"მესიჯი"-ს პერიოდული ინტერნეტ-გამოცემა - შოუ-ბიზნესის არქივი
ოთხშაბათი
07.12.2016
23:17
მთავარი
შოუ-ბიზნესის არქივი
მესიჯი მოგესალმებითსტუმარი | RSS რეგისტრაცია
შესვლა
რუბრიკები

გამოკითხვა
შეაფასე "მესიჯი"-ს პერიოდული ინტერნეტ-გამოცემა
სულ უპასუხა: 1043

სტატისტიკა

სულ სისტემაშია 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0

ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად იკრძალება ფოტოს გადაწერა და გამოყენება!!! მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე mesiji@mail.ru

ელდან რიაზანოვი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისიტეტის სტუდენტებს შეხვდა

  რეჟისორი ფილმებისა: “საკარნავალო ღამე”, “ბედის ირონია ანუ როგორც გენებოთ”, “უფრთხილდი ავტომობილს”, “სამსახურეობრივი რომანი” და ა.შ. ელდარ რიაზანოვი, 30 აპრილს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია მასტერკლასის ჩასატარებლად. მაესტროს მოსასმენად მთელი დარბაზი გადაიჭედა. ზოგი ინტერესის გამო მოვიდა, უნდოდა ბატონი ელდარი ენახა, ზოგმა ლექციას “დაადო”, ზოგმა პონტი არ გამაზა, ბევრიც დაშტერებული იყურებოდა, რადგან არც ის იცოდა ვინ იყო ეს კაცი და არც რუსული ესმოდათ (სამწუხაროდ ესეთებიც არიან). მიუხედავად ამისა შეხვედრა საკმაოდ თბილი და საინტერესო იყო. ბატონი ელდანი არ დაზარდა სტუდენტებს და ბევრი რჩევა მისცა მათ...
  - მე ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველები. მოხარული ვარ, რომ ჩემს წინაშე სხედან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც ყველაფერი წინ აქვთ და გამოგიტყდებით, მშურს კიდეც თქვენი - განუცხადა შეხვედრის დასაწყისში სტუდენტებს რეჟისორმა. (თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტის მარი მაისურაძის მიერ დასმული შეკითხვები და ცნობილი რეჟისორის ამომწურავი და საინტერესო პასუხები იხილეთ შესაბამის რუბრიკაში “პერსონა”).

 
გერმანიის ელჩი - პატრიცია ფლორი სოხუმის უნივერსიტეტს სტუმრობდა 
  გერმანიის ელჩი სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. პატრიცია ფლორი, მისი მეუღლე დოქტორი არმინ მორიცი და გერმანიის საელჩოს კულტურის განყოფილების უფროსი, დოქტორი თომას ჰენცშელი დევნილი უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიცემ მიიღო. რექტორის შეფასებით გერმანიის ელჩის სტუმრობას დიდი მნიშვნელობა აქვს სოხუმის უნივერსიტეტის განვითარებისა და აღმავლობისთვის.
  თომას ჰენცშელმა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული ბროშურები და ბუკლეტები გადასცა.
  საელჩოს დახმარებით სოხუმის უნივერსიტეტი მონაწილეობდა ჰუმბოლტიანელთა საერთაშორისო სიმპოზიუმში, ასევე შავი ზღვის არქეოლოგიის თემაზე მოწყობილ საერთაშორისო ღონისძიებაში. სოხუმის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ბერლინის არქეოლოგიის ინსტიტუტთან და იგეგმება სტუდენტთა და მეცნიერთა გაცვლითი პროგრამები.
  პატრიცია ფლორი გაეროს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის კოორდინატორის რანგში რამდენჯერმე იმყოფებოდა სოხუმში. როგორც თავად აღნიშნა მასზე ამაღელვებელი შთაბეჭდილება მოუხდენია დანგრაულ ქალაქს და იმ ვითარებას, რომელშიც ომის შემდეგ აღმოჩნდნენ ქართველები და აფხაზები.
  ფლორმა იმედი გამოთქვა, რომ დევნილი უნივერსიტეტი სოხუმს მალე დაუბრუნდება. კომფლიქტის დარეგულირების საქმეში კი - მისი თქმით მნიშვნელოვანია ქართველი სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების პირდაპირი კავშირები აფხაზ კოლეგებთან. “ის ხალხი, რომელიც ომამდე ერთად ცხოვრობდა - ქართველები, აფხაზები, რუსები, ესტონელები და სხვები, მალე ამ უნივერსიტეტში შეძლებენ ცოდნის მიღებას. ჩვენ გაეროს ფარგლებში ხელს შევუწყობთ ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ადამიანების დაახლოებასა და მშვიდობის დამყარებას ხელს შეუწყობს”, - განაცხადა ელჩმა.
მე-14 15 აპრილი “მესიჯმა” გააჯაზა

  15 აპრილს საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრებში, სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი უამრავი ლამაზი ღონისძიება გაიმართა, გალა-კონცერტები, კერძო პიარ-აქციები, სახელმწიფო დანიშნულების ობიექტების გახსნა, ლიტერატურული საღამოები, სპექტაკლები და სხვა ათასი რამ ამშვენებდა წელს სიყვარულის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით.
  ალბათ ყველაზე გრანდიოზული აქცია, ქალაქ ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტი იყო, რომელიც ხელისუფლებამ რამდენჯერმე გადადო და საბოლოოს, სპეციალურად სიყვარული დღეს - 15 აპრილს დაამთხვია, იმ დღეს ფოთში ქართველმა მომღერლებმა ლამაზი კონცერტიც აჩუქეს ადგილობრივ და მოწვეულ სტუმრებს.
  არანაკლებ გრანდიოზული და პომპეზური აღნიშვნა, თბილისში მუშტაიდის ბაღში მოეწყო, სადაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ჟუნრალ “ვარსკვლავების” და სტუდენტურ-ახალგაზრდული გაზეთ “მესიჯის” ინიციატივით დიდი გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც 15 000-მდე მაყურებელი ესწრებოდა. აღნიშნულ ღონისძიებაში იყო ჩართული თავად ამ დღის დაარსების იდეის ავტორი ბესო ჩუბინიძეც, რომელსაც კონცერტის დასრულებამდე არ დაუტოვებია მუშტაიდის ბაღი. ღონისძიებაში 35-მდე მომღერალი იღებდა მონაწილეობას. სიყვარულის დღეს, თითქმის ყველა ბარი, რესტორანი და კაფე გადაჭედილი იყო ხალხითსადაც საკუთარი რეპერტუარით გადანაწილებულნი იყვნენ ქართველი მომღერლები და მისავათებულ ქართველ შოუ-ბიზნესჩიკებს მსგავსი ტიპის ღონისძიებები სულზე უსწრებს ხოლმე. რადგან ეს დღე ყველასთვის შემოსავლიანია, მათგან დაწყებული ყვავილების უბრალო მოვაჭრეებით დამთვრებული.
  მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის დღე ლამაზ ქართულ ტრადიციად კარგახანია დამკვიდრდა და მას მთელი საქართველო უკვე 14 წელიწადია აღნიშნავს, აქა-იქ კიდევ შემორჩნენ პერსონები, რომლებიც გაგებაში არ ყოფილან რა დღეა 15 აპრილი საქართველოში :) (კი, მაგრამ საქართველოში არა ცხოვრობენ?) - მაგალითად ნატო გელაშვილი, თიკა ფაცაცია, ლელა წურწუმიას მეუღლე - მამულიჩა, სტიოპა (სტეფანე მღებრიშვილი) და რამდენიმე კიდევ... მათ, პრესასთან ურთიერთობაში, კომენტირების დროს, მკითხველის წინაშე იმდენად სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, რომ ალბათ თავად ვერც მიხვდნენ. :))
  გაზაფხულის ერთმა ლამაზმა ტრადიციამ კი, წელს მეთოთხმეტედ მიიხურა კარი და მალე საქართველო საიუბილეო 15 აპრილისთვის მოემზადება, მე-15 სიყვარულის დღისთვის  2009 წელს.

 
 
"ლამპარი" მიუსაფარი ბავშვების დახმარების აქციებს აგრძელებს
  ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “მცირე აკადემიის” სტუდენტი ელენე ხუხია მიუსაფარი ბავშვების დასახმარებლად პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ”ლამპარის” ეგიდით განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის შესახებ წინა ნომერში ჩვენ უკვე გაცნობეთ. ელენე და “ლამპარის” სხვა წევრები კვლავ აქტიურად ზრუნავენ მზრუნველობამოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ბიზნესმენებისა და საზოგადოების გამოჩენილი წევრების დახმარებით “ლამპარი” მიუსაფარი ბავშვების ნიჭის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური შესაძლებ-ლობების გამოსავლენად განაგრძობს კონცერტების, გამოფენების, შეჯიბრების ორგანიზებას.
  პირველმა ფოლკლორულმა კონცერტმა, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით ტარდებოდა ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ თეატრში, წარმატებულად ჩაირა.
  როგორც პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა - ელენე ხუხიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ბავშვებს საზოგადოების მხარდაჭერა აკლიათ; -  17 წლის ასაკში განვიცადე მშობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი მიუსაფარი ბავშვებისთვის შემემსუბუქებინა მძიმე ცხოვრება. უფლის წყალობით, მე გვერდში მიდგანან ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან ამ მიზნების განხორციელებაში.
  “ლამპარის” ინიციატივით შეიქმნა საიტი (
www.lampari.ge), რომელზეც განთავსდება ყველანაირი ინფორმაცია საქართველოში არსებული ბავშვთა სახლების შესახებ. ამ საიტის და საიტზე განთავსებული ფორუმის საშუალებით აღსაზრდელები დაეკონტაქტებიან საზოგადოებიას და მესამე პირის ჩარევის გარეშე ისაუბრებენ დაინტერესებულ პირებთან.
 
 
თეატრალური აქცია ბავშვებისათვის
  28 მარტს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში აფხაზეთის განათლების სამინისტროსთან არსებული ბავშვთა ჰარმონიული განვითარების ცენტრის თაოსნობით თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო “თეატრი და მოზარდი” გაიმართა, ღონისძიებაში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები მონაწილეობდნენ, რომლებმაც წარმოადგინეს სცენები სპექტაკლებიდან “რომეო და ჯულიეტა”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “ქეთო და კოტე”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”... ბავშვებმა აგრეთვე შეასრულეს ქართული და უცხოური ცეკვები და სიმღერები. სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს სახალხო არტისტები, ბატონები ოთარ კობერიძე და თენგიზ არჩვაძე, პოეტი გენო კალანდია, აფხაზეთის დამსახურებული არტისტი ლიანა მიქაშავიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძე. საკუთარი სიმღერები შეასრულა კომპოზიტორმა ია მაისაიამ.
  “ამ ღონისძიების მიზანია ახალგაზრდები ბავშვობიდან ეზიარონ ხელოვნებას, მშვენიერებას, სილამაზეს” - აღნიშნა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ალექსანდრე აპლაკოვმა.
  საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - თემურ მჟავია, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი...

 
 
 
 სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენთა აქცია რუსეთის საელჩოსთან
 
  სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტთა ინიციატივითა და ორგანიზებით 27 მარტს გაიმართა მშვიდობიანი მსვლელობა დევნილი უნივერსიტეტიდან რუსეთის საელჩომდე. 500-მდე სტუდენტმა გააპროტესტა რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში. გზა უნივერსიტეტიდან საელჩომდე ენერგიულად და შემართებით გაიარეს, კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ აფხაზეთი საქართველოა, რომ დევნილი უნივერსიტეტის საბოლოო ნავთსაყუდელი სოხუმშია და რომ უპირველესად სწორედ მეზობელი სახელმწიფოს ვალია მაქსიმალურად ხელი შეუწყოს კომფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.   აქციის მონაწილეთა ინიციატივით გაიგზავნა წერილი რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის სახელზე, სადაც ახალგაზრდები ადრესატს სთხოვენ არ იქნას გატარებული მოქმედებები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს კეთილმეზობელურ ურთიერთობას რუსეთსა და საქართველოს შორის. მიმართვის ავტორები მზადყოფნას გამოთქვამენ რუსეთის ახალგაზრდობასთან მეგობრული ურთიერთობების განსამტკიცებლად.
  აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ბლიაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დევნილი უნივერსიტეტის სტუდენტობა მკვეთრად დააფიქსირებს თავის პოზიციას კომფლიქტურ რეგიონთან მიმართებაში განხორციელებული პოლიტიკური მოქმედებების შესაბამისად: - აფხაზეთი ჩვენი სახლია და ახალგაზრდობა არის ძალა, რომელსაც ყველაზე დიდი როლი ეკისრება კომფლიქტის დარეგულირების საქმეში, სტუდენტები კიდევ არაერთხელ ვეტყვით მეზობელ რუსეთს, რომ აფხაზეთი საქართველოა...
  საელჩოს მხრიდან არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება აქციის საპასუხოდ, თუმცა მონაწილეები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში მოისმენენ შეფასებას ოფიციალური პირებისგან.

 
რედკოლეგია: ანა გრძელიძე, რობერტი თაკალანძე, კაკო სოფრომაძე
 
ვარსკვლავები ვიკის გვერდი ხელოვანთა საიტი შოუ-ბიზნესის სიახლეები
შემოსვლის ფორმა

კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ძებნა


Copyright MyCorp © 2016