აკრძალულია: 1. ფორუმში ორი რეგისტრირებული სახელის ქონა;
2. რეგისტრაციისას არასწორი მონაცემების შეყვანა;
3. უშინაარსო და გაუგებარი სათაურით თემების გახსნა;
4. უკვე არსებული თემის გახსნა (შინაარსობრივად);
5. განყოფილებასთან შეუსაბამო თემის გამოქვეყნება;
6. თემასთან შეუსაბამო გამოხმაურების გამოქვეყნება;
7. უცენზურო სიტყვების გამოყენება;
8. ცარიელი (ან მხოლოდ სმაილებიანი) გამოხმაურების გამოქვეყნება;
9. პირადი შეურაცყოფა;
10. სხვისი აზრისადმი უპატივცემულობა;
11. ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნება;
12. თემაში პირადი საუბრები (ამისათვის არსებობს პირადი შეტყობინება);
უფლება აქვს:
1. დააფიქსიროს თავისი აზრი;
2. მოითხოვოს ახსნა განმარტება მოდერისაგან (მოდერის ნებისმიერ მოქმედებაზე რომელიც იყო მის მიმართ განხორციელებული);
3. გამოაქვეყნოს პუბლიკაცია საიტის მთავარ გვერდზე (ადმინისტრატორის მეშვეობით, აქტიურობა ფორუმზე არ არის საჭირო);
4. გამოაქვეყნოს საიტის მთავარ გვერდზე შესაბამის განყოფილებაში სიახლე (ადმინისტრატორის მეშვეობით, აქტიურობა ფორუმზე არ არის საჭირო);
5. აქტიურობის შემთხვევაში, მოიპოვოს უფლება გახდეს საიტის მთავარი გვერდის წევრი და მოახდინოს სიახლეების დამატება თავისი სახელით;
6. მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ კონკურსა თუ დისკუსიაში;
7. წაშალოს თავისი გამოხმაურება;
8. შესთავაზოს ადმინისტრაციას თავისი მოსაზრება, საიტზე დამატების ან რაიმე სიახლის შემოტანის მიზნით;
9. ე.წ. სიგნატურაში ანუ ხელმოწერაში გააკეთოს რომელიმე საიტის რეკლამა, ერთ პირობით თუ მისი მხრიდანაც მოხდება რეკლამირება სხვა საიტზე;
ადმინისტრაციის უფლებები წევრების მიმართ:
1. წესების დარღვევის შემთხვევაში მისცეს გაფრთხილება, მაქსიმალური რაოდენობით 24 საათში 3;
2. 5 გაფრთხილების შემთხვევაში დაბლოკოს ის 7 დღის ხანგრძლივობით;
3. 7 დღიანი უფასო შვებულების სამჯერ აღება ხელს უწყობს სამუდამო ბლოკს;
4. გამონაკლის შემთხვევაში მოახდინოს სამუდამოდ დაბლოკვა მომენტალურად;
5. ადმინისტრაცია ვალდებული გაფრთხილების მიცემისას დააკონკრეტოს მიზეზი;