პარასკევი
29.03.2024
17:47
მთავარი
ჩანახატები სიყვარულზე - ფორუმი
მესიჯი მოგესალმებით სტუმარი | RSS რეგისტრაცია
შესვლა
[ ახალი გამოხმაურება · მომხმარებლები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმი » ქალი და მამაკაცი » სიყვარული და სექსი » ჩანახატები სიყვარულზე
ჩანახატები სიყვარულზე
vikaთარიღი: პარასკევი, 16.05.2008, 22:56 | გამოხმაურება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 402
პროფილი: 6
სტატუსი: ოფლაინი
ბნელა...
ბნელა ჩემს ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მიფიქრია, აქ ჰაერიც ოცნებით სუნთქავს, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა...
ოცნებით შქმნილი ზღაპრული სამყარო ლამაზია და წამიერი. უსახურია იმაზე ფიქრი, რომ ოცნება ოცნებად არ დარჩება და ოდესმე რეალობად იქცევა. ვზივარ სარკმელთან, მთვარეზე თითქოს ვერცხლისფრად თოვს და წვეთები გუბეებში ხაზავენ რკალებს...
მაპატიე, მაპატიე, რომ არ დავბრუნდები...
მაპატიე, რომ ოდესღაც შენი, მომავალში სხვისი ვიქნები...
მაპატიე, რომ ბავშვობის მოგონებად გაქციე...
და ბნელ ოთახში ისევ სიცარიელე, მარტოობა, სულში ჩამქრალი ჩირაღდნები, უხმო ატირება, ტკივილი, პროტესტის გრძნობა და დარდმაც თითქოს ფიფქებად დაიწყო თოვა...
დაღლილი, წყლიანი თვალები და იდუმალად ამღერებული: “ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი”...
...ოთახში წამები ქრებიან, თითქოს შორეულმა ფიქრებმა და მოლოდინით დაჩრდილულმა სევდამ კოშმარში მომიმწყვდია. მწამებლურ ფიქრთა ბურუსში შევყურებ დაორთქლილ ფანჯრებს...
საკმარისია მშფოთვარე სიჩუმე!!! მელანქოლიას ვნებდები...
ვგრძნობ დაგცალე გულიდან და რა...? არაფერი - სიცარიელე...
უკვე სხვას ველი, იმ ერთს, რომელიც არ ჩანს, დააგვიანდა...
კმარა! უკვე ფიქრიც კმარა... მოვა, უსათუოდ მოვა.
საოცარი და მიდობი ღიმილით, სათუთი სითბოთი, სიმშვიდით, ვნებით, სიგიჟით, სიყვარულით!!!
მოვა სიყვარული! მოვა!


არ უნდა ფიქრი, რომ გალაკტიონს
მე ჩამოვართვი მეფის სახელი...!
 
luluთარიღი: შაბათი, 17.05.2008, 13:58 | გამოხმაურება # 2
ლეიტენანტი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 156
პროფილი: 1
სტატუსი: ოფლაინი
პატარა ფოთოლი ნაზად ირწეოდა სამხრეთის ნიავის ალერსში. ეკიდა ტოტზე, ქანაობდა აქეთ-იქით. მხურვალე ნიავი კი მას სიყვარულს უხსნიდა. ფოთოლი რბილი იყო, ყვითელი, იგი აღტაცებით სუნთქავდა, თითქოს სიზმრებს ხედავდა. უცებ სიყვარულისგან გაბრუებული ფოთოლი ტოტს მოსწყდა.
ნელ-ნელა იწყო ქვევითკენ წასვლა. ტრიალებდა, ქარი კი ისევ სიყვარულზე უმღეროდა. ნელ-ნელა ეშვებოდა ძირს, სულ უფრო და უფრო დაბლა დაეშვა... ბრუნავდა მსუბუქად და თავისუფლად. ქართან სიყვარულის თამაშში გართული, ხან ერთ ბოლოს ასწევდა მგზნებარედ მაღლა, ხან მეორეს, მერე მთლად გადაიხრებოდა, თითქოს ვალსს ეცეკვებოდა. თანდათანობით ტკბებოდა ბედნიერებით. ბრუნავდა, ბრუნავდა, მერე ისევ აფრინდებოდა - ხან მაღლა ავიდოდა, ხან დაეშვებოდა. ის იტანჯებოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, რადგან უყვარდა. ნელ-ნელა ასე დაეშვა მიწაზე, ვერც კი შეამჩნია, რომ ახლა ქარისთვის იგი აღარაფერს წარმოადგენდა. ქარს მისი შველა აღარ შეეძლო და იგი უკვე სხვა ფოთოლს ეალერსებოდა. ნაზად, მშვიდად, ფოთოლი დაეცა მიწაზე. მან ვერც კი გაიგო, რომ ამქვეყნად უკვე აღარ არსებობდა... იგი აღარავის სჭირდებოდა...


ლამაზი ჩანახატია ვიკააა!!!
ეს ჩემი დაწერილი არაა, მაგრამ ესეც კარგია, მე მომწონს.

 
meocnebeთარიღი: შაბათი, 17.05.2008, 15:33 | გამოხმაურება # 3
სერჟანტი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 77
პროფილი: 0
სტატუსი: ოფლაინი
გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის ჩემს განშორებას.
არ მეგონა თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა. ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი.
რა მეგონა თუ ჩვენს შეხვედრას ასეთი დასასრული ექნებოდა!
მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები!
თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო ადრე დამთავრდა.
ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან!
ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი.
ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი!
ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად.
ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?!
იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა, ზედმეტი სიამაყე და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა...

ლამაზი ისტორიები გოგოები... მეც დავწერე რაც მომწონს

 
gogaთარიღი: სამშაბათი, 20.05.2008, 19:24 | გამოხმაურება # 4
ლეიტენანტი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 107
პროფილი: 1
სტატუსი: ოფლაინი
MAGARIA SAMIVE cool
 
matlayunaთარიღი: ოთხშაბათი, 28.05.2008, 16:16 | გამოხმაურება # 5
მაიორი
ჯგუფი: სტაჟიორი
შეტყობინებები: 424
პროფილი: 2
სტატუსი: ოფლაინი
მე სიყვარული ლამაზი მქონდა ,
მინდორში სიზმრად წასულ ბალღივით,
სულში ფხიზელი და მთვრალი ოდნავ,
და ნიავსავით ოდნავ დაღლილი.
მე სიყვარული შემკრთალიც მქონდა,
ტაძარში ახლად შესულ ბალღივით.
ლოცვის ბურანში დაზრილი ოდნავ
და მლოცველივით ოდნავ დაღლილი.
მე სიყვარული დამფრთხალიც მქონდა,
მთვარით დამთვრალი კოლხის ცხენივით.
მტარვალი ეჭვით შეჭმული ოდნავ,
ოდნავ შემცბარი და შერცხვენილი.
მე სიყვარული მოშიშიც მქონდა,
ღვთისკარზე ახლად შემდგარ ბერივით,
უნანიებელ ცრემლად და ცოდვად,
წასული დროში და განფენილი.
მაინც... ღმერთივით საეჭვო ოდნავ
და მოწყენილი ქრისტეს თვალებით,
მის ზეიმს სულში სულ მიმოჰქონდა,
სინაზე თოვლი და მწვერვალები...
ახლა ყვავილი მოუსხამს ქონდარს,
ავი სურნელიც ბრუნავს კამისა,
მე სიყვარული ლამაზი მქონდა
და ყველაფერი მქონდა ლამაზი.
 
meocnebeთარიღი: ოთხშაბათი, 28.05.2008, 17:48 | გამოხმაურება # 6
სერჟანტი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 77
პროფილი: 0
სტატუსი: ოფლაინი
Quote (matlayuna)
მე სიყვარული ლამაზი მქონდა ,
მინდორში სიზმრად წასულ ბალღივით,
სულში ფხიზელი და მთვრალი ოდნავ,
და ნიავსავით ოდნავ დაღლილი.
მე სიყვარული შემკრთალიც მქონდა,
ტაძარში ახლად შესულ ბალღივით.
ლოცვის ბურანში დაზრილი ოდნავ
და მლოცველივით ოდნავ დაღლილი.
მე სიყვარული დამფრთხალიც მქონდა,
მთვარით დამთვრალი კოლხის ცხენივით.
მტარვალი ეჭვით შეჭმული ოდნავ,
ოდნავ შემცბარი და შერცხვენილი.
მე სიყვარული მოშიშიც მქონდა,
ღვთისკარზე ახლად შემდგარ ბერივით,
უნანიებელ ცრემლად და ცოდვად,
წასული დროში და განფენილი.
მაინც... ღმერთივით საეჭვო ოდნავ
და მოწყენილი ქრისტეს თვალებით,
მის ზეიმს სულში სულ მიმოჰქონდა,
სინაზე თოვლი და მწვერვალები...
ახლა ყვავილი მოუსხამს ქონდარს,
ავი სურნელიც ბრუნავს კამისა,
მე სიყვარული ლამაზი მქონდა
და ყველაფერი მქონდა ლამაზი.

mmmmmmmagaria!

 
luluთარიღი: ოთხშაბათი, 28.05.2008, 18:32 | გამოხმაურება # 7
ლეიტენანტი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 156
პროფილი: 1
სტატუსი: ოფლაინი
ლამაზია...
 
matlayunaთარიღი: ოთხშაბათი, 28.05.2008, 20:06 | გამოხმაურება # 8
მაიორი
ჯგუფი: სტაჟიორი
შეტყობინებები: 424
პროფილი: 2
სტატუსი: ოფლაინი
apa ra
 
vikaთარიღი: ოთხშაბათი, 28.05.2008, 20:58 | გამოხმაურება # 9
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 402
პროფილი: 6
სტატუსი: ოფლაინი
გმადლობ გოგა... smile

არ უნდა ფიქრი, რომ გალაკტიონს
მე ჩამოვართვი მეფის სახელი...!
 
matlayunaთარიღი: ხუთშაბათი, 29.05.2008, 21:36 | გამოხმაურება # 10
მაიორი
ჯგუფი: სტაჟიორი
შეტყობინებები: 424
პროფილი: 2
სტატუსი: ოფლაინი
წვიმამ დაასველა ცხელი ასფალტი...
ნაბიჯები...მტკიცე და რიტმული......
არ აჩერებს არაფერი...თითქოს ყველაზე ძლიერი იყოს ამ ქვეყნად...
გულშიც წვიმა...ქაოსური წვეთები....
სიცივე და უკაცრიელი ქუჩები...არ ჩერდება..
ისევ ნაბიჯები......ირგვლივ კი წვიმის წვეთების გლოვა....
აქა-იქ მანქანები და...მოკიაფე ლამპიონები...
არანაირი ფიქრი...
ზომბივით ცივი...არაფრისთქმელი გოგონა.....
მხოლოდ თავის ნაბიჯებს ითვლის.....
თვალის კუთხესთან წვიმის წვეთები მის ცრემლებს ეხუტებიან....
ვერც ვერავინ გაარჩევს...წვიმს თუ ტირის!....
ისევ ნაბიჯები...და გაკრთა კითხვა......საით?.....
ისიც დაიკარგა.....
წამით შეჩერდა.....
არ ეცნო ქუჩა....
უცნობ ქუჩაზე, უცნობი გოგონა წვიმისგან სველი....ცრემლებს მალავდა....
წამით შიში...უიმედობა...ბოროტება....ყველაფერი აირია...
ახლა საით...არ იცის და...არც უნდა ცოდნა....
სიკვდილი მინდა! ! !
ცრემლებს თითქოს ეწყინათ გოგონას ნატვრა და...გაიბუტნენ....
ისევ გლოვა...ცა ტირილს არ წყვეტდა...თითქოს საშინელი წინათგრძნობდა ამუქებდა კიდევ უფრო მას....
1...2....3.....
ეს უკვე ნაბიჯების თვლა აღარ იყო....
მანქანის შუქი....ზომბირებული თვალები....
გლოვა წყდებოდა....რადგან....წინათგრძნო
ბა ახდა....
გოგოს უსიცოცხლო თვალებზე ცრემლი შეყჰინვოდა

დამატებულია (29.05.2008, 21:36)
---------------------------------------------
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როცა ყველა მხიარულობს, ყველა სიცილის ხასიათზეა, უეცრად ტელეფონის ზარის ხმამ შემაწყვეტინა მეგობრებთან საუბარი. ყურმილში მისი ვაჟკაცური ხმა გავიგონე და გამიკვირდა, სახლში ხომ არასდროს მირეკავდა. მისი ხმა თითქოს მეუცნაურა მომესალმა და ნაღვლიანად მითხრა:
-ჩვენი გზები გაიყარა, მე უკვე ცოლი მყავს და მგონი ჩვენი დაშორება საჭიტრო იქნება.
მეტი არაფერი გამოგონია, ფიქრებში წასულს ყურმილი გამივარდა. ნელი ნაბიჯით შევედი ოთახში, ჩემმა მეგობრებმა ლაპარაკი შეწყვიტეს და გაკვირვებით ერთბაშად შემომხედეს.
-რა მოხდა სახეზე ფერი არ გადევს.
-მან დარეკა!
-მერე რა სახე ჩამოგტირის?
-ისე მითხრა ჩვენი გზები გაიყარა, ცოლი შეურთავს.
უხეხული დუმილი ჩამოვარდა. დუმილი ტელეფონის ზარმა დაარღვია. ხელის კანკალით ავიღე ყურმილი... და მასში მისი ხმა გავიგონე.
-გეწყინა? ვერ მიხვდი ჩემო პატარა სულელო? დღეს ხომ პირველი აპრილია. შენ კი დაიჯერე, მე შენ არასოდეს არ მიგატოვებ. მე შენ მიყვარხარ გაიგე?!

 
vikaთარიღი: პარასკევი, 30.05.2008, 13:50 | გამოხმაურება # 11
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 402
პროფილი: 6
სტატუსი: ოფლაინი
magari xar mimi... hands

არ უნდა ფიქრი, რომ გალაკტიონს
მე ჩამოვართვი მეფის სახელი...!
 
matlayunaთარიღი: პარასკევი, 30.05.2008, 15:52 | გამოხმაურება # 12
მაიორი
ჯგუფი: სტაჟიორი
შეტყობინებები: 424
პროფილი: 2
სტატუსი: ოფლაინი
გავწითლდი ეხლა მე.

გამოხმაურება ჩასწორებულიაmatlayuna - პარასკევი, 30.05.2008, 15:53
 
lashagiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 05.06.2008, 00:28 | გამოხმაურება # 13
რიგითი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 49
პროფილი: 0
სტატუსი: ოფლაინი
au rac ar mevaseba raa es suleleuri lexsebi ad chanaxatebsi cera sikvarulze ra :)))))))))))))))))))))
 
matlayunaთარიღი: კვირა, 08.06.2008, 15:29 | გამოხმაურება # 14
მაიორი
ჯგუფი: სტაჟიორი
შეტყობინებები: 424
პროფილი: 2
სტატუსი: ოფლაინი
lashagiorgi,
rato ki mara... ra jobia siyvarulze chanaxatebis kitxvas..........
 
luluთარიღი: ორშაბათი, 23.06.2008, 18:54 | გამოხმაურება # 15
ლეიტენანტი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 156
პროფილი: 1
სტატუსი: ოფლაინი
matlayuna,

magari xar ra! gagiarebt kiss

 
ფორუმი » ქალი და მამაკაცი » სიყვარული და სექსი » ჩანახატები სიყვარულზე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:


Copyright MyCorp © 2024