხის მოკიდება?
- მოსკოვში არა, აი კიევში მიცდია, მაგრამ ჩემი პრობლემების გამო ცოტა ჩამოვრჩი სიტუაციას.
- შენი პოლიტიკური შეხედულება როგორია? სააკაშვილის მხარდამჭერ საკონცერტო ტურნეებში იღებდი მონაწილეობას, მართლა მარტო შემოქმედებითი იყო ეს, კომერციულთან ერთად თუ?
- რეალურად თუ შევხედავთ, რათქმაუნდა, რომ არ მქონდეს ჩემი გარკვეული სიმპატია სააკაშვილის მიმართ ვერანაირი ჰონორარი ვერ მომხიბლავდა. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ სააკაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელსაც საკონცერტო ტურნეები ჰქონდა და ჩემი ყველა კოლეგა აქ იყო. მეც საითაც რეალურად გამიწია გულმა იქ ვიყავი.
- შენი სტუდენტობა გაიხსენე, რა გაქვს დამთავრებული?
- დავამთავრე ხელოვნების აკადემია, ვოკალური განხრით. ჩემს დროს ძალიან ცუდი პერიოდი იყო და არ იყო გართობის საშუალებები. იყო “გპი”-ს კლუბი, ასევე ივერიის ქვეშ კლუბი და კაფე “ნარგიზი”. (იცინის).
 ყმაწვილობის პერიოდში მე უფრო საკუთარ თავზე ვმუშაობდი, დღეს რომ ეს შედეგი მიმეღო.
- რა პროფესის არ იქნებოდი არასოდეს?
- “სუტინიორი” ვერ ვიქნებოდი, ასევე “ბარიგა” ვერ ვიქნებოდი.
- სტუდენტობის გამოკვეთილ მინუსებზე და პლიუსებზე რას იტყვი?
- შეიძლება ვცდები, მაგრამ, მე მგონია, რომ ზოგადად ინტერესმოკლებულები არიან, მიზანდასახულობა და მიზანმიმართულობა აკლით. ადამიანს რაღაც უნდა აინტერესებდეს, ან მუსიკა ან სპორტი, წიგნზე აღარაფერს ვამბობ, წიგნი ჩემს თაობაში მოკვდა. ეს მშობლების ბრალია. ნაკლებად დადგნენ სარკის წინ, განსაკუთრებით დედები და მიხედონ შვილებს.
- ახალგაზრდობის მუსიკალურ გემოვნებას როგორ შეაფასებ?
- ძალიან კარგად. თუნდაც იმიტომ, რომ ანრი ჯოხაძე დღეს პოპულარულია. ეს მათი დამსახურებაა (იცინის)
- რას უსურვებ ჩვენს მკითხველს?
- მეც ვიყავი მაგათ ასაკში და სისხლი მარტყამდა თავში. მესმის მათი და ვუსურვებდი, რომ უფრო მეტად მიმტევებლები ყოფილიყვნენ და რაიმე შეცდომა არ დაუშვან ცხოვრებაში ისეთი, რომელსაც ვერასოდეს გამოასწორებენ. იმიტომ რომ, ეს არის ასაკი ტემპერამენტის, ეს არის ასაკი ქარაფშუტობის და ბევრ შეცდომას ადამიანი სწორედ ამ პერიოდში, თინეიჯერობის ასაკში უშვებს. მერე კი - უკვე ვღვინდებით..
ვარსკვლავები ვიკის გვერდი ხელოვანთა საიტი შოუ-ბიზნესის სიახლეები
შემოსვლის ფორმა

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ძებნა


Copyright MyCorp © 2024